• რეკლამა
  • კონტაქტი
03:20, სამშაბათი, 20 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ალია ავტორი - ალია
10:25 05-30-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,466

ვერძი

ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება ყველასთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, მუშაობის დროს ზედმეტი გულმოდგინება არ გამოიჩინოთ, რადგან მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაჭრელად ძალა არ გეყოფათ.

კურო

ამ ნიშნის ბევრ წარმომადგენელს პირად ურთიერთობებში კრიზისი აქვს და დროა, სიტუაციის შეცვლაზე იზრუნოთ. ეცადეთ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას ცოტაოდენი რომანტიკა დაამატოთ და საყვარელი ადამიანი უფრო ხშირად გააბედნიეროთ.

ტყუპები

დროა, წუწუნიდან მოქმედებაზე გადახვიდეთ და თქვენთვის შესაფერისი დიეტა და ვარჯიში შეარჩიოთ ან საღამოობით დივანზე წოლის ნაცვლად, სასეირნოდ ან საცურაოდ წავიდეთ? სასურველია მასაჟზე ან კოსმეტოლოგთან წასვლა დაგეგმოთ. სასიამოვნო პროცედურები ენერგიის აღდგენასა და ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

ვარსკვლავები შანსს გაძლევთ, რომ ურთიერთობა აღადგინოთ ადამიანებთან, ვინც ოდესღაც საკუთარი ცხოვრებიდან გაუშვით. უთანხმოების მიზეზი უკვე დავიწყებულია, ამიტომ შეეცადეთ, ყველაფერი „სუფთა ფურცლიდან“ დაიწყოთ. გირჩევთ, სამსახურში აუჩქარებლად იმუშაოთ, საქმეს თანმიმდევრულად მიჰყვეთ და შესრულებული სამუშაო შეამოწმოთ, რათა შეცდომა არ გაგეპაროთ.

ლომი

თქვენ ირგვლივ უამრავი ადამიანია, ვისაც დახმარება სჭირდება. მეგობრებთან შეხვედრა და გულწრფელი საუბარი სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ და ენერგიით აგავსებთ. ეცადეთ, კონფლიქტები როგორც სახლში, ისე სამსახურში თავიდან აიცილოთ.

ქალწული

ეცადეთ, გარშემო მყოფთა კრიტიკულ შენიშვნებს „ორი ყურის პრინციპით“ უპასუხოთ და საკუთარი საქმე ჩუმად გააგრძელოთ. ხელსაყრელი დროა სამომავლოდ გადადებული საქმეების დასრულებისთვის, მით უმეტეს, რომ ენერგიით სავსე ხართ და აქტიური მოქმედების სურვილით იწვით.

სასწორი

მოსალოდნელია ნაცნობობა, რომელიც შესაძლებელია მეგობრობაში ან სიყვარულში გადაიზარდოს. ყურადღება მიაქციეთ ადამიანს, რომელიც თქვენთან ახლოს ცხოვრობს ან მუშაობს. ირგვლივ ბევრი საინტერესო ადამიანია, რომელსაც შეუძლია თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.

მორიელი

ბევრს ოცნებობთ და ძალიან ცოტას აკეთებთ იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიოთ, თუმცა იცით, რომ შედეგის მოტანა მხოლოდ თქვენს ძალისხმევას შეუძლია. ოთხ კედელში ნუ გაჩერდებით, ახალ ადგილებს ეწვიეთ და საინტერესო ადამიანებს დაუკავშირდით – ზოგიერთი მათგანი მომავალში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

საყვარელი ადამიანები იმსახურებენ, რომ მათთან ურთიერთობაში პირდაპირი და გულწრფელი იყოთ. უმჯობესია ყურადღება სამუშაოზე გადაიტანოთ და მენეჯმენტის მითითებები შეასრულოთ. უსარგებლო საქმეებზე დროს ნუ დაკარგავთ. ამით დროსაც დაზოგავთ და უსიამოვნებებსაც თავიდან აიცილებთ.

თხის რქა

ემოციები მუშაობაში და დასვენებაში ხელს გიშლით, მაგრამ ვნებებთან გამკლავება გიჭირთ. იქნებ დროა, ფსიქოლოგს მიმართოთ? შუა დღეს შეიძლება ენერგიის დონემ მკვეთრად დაიკლოს და დაწყებული საქმეების დასრულება გაგიჭირდეთ. არ ინერვიულოთ, საღამოს სიტუაცია გამოსწორდება.

მერწყული

ამ დღეს ბევრი საქმის დასრულებას შეძლებთ და მენეჯმენტი თქვენი აქტიურობით კმაყოფილი დარჩება. არსებობს შანსი, რომ ახალ პროექტს განდობენ ან საპასუხისმგებლო მივლინებაში გაგზავნიან. კარგი იქნება თუ დაძაბულობას პოზიტიური განწყობით, იუმორით და კომპლიმენტებით განმუხტავთ. ეს ურთიერთობის გაღრმავებაში და შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ.

თევზები

თქვენს ცხოვრებაში იმდენი სტრესული სიტუაციაა, ძალების აღდგენა გჭირდებათ. შეწყვიტეთ სახლში მუშაობა, გათიშეთ ტელეფონი და კოლეგების ზარებს ნუ უპასუხებთ. დაე სამყარომ მოიცადოს, სანამ ისვენებთ. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ ყველა დაწყებული საქმე სასურველი შედეგით დასრულდება, თუმცა პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია სირთულეები.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია
ახალი ამბები

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია

17:19 10-19-2026
თიბისი ემიგრანტებისთვის –
ახალი ამბები

თიბისი ემიგრანტებისთვის –

14:03 10-19-2026
სილქფესტის შეთავაზება: ულიმიტო ინტერნეტი, ულიმიტო სასაუბრო წუთები, დიდი მოცულობის პირობები სააქციო ფასად
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზება: ულიმიტო ინტერნეტი, ულიმიტო სასაუბრო წუთები, დიდი მოცულობის პირობები სააქციო ფასად

11:14 10-19-2026
თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

20:25 10-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved