• რეკლამა
  • კონტაქტი
23:54, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“2024 წლამდე ნაცები არ მოიცდიან და ვარდების რევოლუციის წლისთავისთვის აპირებენ იგივეს გამეორებას, რაც 2003 წელს მოხდა”

ალია ავტორი - ალია
20:51 11-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
189

ანი დვალიშვილი, ალია

2021 წლის თვითმმართველობის მეორე ტური დასრულდა. ვინ წაგებულად გრძნობს თავს, ვინ მოგებულად, სხვა საკითხია, ფაქტი ისაა, რომ  2012 წლის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ პირველი მუნიციპაალიტეტი წააგო და წალენჯიხაში „ნაცებმა“ გაიმარჯვეს. ეს იმ ფონზე, რომ მეორე ტურის წინ, ისევე როგორც ზურაბიშვილის არჩევნების დროს, არნახულად დაირაზმა ხელისუფლება და ყველა რესურსი დახარჯა. რა თქმა უნდა, ახლა უკვე საუბრობენ იმაზე, რომ უკვე ნოემბერ-დეგემბერში, საკრებულო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს ზედიზედ სამჯერ ჩააგდებს, რაც მერის იმპიჩმენტის და მაისში ახალი არჩევნების დანიშვნის მიზეზი გახდება, თუმცა ამის გაკეთება ძალიან ძნელი იქნება, რადგან საკრებულოშიც „ოცნებას“ მყარი უმრავლესობა არ ჰყავს და მეორე – ვინძლო, კიდევ ერთმა არჩევნებმა წალენჯიხელები ისე გააბრაზოს, უარესი შედეგი დადგეს.

რეალურად, ასეთი შედეგები იმის ბრალი კი არ არის, რომ ხალხს მართლა ნაციონალური მოძრაობა მოენატრა. უბრალოდ, ადამიაანების დიდ ნააწილს ხელისუფლებაში „ოცნების“ ხილვა აღარ სურს, რადგან არსებობისთვის ბრძოლა ყოველდღიურად ძნელდება და როგორც წესი, ამაში დამნაშავედ ხალხი, სრულიად ლოგიკურად, ყოველთვის ხელისუფლებას აცხადებს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი სისხლის სუნი იგრძნო, ანუ მიხვდა, რომ გარდატეხა შეიძლებოდა და მაქსიმუმს შეეცადა, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ წალენჯიხა გამოუვიდა. მშვიდობიანი რევოლუციის დაანონსება შედეგის მომტანი რამდენად იქნება, ერთად ვნახავთ, მაგრამ ბოლო აქციაზეც გამოჩნდა, რომ ოპოზიციას უჭირს მთავარში – ადამიანურ რესურსში. იმის გათვალისწინებით, რა თანხაც წინასაარჩევნოდ გაისროლა ოპოზიციამ, ფინანსურადაც ვერ იქნებიან ძლიერები.

„იყო შეთანხმება, რომ თუ დიდი ან პატარა მელიები, შესაბამისად, ზუგდიდს ან თბილისს ვერ მოიგებდნენ, ნიკა პარტიის თავმჯდომარის პოსტს დატოვებდა, პარტიას ჩააბარებდნენ ხატია დეკანოიძეს, ხოლო სააკაშვილი იქნებოდა პარტიის საპატიო თავმჯდომარე. შემდეგ, საერთაშორისო ორგანზაციებს მიაწვდიდნენ ცნობას, რომ ხელისუფლებას ციხეში მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე უზის და არა უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი. საუბარი სააკაშვილის საპატიო თავმჯდომარეზე დღის წესრიგიდან არ მოხსნილა და დღეს არსებული რეალობით, მელიას წასვლაც გუნდისთვის წამგებიანი იქნება. ახლა ერთადერთი გამოსავალია – ოპოზიციამ ხელისუფლება უნდა აიძულოს, 20 ივნისის ღამის მაგვარი მოაწყოს და ეს მოხდება არა პარლამენტთან, არამედ რუსთავის ციხესთან, სადაც ხალხის რაოდენობაც ნაკლებია საჭირო და რაც მთავარია, იქ იმდენად ვიწრო გზა არის, ადამიანებმა შესაძლოა ერთმანეთი გადათელონ და პოლიცია საერთოდ არაფერ შუაში იყოს, მაგრამ დასახიჩრებული ადამიანები ახლა ოპოზიციას ჰაერივით სჭირდება“, – გვეუბნება „ნაცმოს“ ერთ-ერთი მაღალჩნოსანი, რომელიც არც იმას მალავს, რომ 2024 წლამდე დაცდას ნაცები არ აპირებენ და ვარდების რევოლუციის წლისთავისთვის აპირებენ იგივეს გამეორებას, რაც 2003 წელს მოხდა.

თეგები: ანი დვალიშვილიენმოპოზიცია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved