• რეკლამა
  • კონტაქტი
09:05, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“28-ში, ყველა, რუსთაველზე!”- ლანა ღოღობერიძე

ალია ავტორი - ალია
15:13 11-27-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,029
კინორეჟისორი, ლანა ღოღობერიძე:
მსოფლიოს ისტორია სავსეა სიმბოლური თარიღებით. 28 ნოემბერი ერთი ასეთი თარიღია. სწორედ ამ დღეს, ერთი წლის წინ, რეჟიმმა, ხალხთან შეთანხმების გარეშე და მისი ნების საწინააღმდეგოდ, გამოგვიცხადა, რომ ის იცვლის გეზს და თვითნებურად აჩერებს ქვეყნის თავისუფალი ერების კავშირისკენ მიმავალ გზას. ამას მოყვა საზოგადოების სპონტანური და მძლავრი პროტესტი, რომელიც უკვე ერთი წელია გრძელდება. ეს პროტესტი უჩვეულოდ მრავალფეროვანია: რუსთაველზე დგომა, ქუჩის გადაკეტვა, სხვადასხვაგვარი მარშები, სიმღერით სვლა… მაგრამ ამ მრავალფეროვნებაში უცვლელია მთავარი: მუდმივობა, ანუ ყოველდღიურობა, და სულისკვეთება!
ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორიით გამყარებული სულისკვეთება!
ამ სულისკვეთებით არის გამსჭვალული ყველა ის პიროვნება, ვინც ყოველდღიურად გამოდის რუსთაველზე, ყველა პოლიტიკური თუ სინდისის პატიმარი, მათი მედგარი მშობლები… ყველა ის, ვისაც დიდი იდეისათვის ბრძოლაში სოლიდარობის უწმინდესი განცდა ამოძრავებს!
28 ნოემბერს კიდევ ერთხელ დავდგებით ერთად უფრო სუსტის დახმარების წყურვილით, თანადგომით და თანაგრძნობით გაერთიანებული ადამიანები!
სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის მზადმყოფი ადამიანები!
ამ განვლილმა, ბევრი მხრივ საბედისწერო წელმა ბევრი რამ გვაჩვენა. ვნახეთ ბევრი უსამართლობა, ხელისუფალთა სისასტიკე, ძალადობა… ასევე – წინააღმდეგობის მხრიდან დაშვებული შეცდომები, იქნებ ღალატიც კი… ხშირად მოძალებული სასოწარკვეთა…
და მაინც… მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან სულ აღარ გინდა სიცოცხლე… ყველაფრის მიღმა მაინც იკვეთება მთავარი და, საბოლოოდ, განმსაზღვრელი: ერის თავისუფლებისა და სამართლიანობის მიმართ ლტოლვა ცოცხალია! ერთმანეთისადმი თანადგომის კეთილშობილური ჟინი ცოცხალია!
და, თუ ეს ასეა, ასეთ საზოგადოებაში ვერ გაიმარჯვებს ვერც გულგრილობა, ვერც განზე დგომის ტენდენცია, ვერც კონფორმიზმი.
გუშინაც, თანამოაზრეთა ერთ შეკრებაზე, იმდენი იდეით დამუხტული ადამიანი ვნახე, იმდენი იმედით ანთებული თვალები…
და მე მჯერა, რომ ასეთები ბევრია ჩვენს გარშემო. უბრალოდ ყველა თავის თავსაც უნდა მოერიოს. ჩავკლათ ჩვენს თავში ჩვენი დემონები. მათში ერთერთი მთავარი და დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე – შიში. და კიდევ – არსებულ მდგომარეობასთან შეგუების ცთუნება.
გულით ვირწმუნოთ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
28-ში, ყველა, რუსთაველზე!
თავისუფალ, და სოლიდარობის იდეით გამსჭვალულ ადამიანთა გამარჯვება გარდაუვალია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved