• რეკლამა
  • კონტაქტი
03:28, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

28 წელი აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან და ,,ლელოს“ ინიციატივა ომის ვეტერანებისთვის

ალია ავტორი - ალია
20:01 08-14-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

დღეს აფხაზეთის ომიდან 28 წელი გავიდა. “ლელო საქართველოსთვის” ვეტერანთა საკითხის შესწავლას მნიშვნელოვნად მიიჩნევს და ინიციატივით გამოდის. „ლელოს“ ლიდერებმა – ლანა გალდავამ და საბა ბუაძემ ბრიფინგი გამართეს და აღნიშნეს, რომ ომის ვეტერანების საყოფაცხოვრებო სუბსიდია უნდა გახუთმაგდეს, ბიუჯეტის გათვალისწინებით. მათი თქმით, პირველ რიგში, გასათვალისწინებელია მათი განსაკუთრებული დამსახურება სახელმწიფოს და ყოველი ჩვენგანის წინაშე.

,,ლელო’’ ერთ-ერთი ლიდერი ლანა გალდავა გამოდის ინიციატივით, რომ ვეტერანებისთვის არსებული საყოფაცხოვრებო სუბსიდია – 22 ლარი, რომელიც ვერ უძლებს კრიტიკას, ბიუჯეტის გათვალისწინებით გახუთმაგდეს.

„ დაუბეგრავი ხელფასის ზღვარი 3000 ლარიდან გაიზარდოს 6000 ლარამდე, ხოლო შშმ პირებისთვის 6000 ლარიდან 9000
ლარამდე; დაიწყოს სამუშაო პროცესი ,,ვეტერანთა სახლების’’ იდეის დასამუშავებლად, რაც გულისხმობს საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი ვეტერანების სიცოცხლის ბოლომდე მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილებთან ერთად საცხოვრებლით დაკმაყოფილებას, რომელიც არ გულისხმობს საკუთრებაში გადაცემას; შემუშავდეს ჯანმრთელობის დაცვის სრულყოფილი სადაზღვევო – საოჯახო პაკეტი; ყველა ვეტერანი, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას, უნდა იყენებდეს უნივერსალურ ბარათს მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც აღმოფხვრის ქალაქის და სოფლის ვეტერანების მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომას,“-აცხადებს ლანა გალდავა.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის თქმით, ვეტერანებზე ზრუნვა სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად უნდა ვაქციოთ. ბუაძის თქმით, სიტყვა ვეტერანი დღეს სოციალურ სტატუსზე მიანიშნებს, ეს მიდგომა სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს და ქვეყნის წინაშე მათი დამსახურება დაფასდეს.
„ის 28 წელი, რომელიც დამანგრეველი მოვლენებიდან გავიდა, არის 28 წელი მშვიდობის გარეშე და ამაში მთავარი წვლილი, რა თქმა უნდა, ოკუპანტ ქვეყანას მიუძღვის. ჩვენ ვერ შევდგებით სრულყოფილ სახელმწიფოდ, სანამ სამშვიდობო პოლიტიკას არ ვაქცევთ შეუქცევად პროცესად. აუცილებელია დიალოგი იმისათვის, რომ ამ პრობლემის მოგვარება დაიწყოს. ასევე, ვერ შევდგებით სრულფასოვან და ღირსეულ საზოგადოებად, თუ ამ ქვეყანაში სიტყვა ვეტერანი არ იქნება დაფასებისა და ღირსების საზომი. დღეს, სამწუხაროდ, ვეტერანი არის სოციალური სტატუსი და არა იმ დამსახურების მიმანიშნებელი, რომელიც მათ გაწიეს ჩვენი ქვეყნისთვის საკუთარი სიცოცხლის ფასად,“- აცხადებს საბა ბუაძე.

თეგები: ლელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved