• რეკლამა
  • კონტაქტი
15:06, ორშაბათი, 15 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

3 რამ, რაც ევროპას არ უხდება – პრემიერის გამოსვლა “ოცნების” დასკვნით ღონისძიებაზე

ალია ავტორი - ალია
20:38 10-23-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
458

საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე თბილისში:

მოგესალმებით ჩვენს მხარდამჭერებს საქართველოს ყველა კუთხიდან, ყველა რეგიონიდან, მოგესალმებით თბილისელებს.

არჩევნებამდე 3 დღით ადრე შევიკრიბეთ ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში, რათა კიდევ ერთხელ ყველას დავანახოთ, რომ ქართველი ხალხი ირჩევს მშვიდობას, ღირსებას და თავისუფლებას.

ჩვენი საარჩევნო სლოგანია მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ.

ღირსება არის მთავარი სიკეთე, რომელიც ადამიანს თავისუფალ და ძლიერ პიროვნებად აქცევს. ეს იცოდნენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმაც და სწორედ ამიტომ, ადამიანის ღირსება იყო ის, რასაც ისინი ყველაზე აგრესიულად ებრძოდნენ. მათ იცოდნენ, რომ ღირსებაშელახული ადამიანი და ხალხი ყველაზე ადვილი სამართავია. ისინი აპატიმრებდნენ  ადამიანებს, აწამებდნენ და კლავდნენ პატიმრებს, ქუჩაში კლავდნენ ახალგაზრდებს, ძარცვავდნენ ბიზნესებს, იტაცებდნენ ტელევიზიებს, აყალბებდნენ არჩევნებს. მათ დაიწყეს ომი, რომელსაც 400-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, რომელმაც 30 ათასზე მეტი ადამიანი დევნილად აქცია და ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი დაგვაკარგვინა. შემდეგ, მათ წაგებული ომი სახალხოდ იზეიმეს და ქართულ ჯარს ომის დანაშაულის ჩადენა დააბრალეს. ამით, ისინი თითოეული ჩვენგანის და ჩვენი ქვეყნის ღირსებას შეეხნენ.

მადლობა მინდა გადავუხადო ადამიანს, რომელმაც 2012 წელს ღირსება დაგვიბრუნა და სისხლიანი რეჟიმისგან გაგვათავისუფლა. მადლობა პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს.

მადლობა მას ასევე იმისათვის, რომ ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში მხოლოდ ღირსებით მივდიოდით ევროპისკენ. ღირსებით მივიღეთ ასოცირების შეთანხმება, ღირსებით მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია და ღირსებით მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. მომავალშიც მხოლოდ ღირსებით ვივლით წინ ევროკავშირისკენ.

ევროპას არ უხდება ის უსამართლობა, რომელსაც ევროკავშირის პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკებისგან ასე ხშირად ვისმენთ, ევროპას არ უხდება ქრისტიანული დოგმების უარყოფა, ევროპას არ უხდება ლგბტ-პროპაგანდა, ევროპას არ უხდება გაუმჭვირვალობა და სხვისი სუვერენიტეტის უპატივცემულობა.

2030 წლისთვის ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდებით მხოლოდ ღირსებით, ქრისტიანობის, ეკლესიისა და მორალის პატივისცემით, დამოუკიდებლობითა და სუვერენიტეტით. მხოლოდ ღირსებით ევროპისკენ – ეს არის პოლიტიკა, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა და ამისთვის მას კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო.

ჩვენ ვივლით ასევე მხოლოდ მშვიდობით ევროპისკენ. მშვიდობის გარეშე არ არსებობს არც განვითარება და არც ევროინტეგრაცია. გასული 4 წლის განმავლობაში, ჩვენ გავუძელით უმძიმეს ზეწოლასა და შანტაჟს და უდიდესი რისკების მიუხედავად, ქვეყანას მშვიდობა შევუნარჩუნეთ. ჩვენი ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია. ჩვენ საქართველოს შევუნარჩუნეთ 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა და ახლაც, სწორედ „ქართული ოცნებაა“ იმის ერთადერთი გარანტი, რომ ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას ყველა მიმართულებით.

ჩვენ ასევე ვივლით მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ. ჩვენი ოპონენტები ხშირად ცდილობენ საზოგადოებას ჩაუნერგონ არასწორი აზრი, რომ საქართველო მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა, რაც ევროკავშირში მიგვიღებენ. სინამდვილეში, ყველაფერი პირიქითაა – საქართველო მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მიიღონ ევროკავშირში, რაც მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდება.

გასული 12 წლის განმავლობაში, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა შთამბეჭდავი შედეგები ამ მიმართულებით. ჩვენ უკვე 28 მილიარდი ლარიდან 90 მილიარდ  ლარამდე გავზარდეთ საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა გასამმაგდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ქვეყნის ბიუჯეტი 8,5 მილიარდიდან 28 მილიარდამდე გავზარდეთ, გავანახევრეთ უმუშევრობა 2012 წლის შემდეგ, საშუალო ხელფასი, რომელიც იყო 712.5 ლარი გავზარდეთ 2,000 ლარამდე, სიღარიბე თითქმის 3-ჯერ შევამცირეთ 212 წლის შემდეგ და 680,000 ადამიანს სიღარიბის დაძლევაში დავეხმარეთ.

ჩვენი გეგმის მიხედვით, მომდევნო 4 წელიწადში, საქართველოს ეკონომიკა 130 მილიარდ ლარს მიაღწევს, ქვეყნის ბიუჯეტი 40 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, შევქმნით 200,000 ახალ სამუშაო ადგილს, საშუალო ხელფასი 3,500 ლარს მიაღწევს, ხოლო სიღარიბე 4 პროცენტიან მაჩვენებელს ჩამოცდება.

გასული 12 წლის მანძილზე, სახელმწიფოს მხარდაჭერით, შეიქმნა 700 ახალი საწარმო და  გადაიარაღდა 800 საწარმო. მომავალი 4 წლის განმავლობაში, ჩვენი მხარდაჭერით, დამატებით ასობით ახალი საწარმო შეიქმნება.

რამდენჯერმე გავზარდეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპი. ჩვენ ხშირად გვითქვამს, რომ წინა ხელისუფლებამ მთლიანობაში 68 კილომეტრი ავტობანი ააშენა მხოლოდ და მხოლოდ. ჩვენ 34 კილომეტრი და 22 კილომეტრი მხოლოდ გვირაბი და ხიდი ავაშენეთ ამ 12 წლის განმავლობაში. მთლიანობაში, უკვე ავაშენეთ 300 კილომეტრამდე ავტომაგისტრალი და ამ მიმართულებით, ქვეყნის სწრაფი განვითარება მომავალშიც გაგრძელდება.

მომავალი 4 წლის განმავლობაში, საქართველოში გაორმაგდება ელექტროენერგიის გამომუშავება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის კიდევ უფრო მეტად განვითარდება სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და ეკონომიკის სხვა დარგები. კიდევ უფრო მეტად განვითარდება რეგიონები. კიდევ უფრო განვითარდება და გალამაზდება თბილისი.

რამდენიმე წელიწადში თბილისს ექნება ახალი საერთაშორისო აეროპორტი და ახალი, სუპერთანამედროვე საფეხბურთო და სარაგბო სტადიონი.

თბილისში ავაშენებთ სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ ინფრასტრუქტურას, სადაც ქართველი სტუდენტები საუკეთესო გარემოში, ევროპული სტანდარტების განათლებას მიიღებენ და საკუთარი ინტერესების რეალიზებას შეძლებენ. ასევე მნიშვნელოვნად გაფართოვდება ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ჩვენ ვიწყებთ 2-მილიარდიან პროგრამას სპორტული ინფრასტრუქტურის განსავითარებლად.

ჩვენ უკვე დავიწყეთ ანაკლიის პორტის მშენებლობა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება.

კიდევ უფრო მეტად განვითარდება ჯანდაცვის სისტემა, გაფართოვდება მოსახლეობის სოციალური დაცვის პაკეტი, ყოველწლიურად გაიზრდება პენსიები ჩვენს ქვეყანაში.

ეს არის ის უმოკლესი გზა, რომელიც საქართველოში ევროპული სტანდარტების კეთილდღეობას შექმნის და საქართველოს არა მხოლოდ ევროპულ ოჯახში შეიყვანს, არამედ, რაც მთავარია, ევროპულ კეთილდღეობას საქართველოში შემოიტანს.

ამის ალტერნატივაა ავტორიტარიზმი, ომი და ეკონომიკის გაჩერება, რასაც რადიკალური ოპოზიცია გვპირდება. ჩვენი, ჭეშმარიტად ქართული და ჭეშმარიტად ევროპული გუნდის ალტერნატივაა სააკაშვილი, გვარამია, ხაზარაძე და გახარია, რომლებიც არა მხოლოდ უცხოელი აგენტები, არამედ ქართული კულტურისა და ღირსებისთვის სრულიად შეუფერებელი უსამშობლო ადამიანები არიან.

საკუთარ თავს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი რეფერენდუმი. აქ სასწორის ორ მხარეს დევს ომი და მშვიდობა, ამორალური პროპაგანდა და ტრადიციული ფასეულობები, სიძულვილი და სიყვარული, ბნელი წარსული და საქართველოს ნათელი მომავალი.

26 ოქტომბერს უნდა დავდგეთ ყველა ერთად და ყველას ხმამაღლა უნდა ვუთხრათ, რომ საქართველო ირჩევს მშვიდობას, ტრადიციულ ფასეულობებს და ჩვენი ულამაზესი ქვეყნის ნათელ და ევროპულ მომავალს. სიძულვილითა და მტრობით დანგრეულს ჩვენ სიყვარულით ავაშენებთ, ჩვენ სიყვარულით გავამთლიანებთ საქართველოს და სიყვარულით შევქმნით ერთიანი და დამოუკიდებელი საქართველოს ნათელ მომავალს.

26 ჩვენი დღეა და 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს ჩვენი სამშობლო საქართველო.

ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი!

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა
ახალი ამბები

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

13:12 09-12-2025
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს “ჯაზი და ღვინო კახეთი”

12:32 09-11-2025
მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად
ახალი ამბები

მოემზადე რთველისთვის გორგიასთან ერთად

21:19 09-10-2025
Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა
ახალი ამბები

Tester’s Day 2025 – თიბისის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართა

15:48 09-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved