• რეკლამა
  • კონტაქტი
17:52, კვირა, 14 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

26 ოქტომბერი არის დღე, როდესაც ჩვენ გავათავისუფლებთ პრეზიდენტ სააკაშვილს – ბოკუჩავა

ალია ავტორი - ალია
11:04 09-23-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
97

მერაბ კოსტავას, გიგა ოთხოზორიას სამშობლოდან, სამეგრელოს გულიდან, ზუგდიდიდან კიდევ ერთხელ მინდა, გავაგონო აკვარიუმით მოძრავ ივანიშვილს ჩვენი ხმა – სამეგრელო ბოდიშს არ იხდის, ქართველი ხალხი, ქართული სახელმწიფო მტრის წინაშე ბოდიშს არ იხდის! 26 ოქტომბერი არის დღე, როდესაც ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს ეროვნულ ღირსებას. 26 ოქტომბერი არის დღე, როდესაც ჩვენ გავათავისუფლებთ პრეზიდენტ სააკაშვილს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ზუგდიდში განაცხადა.

„სწორედ სამეგრელოდა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წალენჯიხიდან დაიწყო ვარდების რევოლუცია, რომელმაც ჩვენს ქვეყანას თანამედროვეობის ისტორიაში მოუტანა ყველაზე დიდი წინსვლა და ყველაზე დიდი აღმშენებლობა 2003 წლის შემდეგ. ზუსტად ეს აშინებს ივანიშვილს, ზუსტად ის აშინებს, რომ იცის თუ როგორი გაუტეხელი, მამაცი, ერთგული, თავისუფლების მოყვარეა მეგრელი ხალხი, როგორი თავისუფლების მოყვარეა სამეგრელო. ივანიშვილის ამ შიშის გამოვლინება იყო ზუსტად ცოტახნის წინ ზუგდიდში თავდასხმა ჩვენს მხარდამჭერებზე – ანი წითლიძეზე, ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებზე. დიახ, ეს იყო ივანიშვილის „ქართული ოცნების“ შიშის გამოვლინება მაშინ ,როდესაც ჩვენი მხარდამჭერები ევროკავშირის პასპორტს არიგებდნენ ზუგდიდში, საქართველოს ევროკავშირის პასპორტს, ჩვენს პროგრამას თუ როგორი იქნება საქართველო მას შემდეგ, რაც მოვიშორებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს, გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე და ჩვენი ქვეყანა გახდება ევროკავშირის ამაყი, ღირსეული წევრი. ამ დროს აკვარიუმით მოსიარულე დამფრთხალი ივანიშვილი, რომელსაც გარწმუნებთ, რომ სულ მალე ამერიკული ფინანსური სანქციები ელოდება, ცდილობს საქართველოს უახლეს ისტორიის რუსულად გადაწერას და ქართველ ხალხს ოკუპანტის წინაშე ბოდიშის მოხდას სთხოვს. საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სამშობლოდან, რომელმაც ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუპოვა. საქართველოს მესამ პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელით, რომელსაც სწორედ საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაცვის გამო რუსული რეჟიმი დღეს დევნის.

მერაბ კოსტავას, გიგა ოთხოზორიას სამშობლოდან, სამეგრელოს გულიდან, ზუგდიდიდან კიდევ ერთხელ მინდა, გავაგონო ივანიშვილს ჩვენი ხმა – სამეგრელო ბოდიშს არ იხდის, ქართველი ხალხი, ქართული სახელმწიფო მტრის წინაშე ბოდიშს არ იხდის! 26 ოქტომბერი არის დღე, როდესაც ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს ეროვნულ ღირსებას. 26 ოქტომბერი არის დღე, როდესაც ჩვენ გავათავისუფლებთ პრეზიდენტ სააკაშვილს. 26 ოქტომბერი არის დღე, როდესაც საქართველო დაიბრუნებს ევროპულ პერსპექტივას“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, ხელისუფლების ცვლილებისთანავე ისინი გახსნიან მოლაპარაკებებს ევროკავშირთან

„ძალიან მოკლე დროში ჩვენი ქვეყანა იქნება ევროკავშირის ღირსეული წევრი. ჩვენ მოვიტანთ ევროპულ ხელფასებს, ევროპულ ჯანდაცვას, ევროპულ განათლებას და დიახ, ევროპულ პასპორტს. აქ ზუგდიდში თქვენ ყველაზე კარგად იცით რეალურად რა არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანების მთავარი გასაღები – ევროკავშირის პასპორტი, ევროკავშირში გაწევრიანება და ამიტომ, 26 ოქტომბერს მე მჯერა ზუგდიდი, სამეგრელო და მთელი საქართველო აირჩევს ევროპულ კეთილდღეობას. მჯერა, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს აღმშენებლობას, ავაშენებთ ლაზიკის ღრმაწყლოვან პორტს, რომლის იდეა სწორედ პრეზიდენტ სააკაშვილს ეკუთვნის. სამეგრელო გახდება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი საზღვაო კარიბჭე, შეიძენს მთავარი ეკონომიკური სტრატეგიული ცივილიზაციური შემაკავშირებლის როლს. საქართველო ისევ გადება მსხვილი რეგიონული მოთამაშე.

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ჩვენ კვლავ შევქმნით საქართველოს წარმატების, წინსვლის და აღმშენებლობის ისტორიას. ქართულ საოცრებას, რომელიც შთაგონების წყაროც იქნება მთელი მსოფლიოსთვის. მე ამაყი ვარ, რომ დღეს ჩვენთან ერთად არის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, ქალბატონი გიული ალასანია. ქალბატონი, რომელიც განასახიერებს ერთის მხრივ დედობრივ სითბოსა და სიყვარულს, მაგრამ მეორეს მხრივ წარმოუდგენელ სიმამაცეს და გაუტეხელობას. ქალბატონი, რომელიც ერთის მხრივ დიდ ტკივილს ატარებს გულში, მაგრამ მეორეს მხრივ დიდ, გაუტეხელ, გამარჯვების რწმენას, რომ სწორედ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, ქართველ ხალხთან ერთად ერთიანობით, „ნაციონალური მოძრაობა“ 26 ოქტომბერს გამარჯვებას მოუტანს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved