• რეკლამა
  • კონტაქტი
23:59, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Green Card-ის გათამაშება გადაიდო – როდის გამოცხადდება რეგისტრაციის დაწყების თარიღი

ალია ავტორი - ალია
11:33 11-12-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
279

აშშ -ის მრავალფეროვნების ვიზების ლატარიის – Green Card-ის, იგივე „მწვანე ბარათის“ გათამაშების თარიღი გაურკვეველი ვადით გადაიდო. ყველაფერი წესისამებრ რომ მომხდარიყო, ლატარიაში რეგისტრაცია ნოემბრის პირველ რიცხვებში უნდა დასრულებულიყო.

სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე განმარტებულია, რომ რეგისტრაციის დაწყების თარიღი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

„დეპარტამენტი გარკვეულ ცვლილებებს ახორციელებს ვიზაზე განაცხადის პროცესში. ჩვენ რაც შეიძლება მალე გამოვაცხადებთ DV-2027 რეგისტრაციის პერიოდის დაწყების თარიღს, თუმცა, ეს ცვლილებები გავლენას არ მოახდენს DV-2027-ისთვის შერჩეული პირების ვიზაზე განაცხადის პერიოდზე, რომელიც 2026 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 2027 წლის 30 სექტემბრამდე ძალაში დარჩება“, – ნათქვამია სახდეპის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

თუმცა, გასულ კვირას, 5 ნოემბერს, როდესაც რეგისტრაცია უნდა დასრულებულიყო, სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გამოაქვეყნა, რომ პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო. შეფერხების ერთ-ერთი მიზეზად აშშ-ის მთავრობის ე.წ. შათდაუნიც სახელდება.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით ლატარიაში მონაწილეობა უფასო აღარ იქნებოდა და რეგისტრაციაში ყველა მსურველს 1 დოლარის გადახდა მოუწევს.

„მწვანე ბარათის“ რეგისტრაციისას ბოლოს შეფერხება 2017 წელს იყო, როდესაც ის „ტექნიკური მიზეზების“ გამო გადაიდო. რეგისტრაციის პირველ კვირაში წარდგენილი განაცხადები დაიკარგა და ახალი რეგისტრაციის პერიოდი იმავე წლის 18 ოქტომბერს დაიწყო და 22 ნოემბრამდე გაგრძელდა.

ცნობისთვის, მწვანე ბარათი აშშ-ის საემიგრაციო სტატუსის დამადასტურებელი ბარათის არაფორმალური სახელია. ბარათი მფლობელს უფლებას აძლევს, ლეგალურად იცხოვროს და იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისარგებლოს სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით, მიიღოს კრედიტი შეღავათიანი პირობებით და ჰქონდეს აშშ-ს სოციალური დაზღვევის ნომერი. თავად ბარათის გათამაშება კონგრესმა 1990 წლიდან დაიწყო. ის წელიწადში 55 000 ვიზის გაცემას ითვალისწინებს. აპლიკანტებმა, სხვა კრიტერიუმებთან ერთად, უნდა დააკმაყოფილონ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, მათ შორის საშუალო სკოლის განათლება ან ორწლიანი სამუშაო გამოცდილება.

რაც შეეხება სტატისტიკას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2024 წელს, DV-2025 პროგრამაზე 19 927 656 განაცხადი დარეგისტრირდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved