• რეკლამა
  • კონტაქტი
19:04, ხუთშაბათი, 28 სექტემბერი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დათუნა სარალიძის მკვლელობის საქმე – სააპელაციომ გიორგი მენაბდეს 10 წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

ალია ავტორი - ალია
16:06 09-12-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
85

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, არ დააკმაყოფილა მსჯავრდებულ გ.მ.-ს სააპელაციო საჩივარი და განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა – ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში, ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1-ელ დეკემბერს მომხდარ არასრულწლოვნების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ფიზიკური დაპირისპირების დროს, გ.მ.-მ მოკვლის განზრახვით, ჯგუფურად, ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები მიაყენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დავით სარალიძეს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.” აცხადებს პროკურატურა.

გიორგი მენაბდე სამართალდამცველებმა 2021 წლის 14 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ საფუძველზე შეფარდებული სასჯელი ¼-ით შემცირდა და საბოლოოდ ბრალდებულს 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე  – მკვლელობის, ცრუ ჩვენების მიცემის, დანაშაულის დაფარვისა და მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით 7 პირია მსჯავრდებული.

„მთავარი არხი“

თეგები: დათუნა სარალიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სიცოცხლისთვის საშიში კორპუსები ორთაჭალასა და თბილისის ზღვის მიმდებარედ! – პროფესორი ქალაქის მერსა და პრემიერებს ამხელს!
ახალი ამბები

სიცოცხლისთვის საშიში კორპუსები ორთაჭალასა და თბილისის ზღვის მიმდებარედ! – პროფესორი ქალაქის მერსა და პრემიერებს ამხელს!

19:51 09-26-2023
ვახტანგ მაისაიას სამი დაუჯერებელი პროგნოზი, რომელიც აცხადდა
ახალი ამბები

„სამშობლოს ღალატის მუხლი ამოიღო სს კოდექსიდან გიგა ბოკერიამ და ამათ არ აღადგინეს, დღეს ვერავის წაუყენებ სამშობლოს ღალატის ბრალდებას“ – ვახტანგ მაისაია

16:11 09-26-2023
ვიდრე ნატო-ში მიგვიღებენ, ეს აუცილებლად მოხდება – რა გეგმები აქვს ამერიკას საქართველოსთან მიმართებაში?
ახალი ამბები

,,ეს ყველაფერი არის შეთქმულება… ,,ნაცმოძრაობამ” ეს, თავის დროზე, ჩემს წინააღმდეგაც გამოიყენა” – რას გვიყვება ვალერი გელბახიანი

12:33 09-25-2023
„არც გინებაზე უნდა დავიხიოთ უკან და ვცემოთ კიდეც… ხალხმა ჩვენი ძალა უნდა დაინახოს“ – რა მითითებები აქვთ „ოცნების“ დეპუტატებს
ახალი ამბები

„არც გინებაზე უნდა დავიხიოთ უკან და ვცემოთ კიდეც… ხალხმა ჩვენი ძალა უნდა დაინახოს“ – რა მითითებები აქვთ „ოცნების“ დეპუტატებს

23:09 09-22-2023

ბიზნესი

ქართული რაგბის მხარდასაჭერად თიბისი 30 სექტემბერს ნაკრების მატჩის ღია ჩვენებას გამართავს
ახალი ამბები

ქართული რაგბის მხარდასაჭერად თიბისი 30 სექტემბერს ნაკრების მატჩის ღია ჩვენებას გამართავს

15:52 09-28-2023
„ტოიოტა ცენტრმა თბილისმა“, მზის ელექტროსადგურის ამოქმედებიდან 5 თვეში, ნახშირორჟანგის გარემოში გაფრქვევა 66 ტონით შეამცირა
ახალი ამბები

„ტოიოტა ცენტრმა თბილისმა“, მზის ელექტროსადგურის ამოქმედებიდან 5 თვეში, ნახშირორჟანგის გარემოში გაფრქვევა 66 ტონით შეამცირა

15:48 09-28-2023
ჩემი გემრიელი გამოცდილება – როგორ მზადდება მადარტის ტკბილეული?
ახალი ამბები

ჩემი გემრიელი გამოცდილება – როგორ მზადდება მადარტის ტკბილეული?

12:41 09-28-2023
ორგანული მეღვინეობა „მარტვილის მარანი“ თიბისის მხარდაჭერით ვითარდება
ახალი ამბები

ორგანული მეღვინეობა „მარტვილის მარანი“ თიბისის მხარდაჭერით ვითარდება

11:12 09-28-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2023 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2023 Alia.ge - All rights reserved