• რეკლამა
  • კონტაქტი
18:42, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამიტომ ვარ კარგ ხასიათზე’ – ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
01:16 12-03-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
11,011

“ფედერალისტების”  თანადამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

თქვენი აზრით, რატომ იხუვლა ხალხმა ქუჩებში ევროინტეგრაციის გასაპროტესტებლად და რატომ არ იბერტყავდა ყურს პარტიების ხვეწნა-მუდარაზე, რომ გაყალბებული არჩევნები გაეპროტესტებინათ?

რატომ გაპარტახდა ცვლილების პერსპექტივა 26 ოქტომბრიდან 25 ნოემბრამდე?

და რატომ იძრა მიწა 28 ნოემბერს, როცა ევროპულ პერსპექტივას შეეხო რეჟიმი?

ამ თემაზე ლაივებში ბევრს ვლაპარაკობ და დავწერ კიდეც.

ასე უკეთ მიხვდებით, რომ ახირებული არ ვყოფილვარ, ფაიზაღი ვიყავი.

გახსოვთ ტვინი რომ გვქონდა წაღებული და ვამტკიცებდით, რომ ივანიშვილი არჩევნებს აუცილებლად გააყალბებდა და გაყალბებისგან მხოლოდ ორჯერ დიდი ელექტორალური უპირატესობა დაგვიცავდა?

გახსოვთ მანტრასავით რომ ვიმეორებდი – აუცილებლად გააყალბებს, და ამიტომ ორით ერთი უნდა მოვიგოთ, გააყალბებს და ამიტომ ორით ერთი უნდა მოვიგოთ, გატყუებთ ყველა ვინც გეუბნებათ, რომ გაყალბებისგან დაგიცავთ, თუ ორით ერთი არ მოვიგეთ…

ეს ყველაფერი თუ არ გახსოვთ, იოლად შეხსენებადია იმიტომ რომ არქივი არსებობს.

ამას იმიტომ ვამბობდი, რომ ავტორიტარული რეჟიმების ცვლილებას აქვს თავისი წესი.

ევროპულ მომავალს მხარს უჭერს ქართველების 80 პროცენტზე მეტი.

ოპოზიციას მხარს უჭერს ქართველების ნახევარი და ამის ნახევარზე მეტი ბიძინას წინააღმდეგ უჭერს მხარს – იძულებით აძლევს ხმას.

იმისთვის რომ პროცესმა ქუჩაში იხუვლოს, თემა, რის გამოც ხალხი ქუჩაში გამოდის, 80 პროცენტიანი მხარდაჭერით უნდა სარგებლობდეს.

იმისათვის, რომ ცვლილებების გამო ხალხმა ქუჩაში იხუვლოს, ცვლილებას მხარს უნდა უჭერდეს ორჯერ მეტი!

ორით ერთს უნდა უგებდეს ცვლილება სტატუსკვოს!

ამიტომ, აი ამიტომ ვიჭაჭებოდი სალომე ზურაბიშვილის წონის დამატებაზე პროცესში წინასაარჩევნოდ.

ამიტომ, აი ამიტომ მინდოდა რომ არჩევანი მაქსიმალურად, რაც შეიძლება მეტად ფართო ყოფილიყო რომ ორჯერ მეტ ამომრჩეველს ეპოვა თავისი თავი, თავისი ხმა და თავისი ინტერესები ცვლილებების პროცესში.

ამიტომ, აი ამიტომ ვანგრევდი და ვანგრევ ოპოზიციურ ოლიგარქიას რომელიც თავისუფალი კონკურენციის ხელოვნური შეზღუდვით ბოჭავს არჩევანს და თიშავს ამომრჩეველს პროცესიდან.

მოკლედ, აი ამიტომაა საჭირო ინკლუზიური, მაკონსოლიდირებელი პროცესი.

და ამიტომ ვხედავ პოტენციალს, რომ ცვლილების მხარდაჭერა 70-80 პროცენტამდე გაიზარდოს იმ ფართო, მაკონსოლიდირებელ პროცესში, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო.

ანუ ამიტომ ვარ კარგ ხასიათზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved