• რეკლამა
  • კონტაქტი
23:31, კვირა, 6 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

3 მოწმე და დოკუმენტი, რომელიც იმიტომ გასაიდუმლდა, რომ ჰოსპიტალის რეალურ მდგომარეობას ასახავდა

ალია ავტორი - ალია
16:10 01-15-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
682

თავდაცვის სამინისტროს გორის ჰოსპიტალის დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძის საქმეზე სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში, ამბობს: დღეს ჩვენება შალვა მაღლაკელიძემ მისცა.

 

ჩემი მხრიდან ბატონი ჯუანშერის მისამართით გაიგზავნა წერილი, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი ჰოსპიტალის საჭიროებები, მათ შორის – სამედიცინო ტექნიკის მიმართულებით. აღნიშნული ინფორმაცია ეფუძნებოდა საიდუმლო დოკუმენტს, სადაც დაფიქსირებული იყო მაღალტექნოლოგიური აპარატის აუცილებლობა.

ჩემი წერილის გაგზავნის შემდეგ თავდაცვის სამინისტროდან, შესყიდვების მიმართულებით, მივიღე ოფიციალური პასუხი, რომ პროცესი მიმდინარეობდა. დამატებით მოითხოვეს აპარატურის ტექნიკური პარამეტრები, რაც ჩემს მიერ სრულად იქნა მიწოდებული.

შემდგომ ეტაპზე ინვენტარის მოწოდება ნაწილ-ნაწილ განხორციელდა. დღემდე შემიძლია დავადასტურო, რომ აღნიშნული აპარატურა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით იქნა მიწოდებული და ამ ეტაპამდე გამართულად ფუნქციონირებს. მისი სრულყოფილი დამონტაჟება გარკვეულ დროს საჭიროებს.

მე არ მაქვს ინფორმაცია, თუ რატომ მიიღო ხელშეკრულებამ საიდუმლო სტატუსი. მე მინისტრს მივმართე მხოლოდ ჰოსპიტალის საჭიროებებთან დაკავშირებით, ხოლო გადაწყვეტილება, რომ სამედიცინო ტექნოლოგიური აპარატის შესყიდვა საიდუმლო ყოფილიყო, თავად უწყებამ მიიღო. ჩემს მიერ გაგზავნილი წერილი საიდუმლო გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ მასში აღწერილი იყო ჰოსპიტალში არსებული რეალური მდგომარეობა”, – განაცხადა სასამართლოზე შალვა მაღლაკელიძემ.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, დაკითხული მოწმეების ჩვენებების შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმაც.

ერთ-ერთი მოწმე იყო უშუალოდ შესყიდვების პროცესში ჩართული და შესაბამისად, პირდაპირ განმარტავდა, რომ ამ  ყველაფერზე გადაწყვეტილებებს იღებდნენ საბოლოო ჯამში ვლადიმერ ღუდუშაური და გიორგი ხაინდრავა. შემდეგმა მოწმემ განმარტა, რომ ამ ყველაფერში იმ კომპანიის წარმომადგენელმა კონკრეტულად ერთ-ერთი ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროსთან, დაადასტურა, რომ ამ ყველაფერში ჩართული იყო ფორმალურად ჩართული და მიუხედავად იმისა, რომ მან გააფორმა თავდაცვის სამინისტროსთან ეს ხელშეკრულება, უშუალოდ მას არ შეუსყიდია და არ მიუწოდებია, არამედ სხვა კომპანიები ახორციელებდნენ მის ნაცვლად. 

რაც შეეხება მესამე მოწმეს, უშუალოდ თავდაცვის სამინისტროსთვის მიწერილ წერილს რაც შეეხება, იმ ჰოსპიტალის დირექტორს, რომლისთვისაც შეძენილი იყო ეს ინვენტარი, მან განმარტა, რომ მან მიაწოდა ჯუანშერ ბურჭულაძეს ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო ჰოსპიტალის საჭიროებებიდან გამომდინარე. ვინაიდან ეს საჭიროებები იყო და შეიცავდა საიდუმლო ინფრომაციას, მან განმარტა, რომ ეს ყველაფერი მიწოდებულ იქნა საიდუმლო სახით, შემდეგ უკვე შესყიდვა რატომ განხორციელდა საიდუმლოდ, განმარტა, რომ მას ამის შესახებ ინფრომაცია არ აქვს. 

ვადებზე იყო საუბარი, ვინაიდან კატეს აპარატს უნდა დახვედროდა მომზადებული ოთახი, თუმცა თავდაცვის სამინისტროს სხვა დანაყოფს უნდა უზურნველყო ამ ოთახის მომზადება, ვინაიდან არ დახვდა და არ იყო მომზადებული,  მიუხედავად იმისა, რომ ამ ჰოსპიტალს ესაჭირეობოდა ეს აპარატი, მოხდა წელიწადნახევრის შემდეგ მსიი დამონტაჟება, რაც ქმნიდა მისი გაფუჭებსი ხარისხს და ფაქტობრივად ეს კატეს აპარატი შეძენილი იქნა რამდენიმე მილიონად, თუმცა ეს მილიონები შეიძლებოდა ჩაქრილიყო წყალში, იმის გამო, რომ ვერ უზრუნვეყვეს სათანადო ოთახის დახვედრება”, – ამბობს პროკურორი.

შეგახსენებთ, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება
ახალი ამბები

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება

13:18 09-06-2026
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved