• რეკლამა
  • კონტაქტი
07:10, სამშაბათი, 28 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“30-მდე მიაღწევს ეს კაცი? აჯანყების მომხრე ვარ!” – თაკო ჩარკვიანი

ალია ავტორი - ალია
02:53 10-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
105

დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გამართულ აქციაზე, ამბობს:

„ეს არის ერთ-ერთი სოლიდარობის აქცია. დღეს შევიტყვე, რომ პატიმარ სააკაშვილს ამოუქოლეს ფანჯრები. ამ ნიუანსს რომ ჩავუღრმავდეთ, ეს რას ნიშნავს და რა სილის გაწვნაა მოქალაქეებისა და საზოგადოებისთვის. რას გვიბედავენ უკვე, რომ მესამე პრეზიდენტს ამოუქოლონ ფანჯრები. ეს არის წამების ფორმა ჩვეულებრივ. არსებობს ათასგვარი ფობია. ფსიქოლოგიურად დათრგუნვა წამების ჩვეულებრივი ფორმაა.

30 რიცხვს მივჩერებივართ თითქოს ყველა. სინამდვილეში, რა გვიშლის ხელს პარალელურად ლოდინისა? ხალხო, ქვეყანა თავზე გვემხობა. „თალიბანს“ ხომ არ ველოდებით? გესმით, თქვენ ვიღაცა ხელმწიფეა კრეტინი, ხელმწიფეა სათავეში. სათავეში არის დუპლეტი და კრეტინი ხელისუფლება, რომელიც ბედავს, გვითხრას, რომ ჩვენ ამოგიქოლეთ თქვენ ფანჯრები. 21-ე საუკუნეში ჩვენ ვეგუებით, რომ პატიმარს, მესამე პრეზიდენტს ამოუქოლოს ვიღაც კრეტინმა ფეოდალმა ფანჯრები. არაფრით არ ვაპირებ ამას შევეგუო. მეკითხებიან, რას აპირებ? – ყველაფერს, რაც კი გამოუგონია კაცობრიობას. მე არ ვარ რადიკალი, რადიკალი არის ვინც კონსტიტუციას არღვევს. მე არ ვარღვევ კონსტიტუციას. კონსტიტუციური უფლების გამოყენებას ვაპირებ. აჯანყების გარეშე არ წავა ეს კრეტინი ფეოდალი. არ წავა ეს პატარა ტანის ხელმწიფე. არ წავა არაფრით. „პატარა ტანის ხელმწიფეობაში“ მის სიმაღლეს არ ვგულისხმობ, „პატარა კაცობას“ ვგულისხმობ.

აჯანყება მრავალათასიან ტალღას გულისხმობს, მოედანზე დარჩენით, ჩანაცვლებით, იქ ყოფნით. არ არის სავალდებულო, რომ იქ ვიღაცამ შიმშილი გამოაცხადოს. ამ ყველაფრის მომხრე მე ადრე ვიყავი. ვემორჩილები იმ შეთანხმებას. უმრავლესობა თავის გადაწყვეტილებებს იღებს, მაგრამ რავიცი, 30-მდე მიაღწევს ეს ადამიანი? ახლა, უკვე იმაზეა საუბარი ხალხო, რომ არ ამოუქოლონ ფანჯრები, გადაიყვანონ მულტიპროფილურ კლინიკაში. არაფერ შუაში აღარ არის აქ უკვე პრეზიდენტის, ერთი პიროვნების შიმშილი. ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ შეურაცხყოფილები, რომ ამას ვიღაც ბედავს სათავეში. ხან გვეუბნება, რომ წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთო. რომ გადმოვთარგმნოთ არაიურიდიულ ენაზე, ეს არის ლინჩი. ვიღაც ტიპი გამოდის, პრემიერი და ემუქრება პატიმარს – „შენ წესიერად მოიქეცი, თორე დავამატებთ წლებს“. ეს ნიშნავს, რომ მას აქვს მორგებული ტანზე სასამართლო, ის არის მოსამართლე, ის არის პროკურორი, ყველაფერი ის არის…

მე, თამარ ჩარკვიანი ვარ მომხრე, რომ საქართველოში მოხდეს კონსტიტუციური აჯანყება, რომელიც კონვენციით ჩვენი მონიჭებული უფლებაა. პირდაპირ წერია, კონსტიტუციით ჩვენ გვაქვს ამის უფლება, ჯანყის უფლება. ჯანყის უფლებას აქვს სხვადასხვა ფორმა. ეს ძირითადად ითვალისწინებს დიდ ტალღას, რომელიც შემდეგ გადადის მორიგეობაში. ოპოზიციაში ვიყავი და მახსოვს საკნები, საკნები რუსთაველზე ძალიან დიდხანს, სამი თვე. მაშინ რა ერქვა ამას? ამ ტიპის აჯანყებას ვგულისხმობ. როდესაც კორუფციაა, ჩემი შვილების თაობას ართმევენ სწავლის ფულს, საჭმლის ფულს, პოლიტიკოსებს მიაქვთ ჩვენი თანხა, ჩვენი ნაშრომი. ამიტომ, უნდა ავჯანყდეთ. მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ პრეზიდენტია, არამედ იმიტომ, რომ სამართალი არ არსებობს და პრეზიდენტის გასამართლება უნდა იმ სამარცხვინო მართლმსაჯულებას, რომელიც ჯიბეში აქვს ჩადებული ღარიბაშვილ-ივანიშვილს. როდესაც შენ კარგავ იმედს, შენ აღარ გაქვს არც მართლმსაჯულება, ვერც კოვიდს მართავენ, შენი თანხები მიაქვთ, შენი მოხუცის სიბერე მიაქვთ, შენი ახალგაზრდის მომავალი მიაქვთ, მაშინ, უნდა თქვა შენ სიტყვა. ამ სიტყვას ყოველთვის ამბობს ხალხის ტალღა. 30 ათასი კაცის შემდეგ სპეცრაზმის გამოყვანასაც აზრი არ აქვს და ეს გაგვიჭირდა ჩვენ? ღირსებააყრილი ვართ, თუ მართლა არ შიათ ადამიანებს? ხომ ვნახეთ, რამდენი ადამიანი შეიძლება, გამოვიდეს გაბრაზებული. ხოდა, გამოვიდეთ, დავრჩეთ ვიმორიგეოთ. იქნებ, ვეღირსოთ ნორმალურ, რეფორმირებულ მართლმსაჯულებას“

თეგები: თაკო ჩარკვიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ

17:29 07-27-2026
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
ახალი ამბები

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი

13:50 07-27-2026
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved