Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 11 699-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 211 839 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 857 933 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 799 850, გარდაიცვალა 12 258 პაციენტი.
კომენტარები