• რეკლამა
  • კონტაქტი
18:43, სამშაბათი, 2 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

25-წლიანი უმწკივლო რეპუტაციის არასამთავრობო ორგანიზაცია ერთ საათში ჩაიდო სამარეში – ნიკა გვარამია ISFED-ის განცხადებაზე

ალია ავტორი - ალია
13:05 12-12-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

სამწუხაროდ, ISFED-ის მომავალი ბუნდოვნია, თუ საერთოდღაა, 25-წლიანი უმწკივლო რეპუტაციის არასამთავრობო ორგანიზაცია ერთ საათში ჩაიდო სამარეში, – აცხადებს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებასთან დაკავშირებით.

„ISFED-ის, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური ფორმით (ზეპირი ახსნა-განმარტების და შეკითხვებზე პასუხების ღირსადაც არ ჩათვალეს საზოგადოება) მოცემული და ზეუცნაურ დროს (დღეს ვიცით ისედაც რაც ხდებოდა) შეცვლილი ციფრების კონტექსტში, ცხადი ხდება, რატომ დაიწყო ოცნებამ მოლაპარაკებებზე ხელახალ გადათვლაზე, „1%ზე მეტი თუ იქნა, ხელახალ არჩევნებს დავნიშნავთ“-ზე და მსგავსებზე საუბარი. და აი, უცაბედად, დაიდო კიდეც 1%ზე ნაკლები ციფრები, ჰოი, საკვირველებავ :))) და დაიდო არჩევნებიდან თვენახევრის შემდეგ, იმ ორგანიზაციის მხრიდან, ვისი ფუნქციაც, შედეგების უსწრაფესად დადებაა. სისწრაფე, თორემ სიზუსტე ისფედთან კავშირში არაა – ყალბ ოქმებს აჯამებს, გადაკეთებულს, კარუსელ და ჩაყრა გამოვლილს. სამწუხაროდ, ასეთია მათი მეთოდოლოგია (ვერსადროს გავიგებ ამ ქვეყანაში ეს მეთოდოლოგია რატომაა რელევანტური, მაგრამ, რაცააა, ეგაა). ხოდა, მარტო სისწრაფე რო მოეკითხება, იმ ორგანიზაციისგან თვენახევარში ახალ შედეგებს ვიღებთ, თან სრულ შესაბამისობაში ოცნების ზრახვებთან და წინასწარ დაანონსებულ მიზნებთან და საჭიროებებთან. შემთხვევითი დამთხვევაა? შესაძლოა. ნეტარ იყვნენ მორწმუნენი.

რაც შეეხება, „გადავთვალოთ ისფედით და 1%ზე ნაკლები თუ იქნა, ვადამდელი ჩავატაროთ“ ტექსტით ზოგი ოპოზიციონერის „გულუბრყვილო“ აღფრთოვანებას: უკვე ძალიან საეჭვოა ეგ ამბავი და ნამდვილად აღარ გავს გულუბრყვილობას. თან ძალიან აღარ გავს. და ახლა, როცა ნათელია, რომ ისფედის ხაფანგი მზადდებოდა მთელი ეს კვირები ოპოზიციისთვის, კიდევ ისფედზე და გადათვლაზე ლაპარაკი, უკვე ვერ მიხვედრას ნამდვილად არ გავს. ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო ძალიან არ გავს.

ps ნუ, ISFEDის მომავალი, სამწუხაროდ, ბუნდოვნია, თუ საერთოდღაა. 25 წლიანი უმწკივლო რეპუტაციის არასამთავრობო ორგანიზაცია, ერთ საათში ჩაიდო სამარეში. ასე ანადგურებს ქართული ოცნება ყველაფერს. ვწუხვარ, მაგრამ ფაქტია“, – წერს ნიკა გვარამია „ფეისბუქში“.

ცესკო-ს საბოლოო მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმათა 48,22% აქვს მიღებული. ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გუშინ გავრცელებული პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 48,3% -ია, მინიმალური კი – 46,9%. ამდენად, „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს ემთხვევა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის მიერ პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 46.5% იყო, მინიმალური კი – 45.1%.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი
ახალი ამბები

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი

13:17 06-02-2026
კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

13:10 06-02-2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი

13:03 06-02-2026
23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში
ახალი ამბები

23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში

12:13 06-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved