• რეკლამა
  • კონტაქტი
03:00, კვირა, 1 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“2021 წლის ბიუჯეტი დასტურია იმისა, რომ ხელისუფლებამ ანაკლიის პროექტი მოკლა”- ლევან კობერიძე

ალია ავტორი - ალია
18:46 10-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

“2021 წლის ბიუჯეტის ეკონომიკურ ხედვაში ანაკლიის პროექტი არც კი განიხილება,”- ამის შესახებ “ლელოს” საქართველოს ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ ქვეყნის2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის შემდეგ ისაუბრა. 

აღსანიშნავია, რომ სხდომაზე ეკონომიკის კომიტეტის  პირველმა მოადგილემ ლევან კობერიძეს საქართველოსთვის ანაკლიის პორტის მნიშვნელობა დაუდასტურა. 

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ ანაკლიის თემა უგულებელყოფილია, რაც იმით გამოიხატება, რომ ხელისუფლება ამ მიმართულებით ინვესტორებთან მოლაპარაკებას არ აწარმოებს. 

“ბიუჯეტში ანაკლიის პორტზე მხოლოდ 1.5 მლ ნ. ლარია გათვლილი, რომელსაც რა მიმართულებით, დახარჯავენ უცნობია.  სხდომაზე  მთავრობას ჰქონდა შანსი ბიუჯეტის განხილვა არ ყოფილიყო მხოლოდ კონკრეტულ ციფრებსა და საბიუჯეტო პარამეტრებზე ხაზგასმა. რადგან  კარგი იქნებოდა, კრიზისი, რომელშიც ვართ, გვემსჯელა და ამის ინიციატივა თავად გამოეჩინათ, რადგან ოპოზიციის ინიციატივებს არ იღებენ ყურად. ამ მსჯელობით ერთად ვნახავდით გამოსავალს, თუნდაც ისეთ მნიშვნელოვან პროექტზე, როგორიც ანაკლიაა და რომელიც ათასობით სამუშაო ადგილს შექმნიდა ქვეყნაში. თუმცა, მათი განცხადებებით და ბიუჯეტით ნათლად დავინახეთ, რომ ანაკლიის პროექტის განხორციელებას მთავრობა არ აპირებს, ამ დროს კი ინვესტორებთანაც არ აწარმოებენ მოლაპარაკებას. იმით რომ სახელმწიფოს არ აქვს ანაკლიასთან დაკავშირებული ხედვა ანაკლიაზე, იმედს უკლავს როგორც სამეგრელოს მთლიან მხარეს ასევე აფხაზებს, რომლებიც ელოდებოდნენ და კითხულობდნენ რა გზით შეეძლოთ გადმოსვლა სამუშაოდ, რაც გარკვეული ხიდი იქნებოდა ჩვენს შორის. ხელისუფლება მოსახლეობას სთავაზობს სიღარიბის პოლიტიკას და არა განვითარებასა და წინსვლას,” – აცხადებს კობერიძე. 

“ლელოს” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, განწყობები, რომელიც სხდომაზე უნდა წარმოგვედგინა, იქნებოდა შემდეგი ასახვა ქვეყნის ეკონომიკაზე. რადგან ეკონომიკა არის განწყობები და არა ზუსტი მეცნიერება. 

“ბიუჯეტი უნდა იყოს ასახვა მიღებული გადაწყვეტილებების და ხედვების, რაც, სამწუხაროდ, არ ხდება. ანაკლია არ არის ბიუჯეტში ასახული – პორტი, რომელიც ქვეყნის მთავარი ძალა და ლოკომოტივია, რაც ქმნის შესაბამის განწყობას და მომენტალურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზეც. ხელისუფლება ანაკლიის პორტს ეკონომიკის ხედვიდან იღებს და აგდებს. ეს არის პროექტი, რომელმაც უნდა შექმნას სამუშაო ადგილი და მოიზიდოს ფინანსები. ალბათ ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი პროექტი არ არის საჭირო. თუმცა როგორც კი “ქართულ ოცნებას” ხელისუფლების ან გავისტუმრებთ, იმ დღიდანვე შევუდგებით ამ პროექტის განხორციელებას,”- აცხადებს ლევან კობერიძე.

თეგები: ლევან კობერიძელელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved