• რეკლამა
  • კონტაქტი
06:00, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2012 წელს შიდა პროდუქტი იყო 16,5 მილიარდი, 2020 წელს კი არის 15,9 მილიარდი – ასფალტასაც ვერ აგებთ წესიერად – მამუკა ხაზარაძე

ალია ავტორი - ალია
17:01 04-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
113

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:

„დღეს, არ ვაპირებდი გამოსვლას. ვიფიქრე, მაინც პირველი დღეა და ცოტა შევეგუები, გავიგებ, საერთოდ რა ხდება პარლამენტში. 30 წლის შემდეგ პირველად ვარ, როდესაც დაქირავებული ვარ ქართველი ხალხის, ამომრჩევლის მიერ და მხოლოდ ამიტომ ვარ აქ, თქვენთან. ამ 8 წლის განმავლობაში ქვეყანა მოექცა ჩაკეტილ წრეში, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს, თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდება. ამ პროცესში ყველაზე მთავარი – ადამიანი იქნა დავიწყებული. ადამიანი, რომლისთვისაც უნდა მუშაობდეს პარლამენტიც, მთავრობაც.

რამდენიმე ფაქტს გეტყვით იმისათვის, რომ უფრო ნათელი იყოს, სად ვართ და სად ვიყავით 8 წლის წინ. 2012 წელს ჩვენი შიდა პროდუქტი იყო 16,5 მილიარდი, 2020 წელს ჩვენი შიდა პროდუქტი არის 15,9 მილიარდი. პირდაპირი ინვესტიციები ისტორიულ მინიმუმზეა, ბოლო 8 წელიწადში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 100%-ით გაუფასურდა, ისტორიულ მაქსიმუმზეა სოციალური დახმარებების რაოდენობა იმ ადამიანებისა, ვისაც სახელმწიფო ეხმარება. ისტორიულ მაქსიმუმზეა ქვეყნიდან გასული ადამიანების რაოდენობა, ისტორიულ მაქსიმუმზეა უმუშევრობა. ბედნიერების ინდექსში თითქმის ბოლო ადგილზე ვართ. ამ პერიოდში თქვენ 6 პრემიერი გამოცვალეთ და არცერთმა პრემიერმა არ გააგრძელა წინა პრემიერის მიერ დაწყებული თუნდაც რაღაც იდეა და პროექტი, იმიტომ, რომ არ არსებობს ქვეყნის განვითარების სტრატეგიული პროექტი. ამ ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური რევოლუცია, სულ რევოლუციაზე მიდის საუბარი.

მოდის არჩევნები. ასფალტასაც ვერ აგებთ წესიერად. ქვეყანა ჩაფლულია ნეპოტიზმის და კორუფციის ჭაობში. ბიზნესი ტენდერების საშუალებით გარიგებაშია შესული. აი, ამაში ვართ დღეს.

ახლა, მე მოვისმინე ახალგამოყოფილი ოპოზიციონერების პოზიციები და ისე გსაყვედურობენ, („ქართულ ოცნებას“) თითქოს, ერთი თვის წინ თვითონ არ იყვნენ ამ ქვეყნის მმართველები. თუ ამ ტყუილს თავი არ დავანებეთ, არაფერი გამოგვივა. ნიშნის მოგებით არ გეუბნებით, ეს ქვეყანა ასე ვერ განვითარდება, მეგობრებო. ეს სადღეგრძელოები და გამოსვლები, რაც აქ დღეს მოვისმინე, რომ „ყველაფერი კარგად არის“, დამთავრდება დიდი კრახით“

თეგები: მამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved