• რეკლამა
  • კონტაქტი
02:37, ხუთშაბათი, 30 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“30 ჭრილობა ქონდა” მუმლაძის მკვლელობაში ბრალდებული გაათავისუფლეს

ალია ავტორი - ალია
16:57 07-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

გახმაურებული მკვლელობა რუსთავში – ზურაბ დადეშელის, იგივე დავით მუმლაძის მკვლელობაში ბრალდებული, რუსთავის სასამართლომ დღეს უდანაშაულოდ სცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლის გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა.


გიორგი ასათიანი, იგივე გიორგი შონია, დადეშელის გატაცებისა და მისი სასტიკი მკვლელობის უშუალო ორგანიზატორად სახელდებოდა.

მოსამართლის გადაწყვეტილების მოტოვი, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც დასაბუთებული გადაწყვეტილება გამოქვეყნდება.

შეგახსენებთ, მკვლელობა რუსთავში, 2019 წლის ოქტომბერში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით,
ზურაბ დადეშელი მისივე მეგობარმა სახლიდან მოტყუებით გაიყვანა და პოლიციელებს გადასცა.

მოგვიანებით, პოლიციის თანამშრომლებმა დადეშელი შონიასა და ბარბაქაძეს მიუყვანეს. რამდენიმე დღეში, კი, დადეშელის სასტიკად ნაწამები ცხედარი, მტკვარმა გამორიყა. დადეშელს 30 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

პროკურატურამ ამ საქმეზე განცხადება გაავრცელა, რასაც უცვლელად გთავაზობთ:

„რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ზ.ჯ.-ს, გ.გ.ს, დ.მ.-ს, მ.ღ.-ს და დ.დ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის და ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო სასამართლოს მიერ  გ.ა.-ს  მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს პროკურატურა აპელაციის წესით გაასაჩივრებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 1 ოქტომბერს, ქ. თბილისში, დ.მ. გ.გ.-მ მოტყუებით გამოიყვანა საცხოვრებელი ბინიდან და ავტომანქანით მიიყვანა ბრალდებულებთან წინასწარ შეთანხმებულ ადგილზე – გლდანის ტერიტორიაზე, სადაც პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა დ.მ-მ, მ.ღ.-მ და დ.დ.-მ მოახდინეს მისი დაკავების ინსცენირება, დაადეს ხელბორკილები, ავტომანქანით ჩაიყვანეს ქ. რუსთავში და შეთანხმებისამებრ შეპყრობილ მდგომარეობაში გადასცეს ზ.ჯ-ს და გ. ა.-ს, რომლებმაც დ.მ.-ს ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენეს მრავლობითი ჭრილობები, რამაც დ.მ.-ს გარდაცვალება გამოიწვია. აღნიშნულის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით ბრალდებულებმა გარდაცვლილის ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდეს. 
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული იყო 6 პირი. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ზ.ჯ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ პუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზება) და ამავე კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით) და სასჯელის სახით განუსაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, გ.გ დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 25,143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ პუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში დახმარება) და სასჯელის სახით განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, დ.მ. სასამართლომ დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ პუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და სასჯელის სახით განუსაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, მ.ღ. – საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ პუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და სასჯელის სახით განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დ.დ. – საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ პუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და სასჯელის სახით განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2019 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს, ხოლო ძებნილი ზ.ჯ. დაკავებული იქნა 2020 წლის 2 იანვარს. ექვსივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა პატიმრობა. 
საქართველოს პროკურატურა მიიჩნევს, რომ გ.ა.-სთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა – საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ პუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზება) და ამავე კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით) დადასტურებულია გამოძიების დროს გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობით. საქართველოს პროკურატურა რუსთავის საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული განაჩენის მიღების და გაცნობის შემდეგ,  გადაწყვეტილებას  სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა

13:01 10-29-2025
AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი

15:56 10-28-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved