მომღერალი ირმა სოხაძე და გია მურღულიას შვილიშვილი, ტელეწამყვანი მანუ მურღულია, “პოსტ.ტვ”–ის ეთერში წინასაახალწლო განწყობაზე საუბრობდნენ.
ირმა სოხაძემ განაცხადა რომ ახალ წელს პრაღაში შეხვდება ოჯახთან ერთად და 2022 წელზე საუბრისას, თქვა:
“მადლობა ვუთხრათ ძველ წელს, არ იყო ცუდი წელი, იყო რაღაც სირთულეები, ვიღაცისთვის მეტი, ვიღაცისთვის ნაკლები, მაგრამ ზოგადად იყო ძალიან მშვიდობიანი, ნათელი, ლამაზი და კარგი წელი…”
ირმა სოხაძემ ისურვა, რომ 2023 წელი სამყაროსთვის კიდევ უფრო მშვიდობიანი იყო.
კომენტარები