• რეკლამა
  • კონტაქტი
10:48, კვირა, 18 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“242 დღე ვიშიმშილე” – რას ამბობდა ჟურნალისტი, რომელიც თბილისში დააკავეს და აზერბაიჯანს უნდა გადასცენ

ალია ავტორი - ალია
20:11 08-03-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
330

დღეს, 3 აგვისტოს, თბილისში აზერბაიჯანული მედიაგამოცემის, azel.tv-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, აფგან სადიგოვი დააკავეს.

ვიდეოს სადიგოვის მეუღლე, სევინჯ სადიგოვი ავრცელებს სოციალურ ქსელში; ვიდეოში ჩანს, თუ როგორ სვამენ მანქანაში შსს-ს თანამშრომლები აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ცოლისა და მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აფგან სადიგოვი 2024 წლიდან, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე ჩადენილი დანაშაულისთვის იძებნებოდა.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანთან შემდგომი ექსტრადირების მიზნით დააკავა.

აქამდე, 19 ივლისს, აფგან სადიგოვმა განაცხადა, რომ მას თბილისის აეროპორტში საქართველოდან გასვლის შესაძლებლობა არ მისცეს და უთხრეს, რომ მხოლოდ აზერბაიჯანში შეეძლო დაბრუნება.

“ილჰამ ალიევის მორიგი პოლიტიკური დაკვეთა. საქართველოდან გაფრენის საშუალება არ მომცეს და თქვეს, საქართველოდან გასვლის უფლება არ გაქვს და მხოლოდ აზერბაიჯანში შეგიძლია დაბრუნდეო. ყოველგვარი მიზეზის დასახელების გარეშე მითხრეს, რომ ჩემი პასპორტი სისტემაში უბრალოდ არ ჩანდა” – წერდა სადიგოვი სოციალურ ქსელში.

როგორც რადიო თავისუფლება წერს, სადიგოვი ცოლთან და ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად, საქართველოში გასული წლის 24 დეკემბერს ჩამოვიდა – ოჯახი ბოლო შვიდი თვეა, რაც თბილისში ცხოვრობს, ხოლო აზერბაიჯანელი ჟურნალისტი წელიწად-ნახევრით ადრეც იმყოფებოდა საქართველოში.

გამოცემა OC MEDIA-ს ცნობით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში ორჯერ – 2016 წელს ორ წელიწად ნახევრით, ხოლო შემდეგ 2019 წელს, შვიდი წლის ვადით დააპატიმრეს – გამოცემის თქმით, ჟურნალისტს 4 წლის შემდეგ, შეწყალების შედეგად პატიმრობის ვადა შეუმცირდა.

სადიგოვმა რადიო თავისუფლებასთან ციხეში გატარებულ პერიოდზე ისაუბრა. მისი თქმით, იგი 242 დღის განმავლობაში შიმშილობდა, რამაც მისი ჯანმრთელობა დააზიანა.

“2020 წელს რომ დამაპატიმრეს, ციხეში შიმშილობა დავიწყე. 242 დღის განმავლობაში ვიშიმშილე, რამაც ძალიან შეარყია ჩემი ჯანმრთელობა და სამკურნალოდ საქართველოში ჩამოვედი. შემდეგ კვლავ აზერბაიჯანში დავბრუნდი, მაგრამ იმის გამო, რომ იქ თავს უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობდი, ცოლ-შვილთან ერთად თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად და აქედან, დისტანციურად ვაგრძელებდი ჩემს პროფესიულ საქმიანობას”. – თქვა სადიგოვმა გამოცემასთან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved