• რეკლამა
  • კონტაქტი
14:17, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“2020 წელს იფრინა გახარიამ და ოცნებამ გახარიასთან ერთად”; “ძალიან შორს გაფრინდა….” – ბერდია სიჭინავა და გრიგოლ გეგელია

ალია ავტორი - ალია
22:44 01-12-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
944

ტვ პალიტრის ეთერში, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ გიორგი გახარიას გუნდის წევრი, ბერდია სიჭინავა და ლელოს წევრი, გრიგოლ გეგელია.

გრიგოლ გეგელია:

ოძალიან კარგი იქნებოდა ივანიშვილისგან მოგვესმინა პასუხები, რგორ ჩაძირა ანაკლიის პორტის პროექტი, შეიძლებოდა ეს გახარიასთან ერთად მომხდარიყო, ვინმესთვის რამე აზრი აქვს, ვინ დააჭირა ანაკლიის ღრმადწყლოვანი პორტის ჩაძირვის ღილაკს ხელი? გახარიამ დააჭირა ხელი ივანიშვილის დავალებით, თუ ივნაიშვილმა – რუსეთის, ეს ხომ ერთად გააკეთეს? ერთად აქვთ პასუხი გასაცემი.

ბერდია სიჭინავა:

–რა არის ახლა ეს ჩაძირა გახარიამ, ვერ მოიტანეთ ინვესტიცია… დაელოდეთ არბიტრაჟს… ლელო ზის ირაკლი კობახიძის ტრენდზე… უცოდველი ლელო, უცოდველი, ასე არ თქვა ცოდვები არ გაგვაჩნიაო?

გრიგოლ გეგელია:

–რა ცოდვები? ხელისუფლებაში ვიყავით? ქოცების ტროლებს ნუ დაემსგავსებით. თქვენ გაქვთ ზუსტად ის პასუხი ანაკლიაზე, რაც აქვს ირაკლი კობახიძეს. მე 20 ივნისიდან მოყოლებული

ბერდია სიჭინავა:

–20 ივნისზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას ეთანხმები?

გრიგოლ გეგელია:

–20 ივნისს იქ ვიყავი.

ბერდია სიჭინავა:

–დიახ, მეც იქ ვიყავი და მეც იმ პათოსს ვიზიარებდი, რაც ხდებოდა შტურმამდე…

გრიგოლ გეგელია:

–20 ივნისს მე იქ ვიყავი და მე კი არ ვიზიარებ კობახიძის პათოსს, კობახიძე შეიძლება მე დამეთანხმოს, კობახიძე მაშინ იყო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირი და მას ეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ისევე, როგორც ეკისრება გიორგი გახარიას. მე მაქვს მორალური უფლება, ამაზე ვისაუბრო, ამ ქვეყნის ისტორიაში არც მე და არც ჩემი გუნდი არც ერთი შავი ლაქის მონაწილე არ ვყოფილვართ.

ბერდია სიჭინავა:

–მაგაში ვერ დაგეთანხმებით, ჩვენი წარსული არის ჩვენი ძალა.

გრიგოლ გეგელია:

–თქვენი წარსული არის 20 ივნისი, თქვენი წარსული არის ია კერზაია.

ბერდია სიჭინავა:

–რა ია კერზაია, აი, ახლა ხარ ჩვეულებრივი ნაცური ტროლ–წარმომადგენელი. ხან ნაცია, ხან – ქოცი, რა ია კერზაია?

გრიგოლ გეგელია:

–მე ვარ ნაცი?

ბერდია სიჭინავა:

–ხაზარაძე არ იყო ნიკა მელიას მოადგილეობას რომ აპირებდა?

გრიგოლ გეგელია:

–ეს იყო საერთო საქმე, ნიკა მელია რა შუაშია, ეს იყო გადამწყვეტი არჩევნები.

ბერდია სიჭინავა:

–მე მივესალმები თუ ლელო შეძლებს ნაცინალური მოძრაობის გავლენისგან გათავისუფლებას.

გრიგოლ გეგელია:

–რომელი გავლენისგან. არ გრცხვენია?

ბერდია სიჭინავა:

–ფანჩატურის ოოზიციას ეძახდნენ და ამ ფანჩატურში ისხდნენ….

გრიგოლ გეგელია:

–თქვენ მიერ გაყალბებული არჩევნების შედეგად…

ბერდია სიჭინავა:

–რა გაყალბებული, ეგ არჩევნები აღიარა საერთაშორისო საზოგადოებამ.

გრიგოლ გეგელია:

–ეს არჩევნები იყო დემოკრატიის ზღუბლზე მყოფი, სენატორმა შაჰინმა…

ბერდია სიჭინავა:

–რა გაყალბებული, იპონზე დაგდოთ გახარიამ 2020 წელს, რისი თავი გქონდათ 2020 წელს, იფრინა გახარიამ, 2020 წელს იფრინა გახარიამ და ოცნებამ გახარიასთან ერთად,

გრიგოლ გეგელია:

–კი, ძალიან კარგად იფრინა და ძალიან შორს გაფრინდა….

 

 

 

 

თეგები: ბერდია სიჭინავაგრიგოლ გეგელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved