• რეკლამა
  • კონტაქტი
08:08, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საგანგებო” მთავრდება და შეზღუდვები რჩება – რა ცვლილებას ითხოვს კანონში გახარია?

ალია ავტორი - ალია
15:26 05-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

საქართველოს მთავრობამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ღრმა ანალიზის შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება, 22 მაისის შემდგომ პრეზიდენტს და შესაბამისად პარლამენტს აღარ მიმართოს საგანგებო მდგომარების გახანგრძლივების გაგრძელების მიზნით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  გიორგი გახარიამ განაცხადა.

პრემიერი აპირებს კანონში ცვლილებები შეიტანოს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების გარეშე გააგრძელოს შეზღუდვები – არ იქნება საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ შეზღუდვები “საჭიროა” და ამისათვის კი კანონის ცვლილებაა აუცილებელი, რადგან – კანონი არ იცნობს ასეთ “უცნაურობას” – არ იყოს საჭირო საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ მაინც დაწესდეს ის შეზღუდვები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს წესდება.

პრემიერი:

„მაგრამ აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ ნიშნავს, რომ შეზღუდვები, რომელიც დაწესებულია, სრულად და ერთბაშად იქნება მოხსნილი.

შეზღუდვების ნაწილი, რომელიც აუცილებელია ეპიდემიოლოგების აზრით, რათა ჩვენ შევინარჩუნოთ რისკების კონტროლის ის მაღალი დონე, რომელიც დღეს გვაქვს, აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. ამისთვის, ჩვენ მივმართავთ პარლამენტს, რომ მასთან ერთად დავიწყოთ მსჯელობა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც მოგვცემს შესაძლებლობას, ვმართოთ ეპიდემია, ვმართოთ ეპიდემიური რისკები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე”

“ალია” – მთავრობას არ შეუძლია საგანგებო მდგომარეობის გარეშე დატოვოს კომენდანტის საათი, არ შეუძლია, აუკრძალოს 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს გარეთ გამოსვლა, საგანგებო მდგომარეობის გარეშე და არ შეუძლია შეზღუდოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა – საგანგებო მდგომარეობის მოხსნის პირობებში.

რომელი აკრძალვის დატოვებას ფიქრობს მთავრობა? სამივე უნდა რომ დატოვოს, თუ მხოლოდ ორი, ან ერთი? – ამაზე პრემიერს არ უსაუბრია.

ხელისუფლებას სჭირდება ასევე სამართლებრივი საფუძველი იმისათვისაც, რომ აკრძალოს 10 და მეტი ადამიანის ერთად შეკრება – სწორედ ამ შეზღუდვებისთვის სჭირდება კანონში ცვლილება – გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ არც გაუქმდება, ფურცელზე გაუქმებული იქნება, მაგრამ რეალურად ცხოვრებას გავაგრძელებთ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით.

თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამაიმედებელია, თუ პანდემია ვმართეთ, რატომ უნდა გაგრძელდეს შეზღუდვები – უცნობია.

ერთმა კაცმა თქვა ჩურჩხელა არ მიყვარსო, როგორო ჰკითხეს, თხილი არ გიყვარსო? – კი, მიყვარსო. – აბა, თათარა არ გიყვარსო? – ეგაც მიყვარსო. – აბა, ძაფს არც ჩვენ ვჭამთ, ბიძიაო.

ხოდა, თათარაც გვიყვარს და თხილიც, მაგრამ ძაფის ჭამის დროაო, დაახლოებით, ეგ ცვლილება შევა კანონში და ამ ცვლილების გამოყენება მთავრობას შეეძლება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დროს შეეძლება დააწესოს შეზღუდვები, მაშინაც კი, თუ არც პანდემიაა, არც საგანგებო მდგომარეობა და არც შეზღუდვის საჭიროება.

პირდაპირ საარჩევნო კანონში ჩაგეწერათ ბარემ, რომ არჩევნების წინ, მთავრობა იტოვებს უფლებას, შეზღუდოს გადაადგილება, შეკრება და ყველა შეზღუდვა გამოიყენოს, რომ მოიგოს არჩევნები!

ალია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved