მოსკოვის მერიამ 31 იანვრის დილის 8 საათიდან დედაქალაქში გადაადგილების შეზღუდვის სპეციალური ზომები დააწესა. მიზეზი ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი არასანქცირებული აქციაა, რომელიც კვირას გაიმართება რუსეთის დედაქალაქსა და სხვადასხვა ქალაქებში.
მერიის განკარგულებით, დაიკეტება მეტროსადგურების “Александровский сад”, “Охотный ряд”, “Театральная”, “Площадь Революции”, “Кузнецкий мост”, “Лубянка” და “Китай-город”-ის შესასვლელები, ასევე აქციის მიმდებარე ტერიტორიებზე შეიზღუდება ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება და აიკრძალება ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა.
რუსეთის შსს-მ ასევე გაავრცელა განცხადება, რომ არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობისთვის მოქალაქეებს შესაძლოა სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ.
კომენტარები