• რეკლამა
  • კონტაქტი
04:41, ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“2024 წლის არჩევნების მთავარი პრობლემა იყო ის, რომ პრემიერის კანდიდატი არ დასახელებულა ჩვენი მხრიდან” – გიორგი ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
22:42 04-19-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
207
 „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსთან“, განაცხადა:

„10 მაისიდან 26 მაისამდე საყოველთაო კარდაკარი გვექნება, პირველ ეტაპზე, თბილისში. „ოპოზიციის ალიანსის” წარმომადგენლები ყველა უბანში მივალთ, ჩვენს გზავნილებს მივიტანთ და საზოგადოების აზრს მოვისმენთ. 26 მაისს იქნება სუფთად პოლიტიკური შეკრება, ღიად ვამბობ. ალიანსისთვის ეს იქნება პირველი პოლიტიკური საერთო მანდატის წამოღება საზოგადოებისგან.  … ჩავთვალოთ, რომ ეს ჩვენი სასტარტო წერტილი იქნება. მერე შევადაროთ შემდეგ შეკრებებზე გაიზარდა თუ არა ხალხის რაოდენობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში მოგვყვება”

მან ისაუბრა 2024 წლის არჩევნევზე და იმ პოლიტიკურ პარტიებზეც, რომლებიც ალიანსში არ არიან.

“2024 წლის არჩევნების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ჩვენი მხრიდან პრემიერის კანდიდატი არ დასახელებულა არცერთი ჯგუფიდან და ეს არის შეცდომა. მე მინდა, რომ ეს მოხდეს და აქეთ მივდივართ. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

…

ახლა, რასაც ალიანსი ვაკეთებთ, ეს არის საზოგადოების გამთლიანება და ერთ მუშტად შეკვრა. ჯერ არჩევნები მიღწეული არ არის. ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს, არჩევნებამდე იმხელა უპირატესობა უნდა იყოს ჩვენს მხარეს, რომ ვეღარ შეძლოს მეორე მხარემ ამ უპირატესობის სიყალბით გადალახვა.

…

ადრეც მხარს ვუჭერდი ერთიან, სრულ კონსოლიდაციას და ეს ვერ მოხერხდა, მაგრამ მოხერხდება. „ლელოსთან“ ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და დიდ პატივს ვცემ. დრო გვიჩვენებს, რომელი გზა უფრო სწორია, ალიანსის გზა, სადაც პარტიები გაერთიანდა თუ ცალკე დგომის გზა. ჩვენ არავისთვის კარი არ დაგვიხურავს. არჩევნები დღეს არ ტარდება. იქნებ „ლელომ“ სხვა გადაწყვეტილება მიიღოს, ან ჩვენ მივიღოთ სხვა გადაწყვეტილება, თუ დავინახავთ, რომ სხვა გზა სჯობს. არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ ვინმეს რამეს ვაძალებ. მამუკა ხაზარაძესაც დიდ პატივს ვცემ, ბადრი ჯაფარიძესაც, „ლელოს“ ახალგაზრდულ გუნდს, ირაკლი იქნება თუ სხვა, მე მათთან თანამშრომლობა მინდა და ღიად ვაცხადებთ ამას. დღეს ალიანსში ვინც შეიკრა, შეიკრა, ხვალ და ზეგ შეიძლება ახალი ადამიანები და ჯგუფები შემოვიდნენ.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი
ახალი ამბები

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი

21:08 10-14-2026
იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?
ახალი ამბები

იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?

14:27 10-14-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

18:22 10-13-2026
168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
ახალი ამბები

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება

17:54 10-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved