• რეკლამა
  • კონტაქტი
02:54, სამშაბათი, 9 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

26 წლის ქალი მცირეწლოვან შვილთან ერთად გაუჩინარდა – დედა ეჭვობს, რომ ის “შესაძლოა, ქმარმა გადამალა”

ალია ავტორი - ალია
15:53 03-01-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,014

ბუნდოვანი გაუჩინარება აჭარაში – უკვე ორი კვირაა, პოლიცია 26 წლის დაკარგული ქალის და მისი მცირეწლოვანი ბავშვის კვალზე ვერ გადის. დედა-შვილი ბოლოს 20 თებერვალს ნახეს.

თინათინ ცინცაძის დედა ამტკიცებს, რომ ქალი ქმართან კონფლიქტის შემდეგ გაუჩინარდა. საქმეს აჭარის პოლიცია იძიებს, სადაც ოჯახს ამ დრომდე ვერ ეუბნებიან, რა ეტაპზეა გამოძიება.

მაია ჭელიძე ეჭვობს, რომ მისი შვილი ქმარს შეიძლება “სადმე ჰყავდეს გადამალული” და ტელეფონსაც არ აძლევდეს, რომ ვინმესთან კავშირზე არ გავიდეს. ამის თქმით საფუძველს დედას ის გარემოება აძლევს, რომ მისმა სიძემ ჩვენება რამდენჯერმე შეცვლა.

ირკვევა, რომ პირველ ჩვენებაში კაცმა პოლციას უთხრა, რომ ცოლ-შვილი დასასვენებლად გაუშვა, თუმცა რამდენიმე დღეში, ის განმეორებით მივიდა პოლიციის განყოფილებაში და თქვა, რომ მისი ცოლის კვალი გაუჩინარებული იყო. ამ ინფორმაციას “პირველებს” დაკარგული ქალის დედა აწვდის.

ბოლო კონტაქტი იყო 20 თებერვლას, მესენჯერზე მივწერე, რომ ბათუმში ჩამოვდივართქო. კონფლიქტი ჰქონდათ ცოლ-ქმარს, ერთი კვირა ქმარი მთვრალი დადიოდა. ჩხუბი მოსვლიათ ოჯახში. რა მოხდა ნამდვილად არ ვიცი. ამის მერე ჩემი შვილის კვალი ქრება. ერთი ხელი ტანსაცმელი რაც ეცვათ მხოლოდ იმით არიან, არაფერი სახლიდან წაღებული არ აქვთ. პოლიციაში რომ შევდივართ, კანკალებს. რატომ კანკალებ, მეთქი ვეუბნები და ხმას არ იღებს. იმ პოლიციაში ერთი და იგივეს მეუბნებიან როცა შევდივარ. შეიძლება თავის ქმარსაც ჰყავს სადმე გადამალული და შეიძლება ტელეფონი აქვს ჩამორთმეული, რომ კავშირი არ არის”, – ამბობს მაია ჭელიძე.

გაუჩინარებული გოგოს დედა “პირველებს” ასევე უყვება, რომ პოლიციას, მისი ინფორმაციით, ამ დრომდე არ ჰყავს გამოკითხული ახალგაზრდა კაცის ოჯახი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

სასტუმრო თუ აპარტამენტი: პლუსები, მინუსები და ფასები
ახალი ამბები

სასტუმრო თუ აპარტამენტი: პლუსები, მინუსები და ფასები

20:18 06-08-2026
ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე
ახალი ამბები

ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე

16:58 06-08-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:48 06-08-2026
რა შემთხვევაშია ბათუმში მანქანის ქირაობა 3-ჯერ ძვირი და როგორ აიცილო ეს თავიდან?
ახალი ამბები

რა შემთხვევაშია ბათუმში მანქანის ქირაობა 3-ჯერ ძვირი და როგორ აიცილო ეს თავიდან?

16:28 06-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved