კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ–ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია:
ნანა ყეინიშვილი დაუჭერიათ თუ იჭერენ. გამაოგნებელი ქალი, კორუფციის და უცოდინრობის განსახიერება.
ხოდა, ეგ გაუგებრობა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობაზე გიორგი ბაქრაძის კონკურენტი იყო. აი, ყველაზე ჭკვიან კაცად რომ ითვლება, იმისი. ითვლება რა, მართლა არის, თან წესიერებითაც გამორჩეული.ხოდა, 3 წლის წინ, ქოცებმა ნანა ყეინიშვილი ამჯობინეს გიორგი ბაქრაძეს და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად სწორედ ის აირჩიეს, და არა ბაქრაძე.
ჭირი აქა, ლხინი იქა. ნანა კიდევ – ციხეში.











კომენტარები