• რეკლამა
  • კონტაქტი
06:05, ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

23 წელი 11 სექტემბრის ტერაქტიდან – რა მოხდა 2001 წელს აშშ-ში

ალია ავტორი - ალია
11:13 09-11-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
193

ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტიდან 23 წელი გავიდა –
“ყველაზე სისხლიანი და თამამი ტერორისტული აქტები” – ასე შეაფასა The New York Times-მა ტრაგედია, რომელსაც თითქმის 3000 ადამიანის სიცოცხლე ემხვერპლა.

როგორ განვითარდა მოვლენები

ზუსტად 22 წლის წინ, ტერორისტული დაჯგუფების, “ალ-ქაიდას” 19-მა წევრმა აშშ-ში 4 სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. ადგილობრივი დროით 08:46 საათზე, ბოსტონიდან ლოს-ანჯელესში მიმავალი თვითმფრინავი ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრის სამხრეთ კოშკს დაეჯახა. თავდაპირველად, მომხდარმა მედიაში დაბნეულობა გამოიწვია – ისინი ვერ იგებდნენ, ტრაგედია უბრალოდ შემთხვევითობა იყო, თუ წინასწარ დაგეგმილი შეტაკება. 

მალევე, 09:03 საათზე, მორიგი გატაცებული სამგზავრო თვითმფრინავი ე.წ. “ტყუპების” სამხრეთ კოშკს დაეჯახა. პირველი შეჯახების გამო ადგილზე მედია უკვე მობილიზებული იყო. სწორედ ამ მიზეზით, აშშ-ის მოსახლეობამ ტრაგედია პირდაპირ ეთერში ნახა. დაჯახების შედეგად, თვითმფრინავები მაშინვე აფეთქდა და აალება შენობებსაც გადაედო.

09:37 საათზე მესამე თვითმფრინავი ვაშინგტონში პენტაგონის, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს შენობას დაეჯახა. 5 წუთის შემდეგ, ისტორიაში პირველად, “ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციამ” (FAA) ბრძანება გასცა, რომ ყველა ამერიკული თვითმფრინავი ახლოს მყოფ აეროპორტში დაშვებულიყო, რათა მათ მომდევნო კატასტროფისგან თავი დაეზღვიათ.

10:03 საათზე მეოთხე გატაცებული თვითმფრინავი შენკსვილში, პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა. 

ტერორისტული აქტების მსხვერპლი

2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის დროს 2977 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, 2753 “ტყუპებზე” შეტაკებას ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის იყო 343 ნიუ-იორკელი მეხანძრე და 60 პოლიციელი. მსხვერპლთა ასაკობრივი კატეგორია 2-დან 85 წლამდე მერყეობდა. მათი დაახლობით 75%-80% კი კაცი იყო.

ოთხივე თვითმფრინავში მყოფი ყველა მგზავრი და გამტაცებელი შეტაკებისთანავე დაიღუპა.

“ტყუპი კოშკები” 2 საათის განმავლობაში ინგრეოდა. თითოეული მათგანი 110-სართულიანი იყო – ამას კი ამერიკელები პირდაპირ ეთერში უყურებდნენ.

ვინ იყვნენ და რა უნდოდათ ტერორისტებს

გამტაცებელთა უმეტესობა საუდის არაბეთიდან იყო და ისლამური ტერორიტული დაჯგუფების წევრები იყვნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტი დაგეგმა ცნობილმა იემენელმა ტერორისტმა და ალ-ქაიდას დამფუძნებელმა, ოსამა ბინ ლადენმა. სწორედ ის გახდა მოგვიანებით 9/11 ტერაქტზე პასუხისმგებელი პირი.

ხშირად ამბობენ, რომ 11 სექტემბრის ტერაქტი იყო ტერორისტული სამყაროს პასუხი აშშ-ის მიერ ისრაელის მხარდაჭერასა და სპარსეთის ყურის ომზე (1990-1991 წლები). 

ტერორისტთა ნაწილი 2001 წლამდე აშშ-ში ცხოვრობდა და ისინი ფრენას სწავლობდნენ “ამერიკის კომერციული ფრენების სკოლაში”. დანარჩენები აშშ-ში უშუალოდ 11 სექტემბრისათვის ჩავიდნენ და უკვე კარგად იყვნენ გაწვრთნილები მასშტაბური შეტაკებებისათვის.

აშშ-ის პასუხი ტერორისტულ სამყაროს

2001 წლის ტრაგედიის დროს აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში იყო. 11 სექტემბრის საღამოს 9 საათზე მან სპეციალური სატელევიზიო ჩართვით ერთი მხრივ, ამერიკელები დაამშვიდა, მეორე მხრივ, ქვეყნის ძლიერებას გაუსვა ხაზი.

ტერორისტულმა შეტაკებებმა, მართალია, ჩვენს უდიდეს შენობებს (“ტყუპებს”) გამოაცალა ძირი, მაგრამ ის ვერ შეეხება ქვეყნის საძირკველს, – თქვა ბუშმა.

რა ხდება ახლა “ტყუპი კოშკების” ადგილას

11 სექტემბრის ტრაგედიიდან მალევე, პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ამერიკელებს დაპირდა, რომ ის აღადგენდა სავაჭრო ცენტრს, ამერიკა კი გახდებოდა პოლიტიკურად და ეკონომიკურად უფრო ძლიერი. 

2011 წლისათვის შენობის ნაწილი აღდგა, 2018 წელს თითქმის დაასრულეს რეკონსტრუქცია. გარდა ამისა, 2011 წელს საუბარი იყო მემორიალთან ახლოს ისლამური მეჩეთის აშენებაზე – ნიუ-იორკმა მხარი დაუჭირა ამ პროექტს. თუმცაღა მეჩეთი არ აშენებულა. მეჩეთის აშენების მოწინააღმდეგეები ამბობდნენ, რომ მეჩეთის არსებობა იქ, სადაც ისლამურმა სამყარომ ტრაგედია დაატრიალა, მიუღებელია.

დღეს “ტყუპების” ადგილას, მანჰეტენის სამხრეთით, გრინვიჩის ქუჩაზე,  შავი მარმარილოს მემორიალი დგას. მის კედლებზე ამოტვიფრულია ტერაქტის დროს დაღუპულთა სახელები.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისაგან დაღუპულთა ოჯახებმა დახმარების სახით ჯამში $7-მილიარდი ამერიკული დოლარი მიიღეს. 

 

„მთავარი არხი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
დაჭრილ მეომართა თანადგომის ფონდი
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარ-აგვისტოს საქმიანობა

14:07 08-19-2026
თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს

13:43 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved