• რეკლამა
  • კონტაქტი
02:31, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“2022 წლის აგვისტოში რუსეთიდან საზღვარი გადმოკვეთა 14 378-მა სატვირთომ, ქვეყნიდან გავიდა – 13 984” – შსს მონაცემს აქვეყნებს

ალია ავტორი - ალია
15:03 09-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
165

2022 წლის აგვისტოში, საქართველოს საზღვარზე ყველაზე მეტი მსუბუქი ავტომობილი სადახლოს გამშვებმა პუნქტმა, ხოლო ყველაზე მეტი სატვირთო სარფმა გაატარა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსაზღვრე ქვეყნების მიხედვით კვეთების რაოდენობა ორივე მიმართულებით 415 761-ია. უფრო კონკრეტულად, რუსეთისკენ/რუსეთიდან საზღვრის კვეთა 136 130-ჯერ განხორციელდა; სომხეთისკენ/სომხეთიდან – 141 601-ჯერ; თურქეთისკენ/ თურქეთიდან – 100 083-ჯერ; ხოლო აზერბაიჯანისკენ/აზერბაიჯანიდან – 37 170-ჯერ; ამასთან, პორტში შემოსვლა ფიქსირდება 777-ჯერ.

რაც შეეხება 2022 წლის აგვისტოში საავტომობილო ტრანსპორტის ტრანზიტული მოძრაობის დინამიკას, შსს-ს ინფორმაციით, ასეთია: მსუბუქი – 33 687; სატვირთო – 12 561; ავტობუსი – 775; მოტოციკლი – 193; სპეცტექნიკა – 29.

კერძოდ, 2022 წლის აგვისტოში, სადახლოს გამშვები პუნქტი 47407-მა მსუბუქმა ავტომობილმა გადმოკვეთა, ქვეყნიდან გავიდა 43 948 მსუბუქი ავტომობილი; ყაზბეგის გამშვები პუნქტი ამავე პერიოდში გამოკვეთილი აქვს 45 493 მსუბუქ ავტომობილს, გავიდა – 59 003; სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი გადმოკვეთა 21 408 მსუბუქმა ავტომობილმა, გავიდა – 20041.

რაც შეეხება სატვირთო ავტომობილებს, 2022 წლის აგვისტოში, სარფის საბაჟო პუნქტი გადმოკვეთა 19 200-მა სატვირთომ, ხოლო გადაკვეთა – 13 291-მა; ამავე პერიოდში ყაზბეგის გამშვები პუნქტი რუსეთის ფედერაციიდან გადმოკვეთა 14 378-მა სატვირთო ავტომობილმა, ქვეყნიდან გავიდა 13 984 სატვირთო ავტომობილი. მიმდინარე წლის აგვისტოში, წითელი ხიდი გამოკვეთილი აქვს 12 135 სატვირთოს, ხოლო გადაკვეთა 14 212-მა; ამასთან, სადახლოს 7060-მა სატვირთომ გადმოკვეთა საზღვარი, ქვეყნიდან გავიდა 7730 სატვირთო.

რაც შეეხება ავტობუსს, შსს-ს ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოში, სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტი 1288-მა ავტობუსმა გადმოკვეთა, ხოლო საქართველოდან თურქეთის მიმართულებით გადაკვეთა – 1264-მა; ყაზბეგის გამშვები პუნქტი გადმოკვეთა 1188-მა ავტობუსმა, ხოლო საზღვარი გადაკვეთა -1232-მა; სადახლოს გამშვები პუნქტი გადმოკვეთა 1081-მა და გადაკვეთა 1118 ავტობუსმა.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოში, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი გადმოკვეთა 383-მა მოტოციკლმა, ქვეყნიდან გავიდა 320-მა; ყაზბეგის გამშვები პუნქტი გადმოკვეთა 374-მა, გადაკვეთა 421-მა; სადახლოს გამშვები პუნქტი გადმოკვეთა 131-მა და გადაკვეთა 154-მა მოტოციკლმა.

რაც შეეხება სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის დინამიკას, შსს-ს ინფორმაციით, 2022 წლის აგვისტოში, ქვეყანაში დაფიქსირდა 477 სატვირთო შემადგენლობის შემოსვლა, გავიდა – 406. ასევე, ამავე პერიოდში დაფიქსირებულია 31 სამგზავრო შემადგენლობის შემოსვლა და ამდენივეს გასვლა. 2021 წლის აგვისტოს მონაცემები, შსს-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით ასეთია: დაფიქსირებულია 356 სატვირთო შემადგენლობის შემოსვლა, 287-ის გასვლა. სამგზავრო შემადგენლობების რაოდენობა უცვლელია და 31-ს შეადგენს როგორც შემოსვლის, ასევე გასვლის მაჩვენებელი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე აქვეყნებს საზღვაო რეისების დინამიკას, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის აგვისტოში, ფოთის პორტში 202 გემი შემოვიდა (2021 წლის აგვისტოს მაჩვენებელი 167 იყო), ხოლო ბათუმის პორტში – 117 (2021 წლის აგვისტოში – 92).

 

 

თეგები: ვახტანგ გომელაურიშსს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved