• რეკლამა
  • კონტაქტი
12:23, ორშაბათი, 29 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ComCom-მა TV ფორმულას “უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღების შეწყვეტა” დაავალა

ალია ავტორი - ალია
20:41 10-09-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
229

კომუნიკაციების კომისიის (ComCom) განცხადებით, ტელემაუწყებლები “ფორმულა” და “ფორმულა მულტიმედია”, ასევე რადიომაუწყებლები “ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა”, “რადიო-ტვ ნორი” და “სისტემა გამა” “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევისთვის წერილობით გააფრთხილეს და “უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღების შეწყვეტა” დაავალეს.

“2025 წლის II კვარტალში შპს “ფორმულა მულტიმედიამ” კვიპროსში რეგისტრირებული იურიდიული პირის – “INFINITY CV GROUP CY LTD”-ისგან 1,336,675 ლარი მიიღო. ამავე პერიოდში, “ფორმულას” “ფორმულა მულტიმედიასგან” 463,000 ლარი აქვს მიღებული.

“ფორმულასა” და “ფორმულა მულტიმედიას” მიერ კომუნიკაციების კომისიისთვის წარდგენილი სტატისტიკური ანგარიშების ფორმებიდან დადგინდა, რომ “ფორმულას” მიერ “ფორმულა მულტიმედიასგან” მიღებული თანხა წარმოადგენდა სესხს. თავის მხრივ, “ფორმულა მულტიმედიას” მიერ “INFINITY CV GROUP CY LTD” -ისგან მიღებული თანხაც წარმოადგენდა სესხს. ანგარიშების ფორმებიდან დადგინდა ისიც, რომ “ფორმულა მულტიმედიას”, გარდა უცხოეთში დარეგისტრირებული იურიდიული პირის – “INFINITY CV GROUP CY LTD”-ისგან მიღებული დაფინანსებისა, სხვა მნიშვნელოვანი შემოსავალი არ გააჩნია.

გამომდინარე იქიდან, რომ მაუწყებლებს ზემოაღნიშნული დაფინანსება მიღებული აქვთ მას შემდეგ, რაც 2025 წლის 1 აპრილს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება და აიკრძალა უცხოური ძალისგან მაუწყებლის პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსება, ამასთან, აღნიშნული დაფინანსება ვერ ჯდება კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში (კომერციული რეკლამა, ტელეშოპინგი, სპონსორობა და პროგრამაში პროდუქტის განთავსება), კომუნიკაციების კომისიამ “ფორმულა” და “ფორმულა მულტიმედია” წერილობით გააფრთხილა და “INFINITY CV GROUP CY LTD”-ისგან დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა.

ამავე კანონის დარღვევისთვის, კომუნიკაციების კომისიამ რადიომაუწყებლები “ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა”, “რადიო-ტვ ნორი” და “სისტემა გამა” გააფრთხილა და უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა”. – წერია ComCom-ის განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved