• რეკლამა
  • კონტაქტი
13:59, ოთხშაბათი, 8 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

23 თებერვალი-1-ელი მარტი – კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ალია ავტორი - ალია
11:40 02-23-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
344

ვერძი
ვერძისთვის ეს კვირა პრიორიტეტების ახლებურად შეფასებას მიეძღვნება. შეიძლება იგრძნოთ, რომ ძალიან ბევრს აკეთებთ და მოსალოდნელ შედეგებს ვერ იღებთ. ეს კარგი დროა სამუშაო ამოცანების გადასახედად და მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად. პირად ცხოვრებაში შეიძლება დიდი ხნის წინ გადადებული თემები წამოიჭრას. გულწრფელი საუბრები დაძაბულობას მოგიხსნით. პრაქტიკული მიზნებით განხორციელებული მოგზაურობები წარმატებული იქნება. ფინანსური საკითხები სიფრთხილეს მოითხოვს, განსაკუთრებით შაბათ-კვირის მოახლოებასთან ერთად.

შაბათ-კვირას კარგი იქნება სოფლად გასეირნება და სუფთა ჰაერზე ყოფნა.

სასიკეთო დღეები: 27, 1.

არასასიკეთო დღე: 25.

კურო
კუროს ნიშნის წარმომადგენლებს ეს კვირა სტაბილიზაციასა და კონტროლის გრძნობას მოუტანს. კარგი პერიოდია დაგეგმვისთვის, საბუთების შედგენისა და გრძელვადიანი გადაწყვეტილებებისთვის. ურთიერთობებში საიმედოობისა და სპეციფიკურობის საჭიროება იზრდება. შეეცადეთ, აკონტროლოთ ნეგატიური ემოციები. ფიზიკური მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია ძილთან და კვებასთან, ამიტომ ნუ უგულებელყოფთ თქვენი სხეულის სიგნალებს.

შაბათ-კვირას მშვიდ ატმოსფეროში შეძლებთ დიდი ხნის გადადებული საოჯახო საკითხების მოგვარებას და ოჯახურ პრობლემებთან გამკლავებას.

სასიკეთო დღეები: 26, 28.

არასასიკეთო დღე: 24.

ტყუპი
ტყუპებისთვის ეს კვირა აქტიური კომუნიკაციისა და ახალი იდეების პერიოდია. შესაძლებელია მოულოდნელი შემოთავაზებები ან სიახლეები, რაც გავლენას მოახდენს თქვენს სამომავლო გეგმებზე. ეს კვირა ხელსაყრელია სწავლისთვის, მოლაპარაკებებისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ზედმეტად არ გადაიტვირთოთ და საქმე ბოლომდე მიიყვანოთ, მხარდაჭერის გარეშე არ დარჩებით. პირად ცხოვრებაში შესაძლებელია სპონტანური გადაწყვეტილებები, რომლებიც მოგვიანებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდება.

შაბათ-კვირას საყურადღებო ინფორმაცია არ გამოტოვოთ, შესაძლოა რამდენიმე საოცარი იდეა გაგიჩნდეთ.

სასიკეთო დღეები: 24, 1.

არასასიკეთო დღე: 27.

კირჩხიბი
ეს შესანიშნავი კვირაა შემოქმედებისა და კარიერისთვის. ადვილად გაუმკლავდებით გამოწვევებს და სასიხარულო ამბებიც გექნებათ. გამოავლინეთ თქვენი თანდაყოლილი ლიდერული თვისებები. თქვენი კრეატიულობა, პროფესიონალიზმი და განსაკუთრებული ორგანიზაციული უნარები დაფასდება. შესაძლოა დამატებით შემოსავალთან დაკავშირებული შემოთავაზება მიიღოთ. შეეცადეთ, კონკურენტებზე ნეგატიურად არ იფიქროთ, რადგან ასეთი ფიქრების გამო შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი საკითხები უყურადღებოდ დატოვოთ.

უმჯობესია, შაბათ-კვირა საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში გაატაროთ, ეს დადებითი ენერგიის დამატებით სტიმულს მოგცემთ.

სასიკეთო დღეები: 26, 27.

არასასიკეთო დღე: 24.

ლომი
ლომებს აქტიური სოციალური კონტაქტების პერიოდი ელოდებათ. ეს კვირა ხელსაყრელია გუნდური მუშაობისთვის, იდეების განსახილველად და ჯგუფურ პროექტებში მონაწილეობისთვის. თქვენი მიზანმიმართულობა შესამჩნევი იქნება და არსებობს შანსი, რომ დაჯილდოვდეთ. პირად ურთიერთობებში მნიშვნელოვანია ბალანსის პოვნა. ფინანსური შესაძლებლობების წარმოშობა შესაძლებელია თანამშრომლობის ან რეკომენდაციების გზით.

შაბათ-კვირას ეცადეთ, საშინაო საქმეები გადადოთ და დრო ახლო მეგობრებთან ერთად გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 25, 27.

არასასიკეთო დღე: 26.

ქალწული
ქალწულებისთვის ეს კვირა პასუხისმგებლობით იქნება სავსე. სამუშაო დატვირთვა გაიზრდება, მაგრამ, ამასთან ერთად, დიდი შანსია, გააძლიეროთ თქვენი პროფესიული რეპუტაცია. ეს კარგი დროა სისტემატიზაციისთვის, ანალიზისა და დაგეგმვისთვის. პირად ცხოვრებაში შესაძლებელია მომავალზე და საერთო ვალდებულებებზე მსჯელობა. არ დაგავიწყდეთ დასვენება, ზედმეტმა მუშაობამ შეიძლება თქვენი ეფექტიანობა შეამციროს.

შაბათ-კვირას ეცადეთ, თავი აარიდოთ კონფლიქტებს და რთულ სიტუაციებში მოთმინება შეინარჩუნოთ.

სასიკეთო დღეები: 23, 27.

არასასიკეთო დღე: 25.

სასწორი
ეს კვირა სასწორს განახლების სურვილს მოუტანს. შეიძლება მოისურვოთ გარემოს შეცვლა, რაიმე ახალი სცადოთ ან გადახედოთ თქვენს შეხედულებებს. ეს ხელსაყრელი პერიოდია მოგზაურობისთვის, სწავლისა და ჰორიზონტის გაფართოებისთვის, თუმცა რასაც არ უნდა აკეთებდეთ, არ დაგავიწყდეთ მეგობრები – ერთად შესანიშნავად გაატარებთ დროს. ურთიერთობებში მნიშვნელოვანია იყოთ გულწრფელი საკუთარ თავთან და პარტნიორთან. თქვენი ინტუიცია სწორი მიმართულებით წაგიყვანთ.

შაბათ-კვირა სავსე იქნება მრავალფეროვანი ღონისძიებებით – არჩევანი თქვენზეა!

სასიკეთო დღეები: 25, 28.

არასასიკეთო დღე: 24.

მორიელი
ამ კვირაში სირთულეები დამატებით სტიმულს შეგძენთ. მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდება, რაც საშუალებას მოგცემთ, რომ თქვენი გეგმები განახორციელოთ. ასევე, განსაკუთრებული წარმატებით შეძლებთ ყოველდღიური დავალებების შესრულებას. შესაძლებელია სამსახურში ფარული პროცესები, რომლებიც მოგვიანებით შედეგს გამოიღებს. პირად ცხოვრებაში ემოციური კავშირები გაძლიერდება, თუ თავად მოისურვებთ.

შაბათ-კვირას ეცადეთ, არ ინერვიულოთ და არავის მისცეთ ცარიელი დაპირებები, საკუთარ თავზე იზრუნეთ.

სასიკეთო დღეები: 24, 27.

არასასიკეთო დღე: 25.

მშვილდოსანი
მშვილდოსნებისთვის ეს კვირა ხელსაყრელია პირობების, შეთანხმებებისა და ერთობლივი გეგმების განსახილველად. დაიწყეთ ახალი პროექტები მანამ, სანამ იძულებული გახდებით, რომ ეს გააკეთოთ, ისედაც მოგიწევთ და ლოდინს აზრი არ აქვს. თქვენი მიზნების მიღწევა მეგობრებისა და კოლეგების მხარდაჭერით შეგიძლიათ, ამიტომ დახმარებაზე უარი არ თქვათ. მოერიდეთ ილუზიებსა და თავის მოტყუებას. ხუთშაბათს შესაძლოა მომგებიანი საქმიანი შემოთავაზება მიიღოთ.

შაბათ-კვირას შეეცადეთ სახლის საქმეები მოაგვაროთ.

სასიკეთო დღეები: 26, 1.

არასასიკეთო დღე: 28.

თხის რქა
თხის რქებისთვის ეს კვირა პრაქტიკული და პროდუქტიული იქნება. ეს პერიოდი ხელსაყრელია სამუშაო პრობლემების გადასაჭრელად, ორგანიზებისა და პროცესების გამარტივებისთვის. თუ ყველაფერს ეტაპობრივად მიუდგებით, ბევრი რამის მიღწევა შეგიძლიათ. ყურადღება არ მოაკლოთ საყვარელ ადამიანებს, მათ შეიძლება თქვენი მხარდაჭერა დასჭირდეთ. პირად ცხოვრებაში სიმშვიდეა, ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას, განსაკუთრებით ყოველდღიურ რუტინას.

შაბათ-კვირას მეგობრებთან შეხვედრა უჩვეულოდ სასიამოვნო და მომგებიანი იქნება.

სასიკეთო დღეები: 26, 28.

არასასიკეთო დღე: 25.

მერწყული
ამ კვირაში მერწყულისთვის კრეატიულობის, სიხარულისა და სიმარტივის მოთხოვნილება იზრდება. ეს კარგი პერიოდია ჰობისთვის, რომანტიკისა და არატრადიციული იდეებისთვის. სამსახურში უნდა ენდოთ თქვენს უნიკალურ მიდგომას. გამოავლინეთ თქვენთვის დამახასიათებელი კეთილსინდისიერება და პუნქტუალურობა, ეს დაგეხმარებათ შეცდომების თავიდან აცილებაში. ეცადეთ, ნაკლებად გააკრიტიკოთ კოლეგები.

მნიშვნელოვანია, რომ არ უგულებელყოთ ყოველდღიური საკითხები, ისინი განსაკუთრებით შაბათ-კვირას საჭიროებენ ყურადღებას.

სასიკეთო დღეები: 24, 28.

არასასიკეთო დღე: 27.

თევზები
თევზებისთვის ეს არის დრო შეჯამებისა და შინაგანი განწმენდისთვის. კარგია, თუ ყურადღებას გაამახვილებთ თქვენს სახლზე, ოჯახსა და პირად სივრცეზე. რომანტიკული და სასიყვარულო საკითხები შეიძლება ამ კვირის მთავარი მოვლენები იყოს. სამსახურში ნუ აიღებთ ზედმეტ პასუხისმგებლობას. ენდეთ თქვენს ინტუიციას, ის განსაკუთრებით ძლიერია ამ პერიოდში.

შაბათ-კვირას შეეცადეთ, დრო მშვიდ, თქვენთვის სასურველ გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 24, 26.

არასასიკეთო დღე: 23.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026

ბიზნესი

სილქნეტი
ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

17:23 07-07-2026
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის

16:11 07-07-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა

20:32 07-06-2026
სელფი
ახალი ამბები

“სელფის” ქსელი კიდევ 27 სადგურით გაიზარდა

18:50 07-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved