• რეკლამა
  • კონტაქტი
02:31, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტები ცნობილია

ალია ავტორი - ალია
14:52 06-21-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
313

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ათასწლეულის ინოვაციის კონკურის ნახევარფინალის შედეგები უკვე ცნობილია. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი წელს მარტის თვიდან მიმდინარეობს და მასში 92 გუნდმა და 392 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

კონკურსი 2015 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია ახალგაზრდებში ტექნოლოგიების, საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგების, მეცნიერების და ინოვაციების პოპულარიზება.

წელს, საქართველოს სხვადასხვა სკოლიდან, კონკურსში მონაწილე 92-მა გუნდმა წარმოადგინა პროექტები საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ დარგებში, შემდეგ მიმართულებებში: კოსმოსი და ავიაცია, კიბერტექნოლოგიები და უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება, ჯანდაცვა და კვება, გამოყენებითი ტექნოლოგიები და აპლიკაციები (მობილური აპლიკაციები, ფინანსური ტექნოლოგიები, საბანკო აპლიკაციები, ხელოვნური ინტელექტი, ა.შ.) და რობოტექნიკა.

კონკურსანტების პროექტები შეაფასა დარგის ექსპერტებისგან შემდგარმა დამოუკიდებელმა ჟიურიმ და შეარჩია 29 ნახევარფინალისტი გუნდი.

13-14 ივნისს გაიმართა ჟიურის შეხვედრა ნახევარფინალისტებთან და პროექტების წარდგენა, რის შემდეგაც გამოვლინდა შემდეგი ფინალისტი გუნდები:

  1. MARINEGUARD – სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქ. ქუთაისის #41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა

  2. DIDOSTATI – ქ. თბილისის 175-ე საჯარო სკოლა

  3. GIRLS IN AGRO- ანდრია რაზმაძის სახელობის ქ. ქუთაისის #41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა

  4. STARFISH – სსიპ ქ. ბათუმის #6 ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლა

  5. BEES –სსიპ ვლადიმერ კომაროვის ქ. თბილისის ფიზიკა-მათემატიკის #199-ე საჯარო სკოლა

  6. კარლსონი -სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის #42-ე საჯარო სკოლა

  7. PEST PATROL – შპს ნიუტონის თავისუფალი სკოლა

  8. ანაბასისი – სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისი

  9. CREEN TECH – სსიპ ბაღდათის #2 საჯარო სკოლა

  10. BI-STABLE – სსიპ ქ.თბილისის # 54 და –სსიპ ვლადიმერ კომაროვის ქ. თბილისის ფიზიკა-მათემატიკის #199 საჯარო სკოლების ნაკრები

  11. TECHNOVISION – ანდრია რაზმაძის სახელობის ქ. ქუთაისის #41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა

ნახევარფინალისტები ზაფხულის განმავლობაში იმუშავებენ საკუთარი პროექტების პროტოტიპების შექმნასა და დახვეწაზე. შემოდგომაზე კი ფინალურ ეტაპზე წარდგებიან, სადაც ჟიური გამარჯვებულ გუნდებს გამოავლენს.

პირველ ადგილზე გასული გუნდი მონაწილეობას მიიღებს აშშ-ში NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში.

მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები, მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო STEM ბანაკებში და სასწავლო პროგრამებში აშშ-სა და ევროპაში, ხოლო ფინალისტი გუნდები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით.

კონკურსს ახორციელებს ათასწლეულის ფონდი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით. 

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და ლიბერთი.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved