• რეკლამა
  • კონტაქტი
22:50, ორშაბათი, 16 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას ეუბნება „ალიას“ „ტკბილი ქვეყანა“ რუსულენოვან წარწერებზე?

ალია ავტორი - ალია
19:15 11-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22,863

დღეს, ჟურნალისტმა ლაშა ბერულავამ, გაავრცელა ფოტო, სადაც ჩანს კომპანია “ტკბილი ქვეყნის” პროდუქციის ყუთი და მასზე დატანილი რუსული წარწერა – “ჟივიტე სლადკა.”

“ალია” დაუკავშირდა კომპანიის წარმომადგენელს, რომელსაც, ცხადია, დასაწყისშივე ვუთხარით, რომ ვუკავშირდებით გამოცემიდან “ალია” და კითხვები, რასაკვირველია ეხებოდა ყუთზე დატანილ რუსულ წარწერას. კომპანიის წარმომადგენელმა გამოგვიცხადა, რომ ახლა კი არ დაემატა რუსული წარწერა ყუთს, წლებია ასეა, ერთი დიზაინი, ერთი შეფუთვა აქვთ და ამ ყუთით გადის ექსპორტზეც პროდუქცია და იგივე ყუთით იყიდება საქართველოშიც. კომპანიის წარმომადგენელმა კითხვებს უპასუხა მანამ, სანამ არ დავსვით კითხვა – თუ ახლა, 2022 წელს იცვლება ყუთის დიზაინი და ახლა აპირებენ მოაშორონ ყუთს რუსული წარწერა, რატომ არ გააკეთეს იგივე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ? 2009 წელს, მაგალითად, 2010 წელს და ა.შ. მით უფრო, რომ 2006 წლიდან არიან ბაზარზე, რაზეც პასუხად მივიღეთ, რომ ეს დაკითხვას ჰგავს და არა კითხვას და საერთოდაც, გამოგიცხადეს, რომ პასუხები, რომლებიც კომპანიის წარმომადგენელმა გაგვცა, თურმე, არ იყო განკუთვნილი მკითხველისთვის, კომპანიის მომხმარებლებისთვის და ეს იყო “პირადი საუბარი” და კონკრეტულად ჩემთვის განკუთვნილი ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ასე არ იყო, და ცხადია, კომპანიას როცა უკავშირდება ჟურნალისტი და მიმართავს კითხვით, პასუხიც საჯაროა, თუმცა, ადამიანურად, გადავწყვიტეთ გავითვალისწინოთ, რადგან, როგორც ჩანს, თვლის რომ მისი პასუხები არ იყო ადეკვატური, ან, არ შეიცავდა ბოლომდე სიმართლეს, ვერ გეტყვით, თუმცა, რადგან დაგვპირდა წერილობით პასუხის გაცემას კითხვებზე, დაველოდეთ წერილობით პასუხს.

გამომდინარე იქედან, რომ კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მათ მთელი ეს წლები აქვთ ყუთზე დატანილი რუსულენოვანი წარწერა, რადგან, როგორც ამბობენ, ერთი დიზაინი შექმნეს შიდა და საექსპორტო გაყიდვისთვის, ახლა კი ცვლიან დიზაინს, “ალიამ” ტკბილ ქვეყანას” ჰკითხა:

  1. შეგიძლიათ მიმითითოთ რა ადგილას აწერია ყუთს, რომ დამზადებულია რუსეთში საექსპორტოდ?
  2. შეგიძლიათ გვითხრათ 2022 წელს რატომ გადაწყვიტეთ შეფუთვის შეცვლა, თუ პრობლემას ვერ ხედავდით, მაგალითად, 2009 წელს?

ტკბილი ქვეყნის პასუხი ასეთია:

 “შპს ,,ტკბილი ქვეყნის“ არსებული დიზაინი (წარწერით სამ ენაზე: ქართულ,ინგლისურ და რუსულ ენებზე) შეიქმნა 2006 წლიდან, მას შემდეგ იყიდება ჩვენი პროდუქცია ამ ყუთებით, მაშინდელი კანონმდებლობა არ გვავალდებულებდა რომ დაგვეტანა ყუთზე წარწერა ,,საექსპორტო“, შესაბამისად არ არის ყუთზე ეს მინიშნებული.

“ტკბილმა ქვეყანამ” შეფუთვაზე რუსული წარწერა დაამატა – “ჟივიტე სლადკა” და მოგი**ანთ რუსეთი და დედისტრ**კი!“

რაც შეეხება რუსული წარწერის მოხსნას, განახლებული დიზაინი (წარწერით ორ ენაზე: ქართულ და ინგლისურ ენებზე) უკვე დიდი ხნის გამზადებულია და ახალი ყუთის ამწყობი დანადგარის ჩამოსვლისთანავე დაიბეჭდება ყუთები ახალი დიზაინით.”

სამწუხაროდ, ვერ მივიღეთ პასუხი მეორე კითხვაზე, ისევე როგორც გაურკვეველია, რა პერიოდს მოიაზრებს “დიდი ხანი”? ერთ თვეს? ერთ წელს? 6 თვეს? როდის გადაწყვიტეს ყუთიდან რუსული წარწერის მოხსნა? დღეს დილით? 1 თვის წინ? 22 იანვარს? 23 თებერვალს? ასევე სრულიად გაუგებარია, რას ნიშნავს ფრაზა – ” მაშინდელი კანონმდებლობა არ გვავალდებულებდა რომ დაგვეტანა ყუთზე წარწერა ,,საექსპორტო“ – 2006 წლიდან დღემდე 16 წელი გავიდა.

“ალიამ” ინფორმაციის დასაზუსტებლად ისევ მისწერა კომპანიას:

რომ დავაზუსტოთ – ყუთები თავის დროზე, 2006 წელს შეიქმნა იმისათვის, რომ პროდუქცია გაყიდულიყო როგორც ქართულ, ისე რუსულ და ისე სხვა ბაზრებზე? ამიტომ დაატანეთ რუსულ ენაზე წარწერა? პროდუქციის რა წილს ჰყიდდით რუსულ ბაზარზე, თუ შეგიძლიათ რომ გვითხრათ?
ასევე, სატელეფონო საუბარში, თქვენი წარმომადგენელი, დაგვპირდა, რომ გვიპასუხებდით კითხვაზე, რატომ გადაწყვიტეთ 2022 წელს შეგეცვალათ დიზაინი? წინა წლებში ამის საჭიროება არ დამდგარა?
ამ კითხვების პასუხად, კომპანიამ მოგვწერა, რომ განცხადებას გააკეთეს ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში. კიდევ მეტად დამაბნეველი იყო ეს პასუხი, რადგან, ჩვენც ოფიციალური მიმოწერა გვქონდა, გვეგონა.
პარალელურად, კომპანიამ მართლაც გამოაქვეყნა წერილი ოფიციალურ გვერდზე, სადაც, თუ მიხვდებით, ვინ დაადანაშაულა და რაში? – დიახ, საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა ფოტო გამავრცელებლები და გაიმეორა, რომ რუსული წარწერა 2006 წლიდან აქვს მის ყუთს და ახლა არ დაემატა… როგორც მოქალაქე, ვიტყოდი, რომ უარესი, ბატონებო და ქალბატონებო, უარესი! კომპანია თავის გვერდზეც წერს, რომ ცვლის დიზაინს და ყუთზე ამიერიდან იქნება ქართულად და ინგლისურად წარწერები დატანილი, თუმცა, არც იქ წერს, რატომ ცვლის ახლა? რუსეთ-უკრაინის ომის გამო? და ბევრად ადრე ხომ არ დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი? აბა, სანქციების გამო? რატომ ახლა? ხალხის რეაქციის გამო? – არ ვიცი, მე რა გითხრათ, კომპანია ამ კითხვას არ პასუხობს.
და ბოლოს, კომპანია წერს, რომ “მსგავსი სახის არასწორი განცხადებები ემსახურება კომპანიის იმიჯისა და რეპუტაციის შელახვას.”
ბოდიში, მკითხველო, კომპანიას 2022 წელს არ დაუტანია ეს ფრაზა ყუთზე, რუსული წარწერები მასზე დატანილი იყო 2006 წელსაც, 2007 წელსაც, 2008 წელსაც, 2008 წლის აგვისტოშიც, 2008 წლის სექტემბერში, 2009 წელსაც და ა.შ. 2022 წლამდე, რადგან, ექსპორტი ასე უფრო მოსახერხებელი ყოფილა?!
თეგები: ტკბილი ქვეყანა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება

15:25 06-16-2025
ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!

15:18 06-16-2025
17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება
ახალი ამბები

17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება

13:41 06-16-2025
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

13:07 06-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved