• რეკლამა
  • კონტაქტი
21:25, პარასკევი, 19 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2012 წელს, სოზარ სუბარი, ლაშა გოგნიაშვილს ,,ოცნების” წევრისთვის იარაღის ჩადების მცდელიბაში ადანაშაულებდა

ალია ავტორი - ალია
16:34 04-07-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
484

თბილისის პოლიციის უფროსად დაინიშნა ლაშა გოგნიაშვილი, რომელსაც 2012 წელს სოზარ სუბარი, ქარელში, ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი ბერუაშვილისთვის იარაღის ჩადების მცდელობაში ადანაშაულებდა.

ლაშა გოგნიაშვილი 2012 წელს ქარელის პოლიციის უფროსი იყო. გიორგი ბერუაშვილი კი დღეს ქარელის სასპორტო გაერთიანების ხელმძღვანელია.

რას ამბობდა სოზარ სუბარი 2012 წელს ,,ქართული ოცნების” შტაბში გამართულ ბრიფინგზე ლაშა გოგნიაშვილის შესახებ:

,,2012 წლის 23 სექტემბერს ბერუაშვილი ქარელში, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან იმყოფებოდა, როდესაც მის სიახლოვეს გაჩერდა ავტომაქანა “შკოდა” სერიით HFH, საიდანაც გადმოვიდნენ ქარელის პოლიციის უფროსი ლაშა გოგნიაშვილი და მისი მოადგილე. პოლიციის უფროსმა დაუძახა მას და უთხრა, რომ იარაღი ამოეღო, რასაც გიორგი ბერუაშვილმა მაისურის აწევით და იმის დაფიქსირებით უპასუხა, რომ ის იარაღს არ ატარებდა.”

,,ამის საპასუხოდ ლაშა გოგნიაშვილმა ამოიღო იარაღი თავისი შარვლის უკანა ჯიბიდან და განუცხადა: “აბა ეს იარაღი ვისია?”. ამავდროულად ფანასკერტელის ქუჩის ჩიხიდან გამოვიდა ორი პიროვნება, რომლებიც სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული პოლიციელები იყვნენ და მისი დაკავება სცადეს. ბერუაშვილი გაიქცა, რადგან მიხვდა, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას და იარაღის განზრახ ჩადებას. მან მოახერხა თავი შეეფარებინა იქვე მდებარე “ქართული ოცნების” შტაბისთვის. იმავე დღეს, ახალგაზრდებმა ამ ფაქტის გაპროტესტება ქარელის პოლიციის შენობასთან მოახდინეს.”

,,აქციის დასრულების შემდეგ გიორგი ბერუაშვილი თანამოაზრეებთან: ბიჭიკო ოსაძესთან, დიმიტრი ყიფიანთან, დაჩი ოსაძესთან, ანზორ გოგიჩაშვილთან და გიორგი თოთლაძესთან ერთად თბილისისკენ გამოემართა. აღაიანთან მათი ავტომანქანა საპატრულო პოლიციამ გააჩერა და მძღოლს მართვის მოწმობა მოსთხოვა. 20-წუთიანი ლოდინის შემდეგ, საპატრულო პოლიციას მოადგა “შკოდას” ფირმის ორი ავტომანქანა და “მერსედესის” ფირმის მიკროავტობუსი, საიდანაც სპეცრაზმელები გადმოხტნენ.”

,,ამის შემდეგ, ბერუაშვილმა და მისმა მეგობრებმა გაქცევა სცადეს, მათ სწრაფად ავტომანქანა გააჩერეს და ბაღებისკენ გაიქცნენ. მათი მისამართით რამდენიმე გასროლა განხორციელდა. სპეცრაზმელები უყვიროდნენ და დახოცვით ემუქრებოდნენ. გიორგი ბერუაშვილი აღაიანის ერთ-ერთმა მცხოვრებმა შეიფარა. მისი მეგობრები კი სხვადასხვა მიმართულებით წავიდნენ. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ახალგაზრდები ანგარიშსწორებისა და ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ, რის გამოც მათ სიცოცხლეს და უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება.”(,,ქართლის ამბები”)

თეგები: სოზარ სუბარი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved