კასპის მუნიციპალიტეტში სოფელ გომში 27 წლის ახალგაზრდას ეძებენ, ინფორმაციას და ფოტოს „ინფორუსთავი“ ავრცელებს.
როგორც საინფორმაციო სააგენტოს ოჯახის წევრმა განუცხადა, სამი დღის წინ ახალგაზრდა ბიჭი ბოლოს მისმა დამ ნახა. “გავიდა სახლიდან, ეცვა შავი პერანგი წითელი ზოლებით, სავარაუდოდ შარვალი და თავზე ეფარა კრემისფერი პანამა თუ ვინმეს სადმე შეგხვდათ ან თვალი მოკარით გთხოვთ დამიკავშირდეთ. ყველა დეტალს აქვს დიდი მნიშვნელობა 568245855“ – აცხადებს ოჯახის წევრი. მისივე თქმით, ახალგაზრდა ბიჭის საძიებო სამუშაოებში ჩართულები არიან სამართალდამცავები.
კომენტარები