• რეკლამა
  • კონტაქტი
22:55, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

3 წლის წინ მოვკვდი – არსად დავდივარ, მეშინია, პოლიციამ არ გამაჩეროს – უცნაური ისტორია საფრანგეთიდან

ალია ავტორი - ალია
19:57 02-04-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

მე მკვდრად გამომაცხადეს, ეს არის ჩემი პრობლემა, აცხადებს 58 წლის ფრანგი ქალბატონი, ლიონის მახლობლად მცხოვრები, 58 წლის ჟანა პუშენი. ამ შეცდეომის გამო, მას მართლაც უამრავი პრობლემა ექმნება – მისი პირადობის მოწმობა, სოციალური დაზღვევის ნომერი, მართვის მოწმობა გაუქმებულია, ხოლო დაზღვევის მოქმედება შეწყდა.

“მე მოვკვდი, მოვკვდი სასამართლოებისთვის, სახელმწიფო ორგანიზაციებისა და სტრუქტურებისთვის, მოვკვდი ყველასთვის. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მოჯადოებულ წრეში ვარ,” – აცხადებს ჟანა ადგილობრივ ტელეარხთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ჟანა პუშენი 3 წელია რაც “მოკვდა”.”არსად დავდივარ, რადგან მეშინია, რა მოხდება, თუ პოლიცია გამაჩერებს, ან რაიმე პრობლემა შემექმნება. საყიდლებზე ჩემი ქმარი დადის. არც მანქანის საჭესთან ვჯდები… საერთოდ, მოუთმენლად ველი როდის დამთავრდება მორიგი დღე,” – აცხადებს ის.

ჟანას პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც ყოფილმა თანამშრომელმა მას სასამაერთლოშ უჩივლა. ადრე პუშენი მცირე ფირმას ფლობდა და თანამშრომელი მისგან 20 წლის წინ გადაუხდელ კომპენსაციას ითხოვდა.

სასამართლო ამ საქმეს წლების მანძილზე აჯანჯლებდა, სანამ საბოლოოდ კომპენსაციის გადახდის გადაწყვეტილება რა მიიღო. მაგრამ… მოულოდნელად, განაჩენის აღსრულების შესახებ ოქმის შედგენისას სახელმწიფო მოხელეებმა “გაარკვიეს”, რომ ფირმის მფლობელი “გარდაიცვალა”. ამ “ფაქტის” გამო, 17 ათასი ევროს კომპენსაციის გადახდა ჟანას ქმარსა და შვილს დაეკისრა.

ჟანა აცხადებს, რომ არასდროს მიუღია სასამართლო უწყება, შესაბამისად არც იცოდა საქმის წარმოების შესახებ და დროულად ვერ მოახერხა ვერც განაჩენისა და ვერც “გარდაცვალებულის სტატუსის” გასაჩივრება. სწორედ მაშინ დაკარგა ძალა მისმა ყველა საბუთმა.

“ლიონის სასამართლოს გადაწყვეტილებით შევიტყვე, რომ “მკვდარი” ვარ… მოვიდნენ სასამართლოს აღმასრულებლები და მაცნობეს, რომ “ჟანა პუშენი გარდაცვლილია”. მათ ორი წერილი მოიტანეს, ჩემი ქმრისა და შვილის სახელზე. ამ წერილებში ეწერა, რომ მართლაც მოვკვდი,” – ყვება ჟანა.

სავარაუდოდ, ყოფილმა თანამშრომელმა, კომპენსაციის მიღების გასამარტივებლად, რაღაც ხერხით, ყოველგვარი რეალური დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე, სასამართლო დაარწმუნა რომ მისი დამქირავებელი, ჟანა პუშენი გარდაიცვალა. თუმცა, ვერავის შეუძლია გადაჭრით დაამტკიცოს თუ რა მოხდა რეალურად.

სამი წელია ჟანა ცდილობს ფრანგული ბიუროკრატიის წრის გარღვევას და იურიდიულ “მკვდრეთით აღდგომას”.გასულ კვირას გაიმართა სასამართლო განხილვა, სადაც ჟანას ადვოკატმა საფრანგეთის სასამართლო სისტემის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა, ფალსიფიცირებული დოკუმენტებით საქმის წარმოების გამო. მათ სურთ მიაღწიონ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლის თანახმადაც ჟანა მკვდარია.

“არც უფიქრიათ რეალურად შეემოწმებინათ, იყო თუ არა ჩემი კლიენტი გარდაცვლილი,” – აცხადებს ადვოკატი.

თავის მხრივ, დაცვის მხარე ცდილობს დაამტკიცოს, რომ ჟანამ თავი “მოიმკვდარუნა”, არ პასუხობდა სასამართლოს უწყებებს, რადგან ეგონა, რომ საქმის ოფიციალურ განხილვას ამ გზით თავს აარიდებდა.

თუმცა, რაც არ უნდა მოხდეს სასამართლოზე, ვინც არ უნდა იყოს მომხდარში დამნაშავე, ფაქტი ერთია – ჟანა ცოცხალია.

“უკვე პროგრესს მივაღწიე, ერთი უწყებიდან მივიღე შეტყობინება, რომ მე მკვდრებში აღარ ვწერივარ… თუმცა, ჯერჯერობით ცოცხლებშიც არ ვირიცხები. აღდგომის პროცესი მიმდინარეობს,” – ამბობს ჟანა პუშენი.

მასალა მომზადებულია BBC-ის სტატიაზე დაყრდნობით “ნიუპოსტის” მიერ.

თეგები: საფრანგეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved