„გრემის“ ხელმძღვანელი დაჯილდოების ცერემონიამდე 10 დღით ადრე პოსტიდან გადააყენეს
ამერიკის ხელოვნებისა და ხმის ჩამწერი აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი დებორა დუგანი თანამდებობას ჩამოაშორეს. დუგანი, რომელიც მუსიკალური პრემია „გრემის“ ორგანიზაციით იყო დაკავებილი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულეს. მის მოვალეობას დროებით სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე უმცროსი ჰარვი მეისონი შეასრულებს. ...

































