• რეკლამა
  • კონტაქტი
12:01, ორშაბათი, 11 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნაცებიც და ქოცებიც, ისევე როგორც ზელენსკი და პუტინი, ერთი და იმავე იდეოლოგიის მატარებლები არიან“ – ზვიად ტომარაძე

ალია ავტორი - ალია
20:57 11-13-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
475

ნანა სულავა

„ალიას“ ესაუბრება საზოგადოება „ერი და სახელმწიფოს“ თავმჯდომარე ზვიად ტომარაძე.

– ნაცებიც და ქოცებიც, ისევე როგორც ზელენსკი და პუტინი, ერთი და იმავე იდეოლოგიის მატარებლები არიან. ზელინსკის მიმართ ნეგატიურად ჯერ კიდევ მაშინ განვეწყვე, როდესაც ერთ-ერთ შოუში რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომთან დაკავშირებით ქართველებს დაგვცინა. რუსეთი პუტინის მეთაურობით ცდილობს მართლმადიდებლობის, ზნეობის და ჭეშმარიტი ღირებულებების დამცველად წარმოაჩინოს თავი, მაგრამ ეს ყოველივე ყალბია, რადგან ასევე მართლმადიდებელ სახელმწიფოებს – საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას იმის ნაცვლად, რომ მეგობრად და მოკავშირედ ჰყოლოდა, რუსეთის სახელმწიფომ ტერიტორიული პრობლემები შეუქმნა. რომელ ზნეობის დაცვასა და კონსერვატიზმზეა საუბარი, როცა ლენინი დღემდე არ გამოუყვანიათ მავზოლეუმიდან?.. დღეს საღი აზრი დიდ ზეწოლას განიცდის, თუნდაც წამყვან მედიაში რომ მიგიწვიონ, ძირითადად ან ნაცი უნდა იყო ან ქოცი, ასევე მკაფიო არჩევანი უნდა გქონდეს გაკეთებული საგარეო პოლიტიკაშიც, ან დასავლური კურსის მომხრე უნდა იყო, ან რუსეთის, რაც არასწორია და ძირითადად კოლონიური საზოგადოების დამახასიათებელია. საზოგადოებას მწირი პოლიტიკური სუბიექტების არჩევანი აქვს და ეს ბოლო კვლევებმაც ნათლად გვაჩვენა, ნაც-ქოცების მუდმივმა კინკლაობამ ხალხი დაღალა და ნიჰილისტურად განაწყო. არჩევნებამდე კიდევ 2 წელი დარჩა და მანამდე იმედია, გამოჩნდება ის ძალა, რომელიც ორიენტირებული იქნება არა იმაზე, თავი დასავლეთს მოაწონოს თუ რუსეთს, არამედ აქცენტს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების შექმნაზე, ინდუსტრიალიზაციაზე, დემოგრაფიული და სხვა უმნიშვნელოვანესი პრობლემების მოგვარებაზე გააკეთებს, ასეთ ძალას ხალხის დიდი ნაწილი მხარს დაუჭერს.

– უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ხშირად ისმოდა და ისმის საქართველოს ხელისუფლების მიმართ საყვედურები. როგორ ფიქრობთ, უნდოდათ თუ არა საქართველოს მეორე ფრონტი გაეხსნა?

– ეს ბუნებრივია, მათ ადგილზე რომ ვიყოთ, ჩვენც ვისურვებდით, რომ მტერს, ანუ რუსეთს, სხვა ქვეყანასთანაც ჰქონოდა ომი. თუმცა იმ ფონზე, როდესაც საქართველომ ათიათასობით უკრაინელი დევნილი მიიღო და შეიფარა, ათეულობით მილიონი გამოყო მათთვის, სამედიცინო ტვირთები გააგზავნა, თანხები გადარიცხა, გზავნილებში ერთ-ერთ პირველ ადგილზე იყო და ეს ყველაფერი გააკეთა ქვეყანამ, რომელსაც თავად 300 000 დევნილი ჰყავს, სიღარიბის გამო სახელმწიფოსგან შემწეობას 450 000-მდე მოქალაქე იღებს, მილიონნახევარი ემიგრანტი ლუკმაპურის საშოვნელად არის ქვეყნიდან წასული, ხოლო ქვეყნის 20% იმ ქვეყანას აქვს ოკუპირებული, რომლის ჯარიც დედაქალაქიდან 45 კილიომეტრში უდგას და ნებისმიერ დროს შესაძლებელია იგივე აგრესია განახორციელოს, რასაც უკრაინაში სჩადის, ამის გათვალისწინებით, უკრაინის ხელისუფლებას საქართველოს მიმართ გაკეთებულ განცხადებებში მეტი თავშეკავება მართებდა. საქართველოს მიერ მეორე ფრონტის გახსნა უკრაინის გარდა, სხვა ქვეყნებსაც ენდომებოდა და ესეც ბუნებრივია, რადგან სახელმწიფოები თავისი ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ და ძალიან ბევრ ქვეყანას სურდა რუსეთის დასუსტება…

 – საქართველოში ხალხის ნაწილი, რომელიც თავს ეროვნულად მოაზროვნედ თვლის, თითქოს რუსეთის მხარეს არის. თქვენ არ გრჩებათ ასეთი წარმოდგენა?

– ქართული იდენტობის შენარჩუნების საქმეში, რომლის ძირითად ფაქტორად ეროვნულობა, ნაციონალიზმი და კონსერვატიზმი გვესახება, რუსეთის რაიმე ფორმით დაკავშირება არასწორია, რადგან სწორედ რუსეთი იყო ილიასეული „ენა, მამული, სარწმუნოების“ მტერი, თან სამივესი! მამული არაერთხელ წაგვართვა და ახლაც წართმეული აქვს, ქართული ენის გაუქმების მცდელობაც არაერთხელ ჰქონია და ავტოკეფალიაც სწორედ მათ გაგვიუქმეს, ეკლესიების გადაღებვასა და დიპტიხზე რომ აღარაფერი ვთქვათ… თუმცა ადრეც ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს გასაღები რუსეთშია და სწორედ მტერს უნდა ელაპარაკო, ასე იქცეოდნენ ჩვენი მეფეებიც… ყველაფრის მიუხედავად, ჩემი აზრით, უმრავლესობა საღად აზროვნებს, არც თანამედროვე დასავლური ღირებულებები მოსწონს და არც რუსეთის მიმართ არის კეთილგანწყობილი. აცნობიერებს, რომ ჩვენ მტრულ გარემოში ვცხოვრობთ და რეალური მოკავშირე, უფლის გარდა, არავინ გვყავს.

 – როგორ განვითარდება მოვლენები?

– ძალიან რთულია პროგნოზების გაკეთება, თუმცა ეს ომი მალე რომ არ დამთავრდებოდა, ომის დაწყების პირველივე დღეებში ვივარაუდე. ფაქტია, რომ წინ რთული დღეები გველის, ე.წ. პანდემიის გაგრძელება იყო ომი, რა იქნება შემდეგი სცენარი, საკვების დეფიციტის თემა, კლიმატის ცვლილებების რეგულაციები თუ მცირე ბირთვული ომი, ამას მომავალი გვიჩვენებს. ჯერ კიდევ 2 წლის წინ, 2020 წელს, გვითხრეს გასაგებად, რომ მსოფლიო აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო. მათი მიზანი მსოფლიო ერთმმართველობის შექმნაა და ამ მიზანს ადრე თუ გვიან აუცილებლად მიაღწვენ.

 – ასეთ საუბრებს შეთქმულების თეორიებს უწოდებენ.

– მთელი მსოფლიო ისტორია შეთქმულების თეორია არ არის? არ ატარეს 2 წელი ადამიანები ნიღაბაკრული და გამოკეტეს სახლებში? ამასწინათ სრული სიგიჟე მოიმოქმედეს ბრიტანეთში, შოტლანდიაში 14 მილიონი ხე მოჭრეს, ვითომ ეკოლოგიის გამო, ქარის წისქვილების დასადგმელად!!! ასე რომ, ვისაც რეალობის დაჯერება არ უნდა, მათთვის სახარებაც შეთქმულების თეორიაა…

თეგები: ზვიად ტომარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
ახალი ამბები

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია

17:25 05-09-2026
მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
ახალი ამბები

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში

20:03 05-08-2026
“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

18:12 05-08-2026
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა – თიბისი

17:42 05-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved