ორბელიანის მოედანზე 21 წლის ნიკიტა აგიევი ცივი იარაღით მოკლეს, ნივთმტკიცება პოლიციელებმა ორბელიანის მოედანზე იმ ადგილზე ნახეს, სადაც ჯერ კიდევ სისხლის კვალია.
ერთ-ერთი ვერსიით, თავდასხმა ახალგაზრდა კაცზე ჯგუფურად მოხდა და დანაშაულის ფიგურანტი სავარაუდოდ 4 პირია.
კიდევ ერთი ინფორმაციით, აგიევი სასიკვდილოდ მისმა მეგობარმა გაიმეტა.
დასისხლიანებული მამაკაცი უგონო მდგომარეობაში ქუჩაში მოქალაქეებმა ნახეს. 21 წლის აგიევი სასწრაფო დახმარების სამსახურის მანქანაში გარდაიცვალა. საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ადგილზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
კომენტარები