• რეკლამა
  • კონტაქტი
01:04, პარასკევი, 19 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

3 ლარი საბანკო ანგარიშზე – რა ქონებას ფლობს პარლამენტში მეექვსედ შესული გუბაზ სანიკიძე?

ალია ავტორი - ალია
23:18 06-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
109

ისე არ აღ­მოჩ­ნდეს, რომ სხვე­ბი შე­ვიდ­ნენ პარ­ლა­მენ­ტში და მე გა­რეთ დავ­რჩე“, – გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძის გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში ნათ­ქვა­მი ეს ფრა­ზა ლა­მის ფრთი­ან გა­მო­ნათ­ქვა­მად იქცა.

პარ­ლა­მენ­ტში სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა შე­ვი­და.

ყვე­ლა­ზე ბო­ლოს, 8 ივ­ნისს, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში შევიდნენ “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ გარ­შე­მო შექ­მნი­ლი ბლო­კის (“ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა – გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია “ძალა ერ­თო­ბა­შია“) დე­პუ­ტა­ტებ­ი, მათ შო­რის გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძე­ც.

სხვა­დას­ხვა დროს გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძე სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში წარ­მო­ად­გენ­და:

  • ბლოკს “მრგვა­ლი მა­გი­და – თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ (14-11-1990 – 04-11-1992);
  • ბლოკს “სა­ქარ­თვე­ლოს აღორ­ძი­ნე­ბა“ (20-11-1999 – 22-04-2004);
  • “გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ოპო­ზი­ცი­ას (ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭო, მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბი)“ (07-06-2008 – 20-06-2008);
  • გა­ერ­თი­ა­ნე­ბას “ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი – ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ (21-10-2012 – 18-11-2016);
  • ახლა კი წარ­მო­ად­გენს ბლოკს “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა – გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია “ძალა ერ­თო­ბა­შია“.

რაც შე­ე­ხე­ბა მრა­ვალ­გზის დე­პუ­ტა­ტის ქო­ნე­ბას, ბო­ლოს გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია ა.წ. 11 თე­ბერ­ვალს შე­ავ­სო.

ბა­ტონ გუ­ბაზს ჰყავს მე­უღ­ლე – 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ირმა სა­ნი­კი­ძე და ქალ-ვაჟი: 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლე­ვა­ნი და 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნინო.

ლე­ვან სა­ნი­კი­ძე

დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, პარ­ლა­მენ­ტა­რის სა­კუთ­რე­ბა­შია 150 კვ.მ ფარ­თო­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჭყვიშ­ში, რომ­ლის შე­ძე­ნის თა­რი­ღად მი­თი­თე­ბუ­ლია 2017 წელი, ფორ­მად – სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა, ხოლო ფა­სად – 45000 ლარი.

გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძე ამა­ვე სო­ფელ­ში ფლობს 2008 წელს შე­ძე­ნილ 60000 კვ.მ ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვეთს, რო­მელ­შიც გა­და­უხ­დია 2500 ლარი და რო­გორც ირ­კვე­ვა, მას­ზე ვე­ნა­ხიც გა­უ­შე­ნე­ბია.

მისი მე­უღ­ლის, ირმა სა­ნი­კი­ძის სა­ხელ­ზეა გა­ფორ­მე­ბუ­ლი 150 კვ.მ ფარ­თო­ბის ბინა თბი­ლის­ში, ცინ­ცა­ძის ქუ­ჩა­ზე, რო­მე­ლიც 2011 წელს შე­უ­ძე­ნი­ათ და მას­ში გა­დახ­დი­ლია 250 000 ლარი.

გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძეს მი­თი­თე­ბუ­ლი აქვს, რომ ფლობს მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბულ იშ­ვი­ა­თი გა­მო­ცე­მე­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კას და 2017 წელს შე­ძე­ნილ Land Rover Discovery 2003-ს, რო­მელ­შიც გა­დახ­დი­ლია 7000 დო­ლა­რი.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში, მისი ქა­ლიშ­ვი­ლის, ნი­ნოს “თი–ბი–სი ბან­კის” ან­გა­რიშ­ზე ირი­ცხე­ბო­და 2725 დო­ლა­რის ანა­ბა­რი.

ლე­ვან სა­ნი­კი­ძეს მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე ერი­ცხე­ბო­და 3000 დო­ლა­რი, ირმა სა­ნი­კი­ძის სა­ხელ­ზე გახ­სნილ ანა­ბარ­ზე კი ირი­ცხე­ბო­და – 375 დო­ლა­რი.

ხოლო თვი­თონ გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძეს “ლი­ბერ­თი ბან­კის” სა­პენ­სიო ან­გა­რიშ­ზე მხო­ლო 3 ლარი ჰქონ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბულ შე­მო­სა­ვალს, გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი წევ­რის პენ­სი­ის სა­ხით მი­ი­ღო 6720 ლარი, ხოლო სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცი­ით – 50 000 ლარი. 

წყა­რო – ამბები

თეგები: გუბაზ სანიკიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს  ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო

16:14 12-18-2025
თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი ტაშკენტის საფონდო ბირჟის წევრი გახდა

15:41 12-18-2025
მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში
ახალი ამბები

მოემზადე საახალწლოდ თიბისის ერთგული ბარათით და დაზოგე ყველაზე ხარჯიან პერიოდში

13:34 12-18-2025
“გამარჯვებას რა უნდა” – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

“გამარჯვებას რა უნდა” – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

12:39 12-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved