• რეკლამა
  • კონტაქტი
17:36, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2022-ში გამართლა პირი, რომელსაც 2011-ში მარიხუანა ჩაუდეს და 3 წელი მიუსაჯეს – საია

ალია ავტორი - ალია
18:18 11-22-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
128

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული პირი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამართლდა. საუბარია “შუბითიძე საქართველოს წინააღმდეგ” საქმეზე.

“საჩივრის ფარგლებში მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მას 2011 წელს ნარკოტიკული საშუალება (მარიხუანა) პოლიციელებმა ჩაუდეს. საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მომჩივანი პოლიციელებმა დააკავეს 2011 წლის 26 ივნისს ეჭვის საფუძველზე, რომ თითქოს იგი იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მომჩივანი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ ტესტირების მომენტში არ იყო, თუმცა, მის შარდში აღმოჩნდა კანაბისის კვალი. ამასთან, პოლიციელებმა მომჩივანს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სასამართლოს განჩინების გარეშე, ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. ჩხრეკის პროცესს მოწმეები არ დასწრებიან. ჩხრეკის ოქმიდან ირკვევა, რომ მომჩივნის ფეხსაცმლიდან ამოიღეს ორი პაკეტი, რომელშიც მწვანე ფერის ნივთიერება იყო მოთავსებული. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნული ნივთიერება იყო 8 გრამი მარიხუანა. მომჩივანს სასამართლომ 3 წლიანი თავისუფლების აღკვეთა და 2000 ლარიანი ჯარიმის გადახდა მიუსაჯა. პირს ასევე, 5 წლით შეეზღუდა სატრანსპორტო საშუალების  მართვის  და კანონით გათვალისწინებული სხვადასხვა საქმიანობის განხორციელების უფლება”.- აღნიშნულია განცხადებაში.

საიას ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანმა ვერ შეძლო სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობა და მის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-6 (1) მუხლი. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საიამ კანონით გათვალისწინებულ ვადაში შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით.

მათივე ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობის პროცესში, 2022 წლის ოქტომბერში, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმაც მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში არსებითად დაირღვა მსჯავრდებულის თავისუფლების, სამართლიანი სასამართლოს, პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლება.

“2022 წლის 18 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ გაიზიარა წარდგენილი შუამდგომლობა და 2022 წლის 18 ნოემბრის განაჩენით სასჯელმოხდილი პირის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით მიიღო გამამართლებელი განაჩენი”.- აღნიშნავს საია.

თეგები: უკანონო სასჯელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved