• რეკლამა
  • კონტაქტი
08:06, სამშაბათი, 4 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მაგთიკომს მომხმარებლები უჩივიან – რა ხდება თბილისის ერთ-ერთ უბანში?

ალია ავტორი - ალია
16:55 06-25-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
9,292

დღეს, 25 ივნისს, “ალიას” არაერთი ადამიანი დაუკავშირდა და შეგვატყობინეს, რომ ლისი ვერანდას მთელ დასახლებას, გუშინ საღამოდან მოყოლებული აღარ აქვთ წვდომა “მაგთის” სერვისებზე, არ მიეწოდებათ არც ინტერნეტი, გამორთულია ტელევიზიაც.

ნ.თ. – “გადასახადს ვიხდით ამ სერვისების მიღებაში, საკმარისია რამდენიმე წუთით გადავაცილო გადახდა და შემიწყდება, გამოდის, კომპანიის უფლებები დაცულია, თუმცა, როცა მე მიწყდება მომსახურება და მადგება ზიანი, კომპანია არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს, ჩემი ზიანი არ ნაზღაურდება, ვერ ვიღებ მომსახურებას, თუმცა თანხას იგივეს ვიხდი. მივწერე კომუნიკაციების კომისიას და მომივიდა მზა პასუხი – უქმე დღეებია და ისვენებენ, თურმე. რომელი საუკუნეა, კომინიკაციის საშუალებები რომ შემიწყდეს? და თურმე, კომუნიკაციას ჰქონია უქმე დღეები, ერთი ოპერატორიც არ ჰყოლიათ შაბათ-კვირას.”

 

ზ.კ. – “დავრეკე გუშინ საღამოსაც და დღესაც დავრეკე, ბებიამ მთხოვა, მარტო ცხოვრობს იქ და ძალიან უჭირს ახლა უტელევიზოროდ, გვეუბნებიან, რომ შაბათ-კვირას ბრიგადები არ მუშაობს და ამიტომ ორშაბათამდე ვერ ჩართავენ.გარდა იმისა, რომ როგორც მომხმარებელი, სრულიად დაუცველი გამოვედი, შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს – რას ნიშნავს კომპანიას შაბათ-კვირას არ ჰყავს ტექნიკური ბრიგადები? გადაუხადოს ორმაგი, როგორც წესია, უქმე დღეების სამუშაოს შემთხვევაში და აღადგინოს მომსახურება. შაბათ-კვირის მომსახურების თანხას არ ვიხდი? უკან დამიბრუნებს 2 დღის თანხას? ან, ბებია რომ ახლა სრულ სიჩუმეში დარჩა მარტო და მეც ამ დილით გავედი ქალაქიდან, მაგ მორალურ ზიანს ვინ ამინაზღაურებს? 20 ივნისსაც ვიყავი აქციაზე და 24 ივნისსაც, დიახ, მინდა ევროპული ღირებულებები, სადაც მხოლოდ კომპანიის კი არა, მომხმარებელთა უფლებებიც იქნება დაცული, სადაც იქნება კონკურენცია რანდენიმე კომპანიას შორის და არ იქნები ჩამოკიდებული ორ კომპანიაზე. სწორედ ამიტომ გვიბედავენ ამდენს, უკვე იქამდე მივიდნენ, რომ გათიშულ კომუნიკაციას, თურმე, შაბათ-კვირას ვერ აღადგენენ.”

 

თ.ა. – “მთელი დასახლება ვრეკავთ ორი დღეა კომპანიაში და ერთი ადგილი ვერ ავაწევინეთ. წარმოუდგენლად დამამცირებელია ოპერატორთა პასუხები, თურმე, უნდა ველოდოთ ორი დღე, რადგან არ ჰყოლიათ ბრიგადები შაბათ-კვირას. რატომ არ გამაფრთხილეს თავიდანვე, რომ თუ პარასკევს საღამოს რამე დაზიანდებოდა ორშაბათამდე ვერ აღადგენდნენ? ვუთხარი, რომ აუცილებლად მივმართავდი მედიას, მიპასუხეს, რას ეტყვით, რომ ინტერნეტი არა გაქვთო? – დამცინავი ხმით. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ არ იციან მომხმარებლებსაც რომ გვაქვს უფლებები, არც ის იციან ადამიანის უფლება რომ არის, 21-ე საუკუნეში ჰქონდეს კომუნიკაციის საშუალებები. ახლა თქვენ გეკითხებით, თქვენც გგონიათ, რომ არ უნდა მომემართა თქვენთვის და ადამიანის უფლებები, მომხმარებელთა უფლებები არ უნდა იყოს დაცული?”

სოციალურ ქსელში, წერს მედიცინის დოქტორი, სამედიცინო ცენტრის „ლაბუნი“ ხელმძღვანელი, გიორგი კავკასიძეც, რომელიც ასევე ამავე დასახლებაში მაცხოვრებელი აღმოჩნდა:

“გუშინ ღამის 10 საათიდან ინტერნეტი/კაბელური ტელევიზია. გათიშული აქვს მთელ დასახლებას (ლისი ვერანდა)
ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელი დაზიანდა და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობსო – გუშინ მითხრა #მაგთი ოპერატორმა 23:35 საათზე.
დღეს მაგთის ოპერატორი მეუბნება შაბათ-კვირას სარემონტო ბრიგადები არ გვყავს ამიტომ ორშაბათამდე ინტერნეტი არ გექნებათო, ანუ არც ტელევიზია გვექნება და არც ინტერნეტთან წვდომა.
ევროკავშირის წესებით და სტანდარტებით ცხოვრება კიდევ იმიტომ არის კარგი რომ ევროკავშირში მომხმარებლის უფლებებია დაცული, დღევანდელ საქართელოში კი მომხმარებელი პრაქტიკულად უუფლებოა.
#კომუნიკაციებისკომისია – ვის უფლებებს იცავთ მომხმარებლის თუ მიმწოდებლის?
მთელი უბნის (ლისი ვერანდა) წინასწარ გადახდილ ინტერნეტის თვიურ გადასახადზე 2 დღე ინტერნეტის გარეშე ჩაითვლება როგორც “მიწოდებული სერვისი” ?”

 

“ალიამ” გადაწყვიტა, გადაემოწმებინა მოქალაქეთა მონათხრობი და ჩვენც დავუკავშირდით “მაგთის” ცხელ ხაზს, სადაც ასევე გვითხრეს, რომ უქმე დღეებში ტექნიკური ჯგუფი არ მუშაობს – გამომდინარე იქედან, რომ, როგორც კომპანია გვამცნობს, ჩვენი საუბარი იწერება, მათ ამ ზარის გადამოწმებაც შეუძლიათ, ზარი შევიდა 13.11 საათზე ნომრიდან 555 46 08 04.

“ალია” დაუკავშირდა კომპანიის წარმომადგენელს, რომელმაც გვთხოვა კითხვები გადაგვეგზავნა ელექტრონული ფოსტით. მოქალაქეების კითხვები ასე ჩამოვაყალიბეთ:

 

1. რატომ არ მიეწოდება ლისი ვერანდას მოსახლეობას ინტერნეტი და ტელევიზია?
2. მართალია, თუ არა, რომ შაბათ-კვირას არ მუშაობს თქვენი ბრიგადები (ტექნიკური), როგორც ამას თქვენი ოპერატორი მომხმარებლებს ეუბნება.
3. თვლით, თუ არა, რომ ირღვევა უფლებები თქვენი მომხმარებლების, რომლებსაც გადახდილი აქვთ მომსახურების თანხა და არ მიეწოდება სერვისი?
4. აპირებთ, თუ არა, მომხმარებელს აუნაზღაუროთ ზარალი, რომელიც მიადგათ?
მოგვიანებით, დაგგიკავშირდა კომპანიის წარმომადგენელი, რომელმაც სატელეფონო საუბრისას გვითხრა, რომ გზის დაგებისას დაზიანდა კაბელი, უკვე მუშაობენ და დღეს საღამომდე აღდგება მომსახურება. კითხვაზე, მაშინ რატომ გვპასუხობენ, რომ შაბათ-კვირას არ მუშაობენ ბრიგადები, გვიპასუხეს, რომ ახლა უკვე მუშაობენ.
იმედს ვიტოვებთ, რომ მომსახურება მოსახლეობას მართლაც სწრაფად აღუდგება.
იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას ენდომება მომხმარებელთა კითხვებს ამომწურავად გასცეს პასუხი, მასალა აქვე განახლდება.
რაც შეეხება კომუნიკაციების კომინიკაციების მარეგულირებელ კომპანიას, ვეცდებით, მათი კომენტარი ორშაბათს მოვიპოვოთ.
თეგები: "ალიას" მკითხველიმაგთიმაგთიკომიმომხმარებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თარჯიმანი
ახალი ამბები

„შეჭამე შენი თითები“– სასაცილო, ძვირადღირებული და ტრაგიკული შეცდომები – როცა თარჯიმანი არასწორად თარგმნის

20:32 08-03-2026
ევაკუატორი
ახალი ამბები

როგორ გადაგვარჩინა ევაკუატორმა – 4 გოგოს თავგადასავალი ქალაქგარეთ

16:23 08-03-2026
ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved