• რეკლამა
  • კონტაქტი
15:27, ოთხშაბათი, 3 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“380 ვოლ­ტი არ არის მა­ღა­ლი ძაბ­ვა, 360 ვოლ­ტი – ასე­თი სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს” – რა ხდება პროცესზე, სადაც ვაკის პარკში მომხდარზე ბრალდებულებს ასამართლებენ?

ალია ავტორი - ალია
14:52 01-18-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
663

ვა­კის პარკში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ­მა, კომ­პა­ნია “გრინ­სერ­ვის პლუ­სის“ ყო­ფილ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძემ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე, მო­სა­მარ­თლეს მი­მარ­თა და თავის სიტყვაში გა­მო­ეხ­მა­უ­რა პრო­ცეს­ზე პრო­კუ­რო­რის მიერ ნათ­ქვამ სი­ტყვებს ვა­კის პარ­კის შად­რე­ვან­ში მა­ღა­ლი ძაბ­ვის გაყ­ვა­ნი­ლო­ბის შე­სა­ხებ და განაცხადა:

“უკვე მო­ვი­თხოვ, წარ­მო­ად­გი­ნოთ, რა ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი გა­გაჩ­ნი­ათ. რამ­დენ­ჯერ­მე ახ­სე­ნეთ “მა­ღა­ლი ძაბ­ვა“, ხომ არ მეშ­ლე­ბა? 220 და 380 ვოლ­ტი არ არის მა­ღა­ლი ძაბ­ვა. 360 ვოლ­ტი – ასე­თი სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს. ვი­მე­ო­რებ, მე მეს­მის, რომ არ გაქვთ სპე­ცი­ფი­კუ­რი ცოდ­ნა, მაგ­რამ რო­დე­საც ადა­მი­ა­ნის პა­ტიმ­რო­ბას ითხოვთ, კე­თი­ლი ინე­ბეთ და წა­ი­კი­თხეთ და ისე გა­ა­კე­თეთ გან­ცხა­დე­ბე­ბი, ძა­ლი­ან გთხოვთ. თქვენ თუ გინ­დათ, რომ უბ­რა­ლოდ მე ვიყო პა­ტიმ­რო­ბა­ში, მი­თხა­რით და ვიქ­ნე­ბი პა­ტიმ­რო­ბა­ში.უბ­რა­ლოდ, ვერ გა­ვი­გე და­ნარ­ჩე­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი რა სა­ფუძ­ვლით უნდა იყ­ვნენ პა­ტიმ­რო­ბა­ში? პა­ტივ­ცე­მუ­ლო მო­სა­მარ­თლევ, მე მეს­მის, რომ თქვენ არა კი არა, ვერ გა­მა­თა­ვი­სუფ­ლებთ და ვერ შე­მი­ფარ­დებთ სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბას, მე ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ. ჩემი ერ­თა­დერ­თი თხოვ­ნაა – და­ნარ­ჩენ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ჩვენ­ნა­ი­რად არა­ნა­ი­რი და­ნა­შა­უ­ლი არ მი­უ­ძღვით და ჩემ შემ­თხვე­ვა­ში, მე ღმერ­თის წი­ნა­შე ნამ­დვი­ლად არ ვარ დამ­ნა­შა­ვე, გთხოვთ, ამ ადა­მი­ა­ნებს შე­უც­ვა­ლეთ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა. მეტი არა­ფე­რი მინ­და“

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში “ვა­კის პარკში” მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ა­ზე პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. სხდო­მას ბრალ­დე­ბუ­ლე­ბიც ეს­წრე­ბი­ან.

შე­გახ­სე­ნებთ, ვა­კის პარკში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის საქ­მე­ზე 9 პირი და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბულ­თა შო­რის არი­ან კომ­პა­ნია “გრინ­სერ­ვის პლუ­სის” ხელ­მძღვა­ნე­ლი ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძე და თბი­ლი­სის მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ვახ­ტან­გაშ­ვი­ლი.

ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძეს გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 220-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით და 362-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ და­ნა­შა­უ­ლებს ედა­ვე­ბა, რაც გუ­ლის­ხმობს გულ­გრი­ლო­ბას, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია. მას ასე­ვე ედა­ვე­ბი­ან ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლი­სის მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ვახ­ტან­გაშ­ვილს, მას ბრა­ლად სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 342-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი ედე­ბა, რაც სამ­სა­ხუ­რებ­რივ გულ­გრი­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

ასე­ვე, და­კა­ვე­ბუ­ლია შპს “გრინ­სერ­ვის+“-ის საქ­მის მწარ­მო­ე­ბე­ლი – ბ.მ. და შპს “ნიუ მე­ტალ დი­ზა­ი­ნის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი – ლ.ჭ. მათ, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 220-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას ედა­ვე­ბი­ან, რაც გუ­ლის­ხმობს გულ­გრი­ლო­ბას, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია. “გრინ­სერ­ვის +“-ის კი­დევ ერთ თა­ნამ­შრო­მელს – დ.კ.-ს კი, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 25-362-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით ედე­ბა ბრა­ლი, რაც ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბა­ში წა­ქე­ზე­ბას გუ­ლის­ხმობს. და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან ასე­ვე, შპს “მშე­ნექ­სპერ­ტის“ დი­რექ­ტო­რი – ნ.ქ. და ამა­ვე კომ­პა­ნი­ის ინ­სპექ­ტო­რი – და­ვით თუ­შიშ­ვი­ლი. მათ სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 362-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას ედა­ვე­ბი­ან, რაც გუ­ლის­ხმობს ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბა-გა­სა­ღე­ბას. ასე­ვე, და­კა­ვე­ბუ­ლია 2 კერ­ძო ელექტრო­შემ­დუ­ღე­ბე­ლი – გ.გ. და ვ. გ. მათ ბრა­ლი ედე­ბათ სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2022 წლის 13 ოქ­ტომ­ბერს, ვა­კის პარკში, შად­რე­ვან­ში სამი ბავ­შვი ბურ­თის ამო­სა­ტა­ნად ჩა­ვი­და, რა დრო­საც მათ დენ­მა და­არ­ტყა. ბავ­შვე­ბი კლი­ნი­კა­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ გა­და­იყ­ვა­ნა. ერთ-ერთი ბავ­შვის, 13 წლის გო­გო­ნას, მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა თა­ვი­დან­ვე მძი­მე იყო და ის ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

 

 

რა იპოვა “ალიამ” ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეში? – ჟურნალისტური გამოძიება

თეგები: ვაკის პარკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

როცა იცი, ვის დაუსვა კითხვები, სწორ პასუხებსაც აუცილებლად მიიღებ – თიბისი, ბიზნესების მხარდასაჭერად, ახალ კამპანიას იწყებს
ახალი ამბები

როცა იცი, ვის დაუსვა კითხვები, სწორ პასუხებსაც აუცილებლად მიიღებ – თიბისი, ბიზნესების მხარდასაჭერად, ახალ კამპანიას იწყებს

15:16 12-03-2025
დადექი თიბისის დეკემბრის მარათონის სასტარტო ხაზზე თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

დადექი თიბისის დეკემბრის მარათონის სასტარტო ხაზზე თიბისის მობაილბანკში

14:58 12-03-2025
შერჩეული უნივერსიტეტების კაფეტერიებში ახალი თიბისი ბარათის შეთავაზების დასრულებამდე 1 თვე რჩება
ახალი ამბები

შერჩეული უნივერსიტეტების კაფეტერიებში ახალი თიბისი ბარათის შეთავაზების დასრულებამდე 1 თვე რჩება

18:47 12-02-2025
თიბისი საერთაშორისო ფორუმის – Global Banking & Markets CEE, Central Asia & Türkiye 2025 – სპონსორი იყო
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ფორუმის – Global Banking & Markets CEE, Central Asia & Türkiye 2025 – სპონსორი იყო

16:21 12-02-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved