• რეკლამა
  • კონტაქტი
10:33, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2030-სთვის ქვეყანა იქნება კიდევ უფრო მეტად წარმატებული, ძლიერი, მდიდარი – პრემიერი

ალია ავტორი - ალია
13:07 05-27-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
88

ჩვენ გვაქვს გაწერილი გეგმა და როცა მე დავბრუნდი პრემიერ-მინისტრად, მაშინ დავიწყეთ მუშაობა ამის თაობაზე, ამ დოკუმენტზე, ესაა ეროვნული მნიშვნელობის საერთო დოკუმენტი, ეს არის ქვეყნის განვითარების სტრატეგია, ხედვა 2030, ანუ როგორ მიდის ჩვენი ქვეყანა 2030 წლამდე. ყველა მიმართულებით არის გაწერილი, კონკრეტული ნაბიჯები გადასადგმელი, რომელიც უნდა გააკეთოს, განახორციელოს მთავრობამ და მთელმა გუნდმა. ამ შემთხვევაში, მთავრობაზე მინდა ვისაუბრო – ყველა სამინისტროს აქვს კონკრეტული გეგმა და ხედვა, რა უნდა გააკეთოს და ჩვენ ამ გეგმას მივყვებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2030 წლისთვის ქვეყანა იქნება კიდევ უფრო მეტად წარმატებული, ძლიერი და მდიდარი.

„2030-სთვის ქვეყანა იქნება კიდევ უფრო მეტად წარმატებული, ძლიერი, მდიდარი, უკვე სხვა ლიგაში, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, გადავა ქვეყანა. იგივე საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის და სხვათა შეფასებებით, ჩვენს ქვეყანაში მომდევნო 5 წლის განმავლობაში, გვექნება ყველაზე მაღალი ზრდა, მთელი ევროპის მასშტაბით. შედეგად როგორც მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის ექსპერტები ამბობენ, ძალიან მალე ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლები გადააჭარბებს 10 000 დოლარს. ეს შეიძლება მოხდეს 2-3 წელიწადში, მაქსიმუმ. ამიტომ, ვისაც ამ განვითარების, ამ წინსვლის, მშვიდობის, სტაბილურობის შეფერხება და შენელება უნდა, მე არ მოვერიდები ამის თქმას, ისაა ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის მტერი. ამიტომ, ჩვენ და ეს ჩვენი ვალდებულებაა, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა და კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ,“- აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved