• რეკლამა
  • კონტაქტი
10:11, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია – საიას ანგარიში

ალია ავტორი - ალია
13:49 12-10-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ ანგარიში წარმოადგინა, რომელიც 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას ასახავს. ანგარიშის მიხედვით,  წელს გაგრძელდა 2024-ში დაწყებული ავტორიტარული მმართველობის გაძლიერება – მათ შორის საკანონმდებლო ჩარჩოს გაუარესებით, ფიზიკური ძალადობით, უსაფუძვლო დაკავებებით, პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულებითა და დეზინფორმაციის კამპანიებით.

  • მნიშვნელოვნად გაუარესდა გამოხატვის თავისუფლების რეგულაციები – მათ შორის საჯარო პირების შეურაცხყოფის აკრძალვითა და მაუწყებლებისთვის უცხოური დაფინანსების შეზღუდვით;

  • შეკრების თავისუფლებაზე ზეწოლა გაიზარდა ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის სანქციების გაფართოებით, დაკავებებითა და ძალადობით;

  • გაერთიანების თავისუფლება 2025 წელს მკვეთრად დაზარალდა – რეპრესიული კანონების მიღებას თან ახლდა არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებები, ანგარიშების დაყადაღება და მიზანმიმართული ზეწოლა;

  • გაიზარდა პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის შემთხვევები, რაც აქტივისტებზე ზეწოლის აშკარა ფორმად განიხილება;

  • გაგრძელდა დემონსტრანტების არასათანადო მოპყრობა, ხოლო სისტემურ წამებაზე პასუხისმგებელი პირები კვლავ დაუსჯელები დარჩნენ;

  • გაუარესდა თანასწორობისა და მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობა – გაძლიერდა ანტიგენდერული რიტორიკა, სექსიზმისა და ჰომო/ტრანსფობიის წახალისება;

  • ეკონომიკური და სოციალური უფლებები კვლავ უგულებელყოფილია – მძიმე მდგომარეობა შეინიშნებოდა საცხოვრისისა და უსაფრთხო გარემოს მიმართულებით, რამდენიმე ტრაგიკული შემთხვევა კი სახელმწიფოს მიერ პრევენციის ვალდებულებების შეუსრულებლობას უკავშირდებოდა.

ქურდოვანიძემ აღნიშნა, რომ ეს ანგარიში მომზადდა იმ პირობებში, როდესაც საია ხელისუფლების მტრული დამოკიდებულების ფონზე მუშაობდა და მუდმივი თავდასხმის ობიექტი იყო როგორც პროპაგანდისტული მედიის, ისე მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან.

ვრცლად საიას ანგარიში ნახეთ აქ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved