• რეკლამა
  • კონტაქტი
19:40, ოთხშაბათი, 25 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2022 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით – ვისთვის იქნება წარმატებული და იღბლიანი ვეფხვის წელი

ალია ავტორი - ალია
20:17 12-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
892

ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით, ყოველ წელს თავისი მფარველი ჰყავს. 2022 წელს ცისფერი ან შავი (მას ორივენაირად უწოდებენ) წყლის ვეფხვის წელი მოდის. ის კეთილშობილი და სამართლიანია, მაგრამ ამავე დროს ფიცხი ნიშანიცაა. წყლის სტიქია ამ წელს შემოქმედებითი საქმიანობისთვის ხელსაყრელ პირობას ქმნის.
ასტროლოგები ამბობენ, რომ 2022 წელი მშვიდი და გაწონასწორებული არ იქნება. ბევრი ადამიანი შეცდომას დაუშვებს, თუმცა ამ შეცდომების შედეგები და მასშტაბები ინდივიდუალური იქნება თითოეულის შემთხვევაში. ვეფხვი განზრახ შექმნის სტრესულ სიტუაციებს, რომ ისწავლოთ, როგორ გახდეთ ძლიერები.

ოდიაქოს ზოგი ნიშნისთვის 2022 წელი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს, რადგან მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს. თუ ზოდიაქოს წრის ზოგი წარმომადგენელი ცვლილებებს ადვილად შეეგუება, სხვებისთვის გატკეპნილი ბილიკიდან გადახვევა გაუჭირდებათ.

ვერძი (21.03 – 19.04)

ვერძებს თამამად შეიძლება იღბლიანები ვუწოდოთ, რადგან 2022 წელს რთული და კრიზისული  პერიოდები  მოსალოდნელი არაა. ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ყველაზე ხელსაყრელი წლის მეორე ნახევარი –  გაზაფხულის  ბოლოდან ნოემბრამდე იქნება. ეს პერიოდი ვერძებისთვის კარიერულ ზრდას,  ფინანსური  სფეროს გაუმჯობესებას და პირად  ცხოვრებაში  წარმატებას უკავშირდება. გახსოვდეთ, რომ ეს ყველაზე ხელსაყრელი დროა გაბედული იდეებისა და თამამი ექსპერიმენტების განსახორციელებლად. ზაფხულში ხელსაყრელი პერიოდია ახალი ურთიერთობებისთვის.  სავარაუდოდ, ახალი რომანი ან უკვე არსებული სასიყვარულო კავშირების გაძლიერება გელით. 

კურო (20.04 – 20.05)

2022 წელს კუროს მშვიდი და აქტიური პერიოდების მონაცვლეობა ელის. მომზადეთ იმისთვის, რომ ზამთრის პირველი ორი თვე შეიძლება რთული იყოს. ამ წელს კუროსთვის  ყველაზე ხელსაყრელი და წარმატებული პერიოდი გაზაფხულია, როდესაც ფინანსურ და კარიერულ საკითხებში წარმოუდგენლად გაუმართლებს.  ასტროლოგები ზაფხულში ახალი ადამიანების გაცნობასა და არსებულ ურთიერთობებზე მუშაობას გირჩევენ. ცხოვრებისეული სირთულეები შეიძლება სექტემბერსა და ნოემბერში წარმოიშვას. გამორიცხული არ არის, რომ შემოდგომის ბოლო თვეს პირად ცხოვრებაში გარკვეული სირთულეები შეგექმნათ, მაგრამ კუროსთვის მოუგვარებელი პრობლემა არ არსებობს. ამასთან, დროებით სირთულეებს მალე ფინანსური წარმატება დაკარიერული წინსვლა შეცვლის.

ტყუპები (05.21 – 06.20)

იანვრიდან მაისამდე პერიოდში ტყუპებს მიზნის მისაღწევად ხანგრძლივი და დაძაბული მუშაობა მოუწევთ.  სამსახურში არსებული სირთულეების მიუხედავად, ჰაერის ელემენტის წარმომადგენლებს ამ პერიოდში სიყვარულში გაუმართლებთ. მაისიდან ნოემბრამდე პერიოდში ტყუპების ნებისმიერ წამოწყებას წარმატება ელის. შესაძლოა, გაჩნდეს განცდა, რომ ბედი თქვენს მხარესაა, მაგრამ ილუზიებში არ უნდა ჩავარდეთ. ეცადეთ პრობლემები გონივრულად და რაციონალურად მოაგვაროთ. თუ ხვდებით, რომ ბიზნეს-პარტნიორი ან კოლეგა თქვენს მოტყუებას ცდილობს, დაფიქრდით ღირს თუ არა ურთიერთობის გაგრძელება ადამიანთან, რომელსაც არ ენდობით. 

კირჩხიბი (21.06 – 22.07)

კირჩხიბებისთვის 2022 წელი ხელსაყრელი დროა, რომ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელონ,  საცხოვრებელი ადგილი შეიცვალონ და ახალი ადგილები მოინახულონ.  ამ წელს მნიშვნელოვანი სირთულეები მოსალოდნელი არ არის. იანვრიდან მაისამდე და ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში ცხოვრების უამრავ სფეროში გაგიმართლებთ – მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, კარიერული წინსვლა, პრემიები და საჩუქრები. გაზაფხულის ბოლოს – ზაფხულის დასაწყისში, პირად ცხოვრებაში დაუვიწყარი ემოციები გელით. 

ლომი (23.07 – 22.08)

ლომებს მნიშვნელოვანი წელი ელით, რომელმაც შეიძლება მათ ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალოს. მიზნის მისაღწევად  ძალიან ბევრი მუშაობა მოგიწევთ. შესაძლოა, ისეთ ვითარებაში აღმოჩნდეთ, რომ რაღაცის მსხვერპლად გაღებაც კი მოგიწიოთ. მაისიდან დეკემბრამდე ხელსაყრელი პერიოდია –  თქვენი ყველამცდელობა წარმატებული და ნაყოფიერი იქნება. მალე ცხოვრება გაიძულებთ ცვლილებები არა მხოლოდ პროფესიულ სფეროში, არამედ ურთიერთობებშიც შეიტანოთ. მარტსა და აპრილში სიყვარულში სირთულეები გელით, მაგრამ მაის-ივნისში მდგომარეობის შეცვლას მოახერხებთ.  აგვისტოდან წლის ბოლომდე პარტნიორთან ურთიერთობაში ჰარმონიისა და ურთიერთგაგების პერიოდია.

ქალწული (08.23 – 09.22)

გადახედეთ საკუთარ ცხოვრებას მოიფიქრეთ რისი შეცვლა გსურთ – 2022 წელს ნებისმიერი ცვლილებას ადვილად განახორციელებთ. იანვრიდან მაისამდე და ნოემბრიდან დეკემბრამდე დაძაბულობა იგრძნობა. ამ პერიოდში პირადი ცხოვრებისა და ურთიერთობებისთვის შესაძლოა, სოციალური მიღწევების მსხვერპლად გაღება მოგიწიოთ. აპრილში  რთული დღეების გადატანა მოგიწევთ – საყვარელ ადამიანთან განშორების რისკიც კი არსებობს,  თუმცა  ზაფხული  ახალი ურთიერთობებით გაგახარებთ. დაოჯახებული ქალწულები ოჯახური ურთიერთობების გაძლიერებას შეძლებენ. განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდია ივნისიდან აგვისტომდე.

სასწორი (23.09 – 22.10)

2022 წელს სასწორებს კარიერული წინსვლის თვალსაზრისით წარმატება ელით, მაგრამ დიდი მიღწევებისთვის განსაკუთრებული ძალისხმევა დაგჭირდებათ. მაისიდან ნოემბრამდე მოსალოდნელია სირთულეები და იმის განცდა,  რომ ბედი არ გწყალობთ. გირჩევთ მთელი ყურადღება  იმ  სფეროზე გადაიტანოთ,  რომელიც  ამ  პერიოდში  სხვების  ფონზე წარმატებულად გამოიყურება და ეს ურთიერთობების სფეროა. ეცადეთ ეს დრო  ახალი  ნაცნობობისთვის,  ურთიერთობების გაძლიერებისა და ქორწინებისთვის გამოიყენოთ. 

მორიელი (23.10 – 21.11)

2022 წელს მორიელებს ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო წარმატებისთვის დიდი შრომა მოუწევთ. ამ ნიშნის  წარმომადგენლებისთვის ყველაზე კარგი პერიოდი იანვრიდან  მაისამდე  და  ნოემბრიდან  დეკემბრამდე გაგრძელდება. პირად ცხოვრებაში ხანმოკლე სირთულეები შესაძლებელია, მაგრამ მარტოხელა მორიელები  ახალი  სიყვარულის პოვნას შეძლებენ. ვინც ძველი ურთიერთობებისგან დაიღალა და თავის დაღწევა სურს, მიზანს მიაღწევს. გახსოვდეთ, რომ სიყვარულისთვის საუკეთესო დრო ივლისი და აგვისტოა.

მშვილდოსანი (11.22 – 12.21)

მშვილდოსანებისთვის მთელი წელი იღბლიანი იქნება. განსაკუთრებული წარმატება კარიერასთან დაკავშირებულ  საკითხებში გელით. მაისიდან ნოემბრამდე პერიოდი ბედის საჩუქრებით გაგახარებთ. სწორედ ამ დროს სასურველია ახალი პროექტების დაწყება და მნიშვნელოვან ღონისძიებებში მონაწილეობა. პირადი ცხოვრების მიმართულებით  მშვილდოსანს გაზაფხულზე, ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის ბოლო თვეებშიგაუმართლებს. შესაძლებლობა მოგეცემათ, რომ პირადი ცხოვრება მოიწყოთ და დაქორწინდეთ.

თხის რქა (12.22 – 01.19)

თხის რქებისთვის 2022 წელი მნიშვნელოვანი ცვლილებების დროა.  დროა კონსერვატიულ შეხედულებებზე უარი თქვათ და მოძრაობის მიმართულება შეცვალოთ. 2022 წელს ამ ნიშნის  წარმომადგენლებს  ორი  განსაკუთრებით  წარმატებული  პერიოდი ექნებათ: იანვრიდან მაისამდე და ნოემბრიდან დეკემბრამდე. ეცადეთ საკუთარ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებებიც ამ პერიოდს დაამთხვიოთ. სასიყვარულო ურთიერთობებში წინსვლა  მოსალოდნელია  ზამთარში,  ასევე  აპრილში, სექტემბერსა და ნოემბერში. მარტოხელა თხის რქებს ახალი ურთიერთობები ელით. 

მერწყული (20.01 – 18.02)

მერწყულებს აქტიური და ინტენსიური მუშაობის წელი ელით. შესაძლოა, აუცილებელი გახდეს მოღვაწეობის სფეროს შეცვლა, მაგრამ „გარედან“ მომდინარე დაბრკოლებები ცვლილებების განხორციელებაში ხელს შეგიშლით. არ ინერვიულოთ – მაისიდან დეკემბრამდე ყველა მიმართულებით წარმატებული იქნებით. მაისი, ივლისი და შემოდგომა-ზამთრის თვეები ხელსაყრელია პირადი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის.

თევზები (19.02 – 20.03)

2022 წელს თევზები ბედის რჩეულები იქნებიან. ხელსაყრელი დროა განვითარებისთვის, ახალი პროექტების შექმნისა და განახლებისთვის. განსაკუთრებით წარმატებული ახალი წლის პირველი ოთხი თვე, ასევე  ნოემბრიდან  დეკემბრის  ჩათვლით  პერიოდი იქნება. კრიზისებისა და სერიოზული განსაცდელის არ უნდა გეშინოდეთ – წელი  მშვიდად  ჩაივლის. პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი კარგადაა. 2022 წელი  შესანიშნავი  დროა  ახალი  ადამიანების  გასაცნობად,  ახალი ურთიერთობების შექმნისა და უკვე არსებული ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის. 

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

როგორ მოვაგვაროთ გაჭედილი კანალიზაციის პრობლემა და მოვახდინოთ მისი პრევენცია

15:58 06-25-2025
Tegeta Business- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მხარდამჭერია
ახალი ამბები

Tegeta Business- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მხარდამჭერია

15:30 06-25-2025
თანამედროვე ტრენდების კვალდაკვალ – თიბისის მობაილბანკში კვლავ სიახლეებია
ახალი ამბები

თანამედროვე ტრენდების კვალდაკვალ – თიბისის მობაილბანკში კვლავ სიახლეებია

14:55 06-25-2025
გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით
ახალი ამბები

გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით

13:38 06-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved