• რეკლამა
  • კონტაქტი
19:52, პარასკევი, 27 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რამხელა სიმძიმეს ატარებს ეს ერთი შეხედვით მარტივი წინადადება” – ბექა ყორშია

ალია ავტორი - ალია
14:23 05-03-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
175

ჟურნალისტი, ბექა ყორშია:

“ცოტა დიდი პოსტი.
სულ ახლახან გაირკვა, რომ ვატიკანში, ფიდეს არქივში, დაცულია ქართული ტექსტი, რომელიც ასე იწყება: “რა თქმა უნდა, თქვენ მე არ მიცნობთ…”. ხელმოწერით ირკვევა, რომ მისი ავტორი სულხან-საბა ორბელიანია. ტექსტის ადრესატი კი – რომის პაპი.
“რა თქმა უნდა, თქვენ მე არ მიცნობთ…” – რამხელა სიმძიმეს ატარებს ეს ერთი შეხედვით მარტივი წინადადება, რომელიც პრინციპში, მთლიანად ხსნის იმჟამინდელ ჩვენს პოლიტიკურ ყოფას.
აქ და ახლა, საქმე სხვაგვარადაა. პაპი საქართველოშიც კი იყო რამდენიმე წლის წინ ჩამოსული. დასავლურ პოლიტიკურ სამყაროში საქართველოს იცნობენ, მოკავშირედ თვლიან და ჩვენგან სწორი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, მზად არიან, ამ მოკავშირეობას ოფიციალური სახეც მისცენ. თუ სულხან-საბა ორჯერ ესტუმრა ლუი მე-14-ს და არცერთმა შეხვედრამ ხელშესახები შედეგი არ მოგვცა, ზუსტად 300 წლის შემდეგ ევროპელი პოლიტიკოსები აქეთ ჩამოდიან საქართველოში და გვთავაზობენ ახლომოკავშირეობას, ოღონდ ამისთვის სასამართლო რეფორმა უნდა განვახორციელოთ, ადამიანის უფლებები დავიცვათ, აღმოვფხვრათ კორუფცია და ა.შ
საქართველოს ისტორიის განმავლობაში, ასეთი შანსი ჩვენს ქვეყანას არ ჰქონია, მაგრამ ასეთი ცუდი მთავრობაც არ ჰყოლია და ეს ფაქტია. ეს არის ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ის ღვწა და ჯაფა, რაც სულხან-საბადან მოყოლებული ქართველებმა გავწიეთ, წყალში ჩაყაროს ერთი ადამიანის ხუშტურების გამო.
ჩვენს პოლიტიკურ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან დროს, როცა უკრაინელების თავგანწირულმა ბრძოლამ ჩვენთვისაც გააჩინა ისტორიული მომენტუმი ევროკავშირის წევრობისათვის, გვყავს ხელისუფლება, რომელიც ტრაგიკულად მოღალატეობრივია.”
თეგები: ბექა ყორშია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved