• რეკლამა
  • კონტაქტი
08:28, ოთხშაბათი, 22 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

3 პირობა გახარიასგან – “მეორე მხარის მიზანი არ იყო შეთანხმების მიღწევა… სიხარბე, შავი პიარი”

ალია ავტორი - ალია
15:23 09-20-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
599

პარტია საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ შეთანხმება არ იყო ძლიერი საქართველოს რეალური მიზანი და მიზანი იყო ის, თუ ვის დაბრალდებოდა ამ შეთანხმების ჩაშლა. მან ასევე, ხარბი უწოდა იმ გუნდს, ვისთან მოლაპარაკებაც ჰქონდა. თუმცა, მან მადლობა გადაუხადა როგორც პრეზიდენტს, ასევე მამუკა ხაზარაძეს.

“ჩემი მხრიდან ნეიტრალური პლატფორმის საკითხის დათმობამ მეორე მხარის სიხარბე წაახალისა, რამაც პროცესი საბოლოოდ შეიყვანა ჩიხში. გუშინ დაწყებულმა შავმა პიარმა კიდევ ერთხელ ნათელი გახადა, რომ მიზანი გახლდათ არა შეთანხმენის მიღწევა, არამედ ის თუ ვის დაბრალდებოდა შეთანხმების ჩაშლა. წერტილი დავსვი მე. წერტილი დავსვი იმიტომ რომ მიზანი გადამერჩინა – ჩვენი ორი გუნდის სამომავლო შესაძლო სამართლიანი ეფექტური თანამშრომლობის პერსპექტივა, როგორც ქვეყანაში პოლარიზაციის და ორპლოუსიანობის დაძლევის. ხაზარაძე არ დათანხმდა ნეიტრალურ პლატფორმას, გადაწყვეტილების მიღების პარიტეტულ პრინციპს, კოალიციის დაუშვებლობის პრინციპს არა მხოლოდ ოცნებასთან არამედ ნაციონალურ მოძრაობასთანაც. ჩვენ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უარი ვთქვით ყველაფერზე, პარტიაზე და პარტიულ ნომერზეც, რამაც საპასუხო კომპრომისის ნაცვლად კიდევ უფრო მეტი მადა აღუძრა მეორე მხარეს და საბოლოოდ ააცილა მიზანს.” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პარტია საქართველოსთვსი ლიდერის თქმით, ისინი კვლავ მზად არიან შეთანხმებისთვის, ოღონდ საკუთარი პირობებით:

“ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ მზაობას შემდეგი პრინციპებით:

ნეიტრალური პლატფორმა,

გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი პარიტეტულ პრინციპი,

კოალიციის დაუშვებლობა როგორც ოცნებასთან, ასევე ნაციონალურ მოძრაობასთან.

მე მადლობას ვუხდი პრეზიდენტს და მამუკა ხაზარაძეს, მე ყველაფერს გავაკეთებ რომ ამჟამინდელმა პროცესმა იმედგაცრუება არ გამოიწვიოს და ამ მოლაპარაკებების საბოლოო მიზანს რასაც პოლრიზაციის დაძლევა წარმოადგენს ყველა ერთად მივაღწევთ.” – აღნიშნა გახარიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე

16:13 10-21-2025
21 ოქტომბრიდან ექსპრეს ლომბარდში ოქროს შეფასება გაიზარდა: მიიღე მეტი თანხა შენი ძვირფასი ნივთის სანაცვლოდ!
ახალი ამბები

21 ოქტომბრიდან ექსპრეს ლომბარდში ოქროს შეფასება გაიზარდა: მიიღე მეტი თანხა შენი ძვირფასი ნივთის სანაცვლოდ!

16:05 10-21-2025
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, უზბეკეთში მასშტაბური ბიზნესკონფრენცია გაიმართა – როგორია მონაწილეთა შთაბეჭდილებები
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, უზბეკეთში მასშტაბური ბიზნესკონფრენცია გაიმართა – როგორია მონაწილეთა შთაბეჭდილებები

13:50 10-21-2025
თიბისის მხარდაჭერით განახლებული ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი იხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით განახლებული ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი იხსნება

10:47 10-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved