ლევან ხაბეიშვილმა დღეს სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვით ისარგებლა, რა დროსაც, მიმართა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძესაც:
3 საათი გაგრძელდა ჩემი სისხლის სამართლის საქმე, მთელი 9 თვე ციხეში ვარ იმიტომ, რომ 3 საათი იყო ჩემი პროცესი. აგერ არის პროკურორი და თუ სხვანაირად იყო შემისწოროს. ადმინისტრაციული დავები გრძელდება ხოლმე 3 და 4 საათი.
საბოლოო ჯამში, 9 თვის თავზე რა აღმოჩნდა, ყველამ ნახა. ჩემი საქმე ალბათ, 10 გვერდი იქნება თავი ბოლო, რადგან 3 მოწმე ჰყავდათ გამოძახებული, მოწმე არ არსებობს 3 გამოძახებული ადამიანი ჰყავდათ, იქიდან ორი არ მოიყვანეს. 9 თვე ციხეში იმიტომ ვიყავი, რომ მათზე ზეწოლა არ მომეხდინა და საბოლოო ჯამში, არ მოიყვანეს.
საქმეში ჩემი საჯარო განცხადებების გარდა არაფერი დევს, ბატონმა პროკურორმა 6 ვიდეო გვაჩვენა, 10 წუთის ვიდეო იყო თავი ბოლო.
სხვათა შორის, ის რომ ამ 9 თვის განმავლობაში პროკურორი არ ჩანდა საჯაროდ და განცხადებებს არ აკეთებდა, მე მგონი, ეს ბევრის მიმანიშნებელია, ყველა საქმეზე ლაპარაკობენ ხოლმე საჯაროდ, პატივცემულის საჯარო განცხადება არ მინახავს, რომ პოზიცია დაეცვა.
ამ საქმეში არ არის დაზარალებული, არ არის ობიექტი, არ არის ობიექტი, ვისაც გადავცემდი, არ არსებობს სიკეთე რომელსაც მივიღებდი. როცა ადამიანს სამოხელეო დანაშაულს ედავებიან, თურმე, ვიღაცას რაღაცას ვთავაზობდი, სიკეთე, რომელსაც მივიღებდი, ბუნებაში არ არსებობს, ან მატერიალური სიკეთე ან კეთილდღეობა.
ერთ რამეზე ვფიქრობდი, პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო? არაფერი მაქვს ასაღიარებელი, საჯარო განცხადებები იყო ჩემი და არაფერია იმის იქით. ფარულად, მალულად რამის გაკეთებას, დაშავებას არ მედავებიან. განსხვავება რა არის ჩვენს შორის, იმან ასე აღიქვა, აღქმების გამო პოლიტიკოსი უნდა იყოს ციხეში. ბევრს არ გავაგრძელებ, მირჩევნია, რაც შეიძლება სწრაფად, დაწყებიდან ვითხოვდი სწრაფი მართლმსაჯულება ყოფილიყო, და მაინც 9 თვემდე მოვედი, აგერ ვარ და გისმენთ”,- განაცხადა ხაბეიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას საქმეზე მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განაჩენს ხვალ გამოაცხადებს. სხდომა საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა ჩანიშნული.
ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.
ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.














კომენტარები