• რეკლამა
  • კონტაქტი
06:54, შაბათი, 25 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

21 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ალია ავტორი - ალია
11:12 06-21-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,154

ვერძი

პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ძალიან ძლიერი გრძნობა – სიყვარული თუ სიძულვილი, თქვენზეა დამოკიდებული. პრობლემების გადაჭრისას სერიოზული სირთულეები გელით, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, უკან არ დაიხიოთ და არჩეული გზიდან არ გადაუხვიოთ. ეცადეთ, საქმე ბოლომდე მიიყვანოთ.

კურო

ეცადეთ, ყველა წვრილმანზე არ ინერვიულოთ და ემოციებს გაუმკლავდეთ. არახელსაყრელი დღეა აქტიურობისა და ახალი საქმის დაწყებისთვის. ამჟამად ყველა წამოწყება წარუმატებლობისთვისაა განწირული, რამაც შეიძლება, მატერიალური სირთულეები გამოიწვიოს. დამშვიდდით, ეს დროებითი პრობლემებია.

ტყუპები

არ არის გამორიცხული, რომ უსიამოვნო სიახლემ ოჯახში დაძაბული გარემო შექმნას. მამაკაცებმა საკუთარი მოსაზრებები თავზე არავის უნდა მოახვიონ, თორემ პრობლემებს ვერ აიცილებენ. ტყუპ ქალებს ვურჩევთ, დღეს სახლიდან მოშორებით მეტი დრო გაატარონ.

კირჩხიბი

შეიძლება, ამ დღეს თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც თქვენში იმას დაინახავს, რაც ვერავინ შენიშნა. თუ შვილები გყავთ, კარგად დაფიქრდით, სანამ თქვენს ცხოვრებაში ახალ ადამიანს შემოუშვებთ.

ლომი

ახალი ნაცნობობა ან მოულოდნელი სიახლე გელით, რომელსაც შეუძლია, თქვენი ცხოვრების წესი რადიკალურად შეცვალოს. დაბნეულობამ და გაურკვევლობამ შეიძლება, სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ხელი შეგიშალოთ.

ქალწული

შეიძლება, ამ დღეს ზოგიერთი პრობლემის სამომავლოდ გადადება მოგინდეთ, მაგრამ ეს არ უნდა გააკეთოთ. უმჯობესია, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. პირად ცხოვრებაში შეიძლება, ძალიან ძლიერმა გრძნობამ გაგიტაცოთ, რომელთან გამკლავებაც გაგიჭირდებათ.

სასწორი

თავი შეიკავეთ ძვირად ღირებული შენაძენისა და ბიზნეს გარიგებებისგან, რომლებიც ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს. ერიდეთ რისკთან დაკავშირებულ ნებისმიერ საქმეს და ნუ ეცდებით თავის გამოჩენას. მოსალოდნელია მტანჯველი სიზმრები და ჯანმრთელობის გაუარესება.

მორიელი

გამონახეთ დრო ტაძრის მონახულებისთვის. ეცადეთ, საკუთარი თავისა და მოქმედებების მიმართ უფრო კრიტიკული იყოთ. შეიძლება განმარტოების სურვილი გაგიჩნდეთ, რაც ამჟამად ძალიან სასარგებლოა. ჯერჯერობით, აქტიურ ქმედებებს ლოდინი სჯობს.

მშვილდოსანი

სასურველია, საქმიანობის ახალი სფერო მოძებნოთ. აქტიური მოქმედებები და პარტნიორების დახმარება ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. მომავალში წარმატება გელით, მაგრამ საკუთარი ძალები და შესაძლებლობები გადაჭარბებულად არ უნდა შეაფასოთ – ისინი უსაზღვრო არაა.

თხის რქა

გახსოვდეთ, რომ დღევანდელი პრობლემა დღეს უნდა მოაგვაროთ, რადგან სამომავლოდ გადადებით საქმეს უფრო გაირთულებთ. ძლიერ გრძნობას, რომელმაც მთლიანად შეგიპყროთ, ვერ უმკლავდებით, მაგრამ საკუთარი მოვალეობები არ უნდა დაივიწყოთ.

მერწყული

ყურადღება ყველაზე მთავარზე და აუცილებელზე გაამახვილეთ და წვრილმანებზე დროს ნუ დაკარგავთ. სასარგებლოა ჯგუფური ვარჯიშები და ფიზიკური დატვირთვა. სურვილის შემთხვევაში, ყველაზე რთულ საქმესაც კი გაუმკლავდებით, თუნდაც ამისთვის დიდი დროისა და ენერგიის დახარჯვა მოგიწიოთ.

თევზები

ბევრ თევზს მოუწევს ღრუბლებიდან მიწაზე დაშვება და იმით დაკმაყოფილება, რასაც ცხოვრება სთავაზობთ. ალბათ, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც თქვენში იმას დაინახავს, რაც სხვებისთვის უხილავია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს

17:27 07-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved