• რეკლამა
  • კონტაქტი
16:45, სამშაბათი, 13 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2012 წელს 450 მილიონი ლარიდან, წელს უკვე 1 მილიარდ 450 მილიონ ლარამდე გაიზარდა ჯანდაცვის სექტორისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი – პრემიერი

ალია ავტორი - ალია
12:07 03-27-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
260

„ასევე შეგახსენებთ, რომ 2012 წლამდე პრაქტიკულად არ არსებობდა პრევენციული პროგრამები. წარმოუდგენელი იყო იგივე C ჰეპატიტის მკურნალობა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღების შესაძლებლობა მხოლოდ ერთეულ პაციენტებს, ისიც კერძო დაფინანსებით ჰქონდათ და ძალიან ბევრი გამოწვევა არსებობდა ამ სექტორში.

„ჩვენს მოქალაქეებს, ყველას კარგად მოგეხსენებათ, უწევდათ საკუთარი სახლის, ავტომობილის გაყიდვა იმისათვის, რომ ჯანდაცვის ელემენტარული სერვისი მიეღო. ასე რომ სრულად მიტოვებული იყო ჩვენი მოქალაქე სახელმწიფოსგან, სახელმწიფოს მზრუნველობისგან. ამ დროს, ჩვენ კარგად ვიცით, იმისთვის, რომ შევაფასოთ ხელისუფლების დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, ეს დამოკიდებულება უნდა გამოიკვეთოს მოქალაქეებისადმი, თუ როგორ ზრუნავს სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებზე, საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, სიცოცხლის დაცვაზე, განათლებაზე და ა.შ. ჩვენს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყებიდან მოკლე პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტი ჯანდაცვაზე თითქმის გაორმაგდა, შემცირდა ჯანდაცვის სერვისებზე ე.წ. ჯიბიდან გადახდები და როგორც მოგახსენეთ, მოქალაქეების 90%-ზე მეტს მიეცა ამ მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა.

ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო წლებში უპრეცედენტოდ გაიზარდა ჯანდაცვის სექტორისთვის გამოყოფილი სახელმწიფო ასიგნებების მოცულობა. შედარებისთვის, 2012 წელს 450 მილიონი ლარიდან, წელს უკვე 1 მილიარდ 450 მილიონ ლარამდე გაიზარდა, თითქმის მილიარდ ნახევარი გახდა ჯანდაცვის სექტორისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პროგრესია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
ახალი ამბები

აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება

14:03 10-13-2026
თიბისიმ ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების გათამაშება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისიმ ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების გათამაშება დაიწყო

13:13 10-13-2026
კომერციული ფართები
ახალი ამბები

10+ იდეა, თუ რა ბიზნესი უნდა გახსნა სხვადასხვა ლოკაციაზე – კომერციული ფართების ლაიფჰაკები

20:33 10-12-2026
ტახტი სათავსოთი
ახალი ამბები

როგორ შევარჩიოთ ტახტი სათავსოთი

18:59 10-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved