• რეკლამა
  • კონტაქტი
20:16, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“28 ნოემბერს ვიკრიბებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან” – ლევან ჯობავა

ალია ავტორი - ალია
15:39 11-13-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,065
აქტივისტი, ლევან ჯობავა:
“28 ნოემბერს ერთი წელი გადის მას მერე, რაც ქართული ოცნების არალეგიტიმურმა, რუსულმა და უღირსმა რეჟიმმა, რომელიც საკუთარ ამომრჩეველს “ღირსებით ევროპისკენ” სვლას ჰპირდებოდა, ღიად თქვა უარი ქვეყნის ევროპულ გზაზე.
1 წელია თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხი რეჟიმის მიერ ადამიანების სისტემურ წამებას, ღირსების შემლახავ მოპყრობას, მათ მძევლად აყვანას, უწყვეტი, მტკიცე ბრძოლითა და ერთმანეთის მიმართ სოლიდარობით პასუხობს.
ევროპულ მომავალზე უარის თქმით, სწორედ ბიძინა ივანიშვილმა მოაწყო საკონსტიტუციო გადატრიალება, საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ.
ჩვენი ბრძოლა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, კონსტიტუციისთვის, ევროპული მომავლისთვის, საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის, კეთილდღეობისთვის, ქვეყნის გამთლიანებისთვის, ხარისხიანი განათლებისთვის და კიდევ ბევრი სხვა სიკეთისთვის ბრძოლაა. ეს ყველაფერი კი მხოლოდ ევროპულ სივრცეში, თავისუფალ სამყაროშია შესაძლებელი.
დღეს აქ ვდგავართ უწყვეტ წინააღმდეგობაში მონაწილე ადამიანები, სამოქალაქო ორგანიზაციები, საპროტესტო ჯგუფები, პრინციპული პოზიციის გამო რეპრესირებული საჯარო მოხელეები, პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური პატიმრების წარმომადგენლები და ერთად ვაცხადებთ, რომ რეჟიმმა ვერ შეძლო მთავარი – შეეჩერებინა წინააღმდეგობა. სანამ ჩვენ ვიბრძვით, ვმოქმედებთ, არ ვნებდებით, ივანიშვილი ვერ გაიმარჯვებს.
მივმართავთ პოლიტიკურ ტყვეებს ციხეებში: გვინდა იცოდეთ, რომ არ გავჩერდებით, ბრძოლას არ შევწყვეტთ მანამ, სანამ ყველა თქვენგანი არ გათავისუფლდება, რეჟიმი არ გატყდება და არ დაინიშნება ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, სადაც ხალხი დაიბრუნებს წართმეულ სახელმწიფოს და ქვეყანას დააბრუნებს ევროკავშირში გაწევრების ისტორიულ გზაზე.
28 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე, ვიკრიბებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საიდანაც გაიმართება საპროტესტო მსვლელობა რუსთაველის გამზირისკენ.
ჩვენ აქ ვართ, ვართ უმრავლესობა და ვიბრძვით ბოლომდე, გამარჯვებამდე!” 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved