• რეკლამა
  • კონტაქტი
23:15, კვირა, 21 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“Самовары” товарища Сталина” – 200.000–მდე ვეტერანი გადაასახლეს, რათა “ნათელი დღესასწაული” არ გაეფუჭებინათ” – ზურაბ ფარჯიანი

ალია ავტორი - ალია
18:11 05-09-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,429

სამოქალაქო აქტივისტი, ზურაბ ფარჯიანი:

ცოტამ იცის, მაგრამ 9 მაისის საზეიმოდ აღნიშვნა საბჭოთა კავშირში 1965 წელს დაიწყეს.
“გამარჯვების დღე” ოფიციალურად 1965 წელს გახდა დღესასწაული. ამ დროს მოხდა ორი მნიშვნელოვანი მოვლენა: ლეონიდ ბრეჟნევი გახდა კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი და, გარდა ამისა, 20 წლისთავი იყო. “მრგვალი თარიღი”.
სტალინიც კი არ აღნიშნავდა ამ დღეს.
“ამ დუმილის მიზეზები საბჭოთა საზოგადოების მიერ განცდილ ღრმა ტრავმაში იყო დაფუძნებული. ათობით მილიონი დაღუპული, დანგრეული ქალაქები და სოფლები, მთელი თაობის დანგრეული ბედი – ეს ყველაფერი ნებისმიერ „ზეიმს“ მტკივნეულს ხდიდა.”
“Причины этого молчания крылись в глубокой травме, которую пережило советское общество. Десятки миллионов погибших, разрушенные города и села, сломанная судьба целого поколения – все это делало любую “торжественность” болезненной”.
სპეციალურად ვიშველიებ რუსული, ოფიციალური წყაროებიდან აღებულ ტექსტებს. ინგლისური რომ იყოს, “ქოცი” მაგას არ დაიჯერებს და აგერ ბატონო რუსულად.
კიდევ ერთი ფაქტი, რაც ასევე ცოტამ იცის – ეს შეეხება თავად საბჭოთა კავშირში ვეტერანების მიმართ დამოკიდებულებას და მათ “დაფასებას”.
ომის მერე საბჭოთა კავშირში დარჩა უამრავი ხეიბარი. ცალხელა და ცალფეხებს ვინ დაეძებს, თვალებდაკარგულები, უკაცრავად და გენიტალიებ დაკარგულები (სრული ამპუტაცია) და ასე შემდეგ.
იყვნენ ეგრეთ წოდებული “სამოვარებიც” (Самовары) – ადამიანები რომლებსაც ორივე ხელი და ორივე ფეხი ჰქონდათ დაკარგული. და სხეულიდან მხოლოდ ერთი “კრანი” იყო დარჩენილი. ასე ცინიკურად ეძახდნენ.
“მოსკოვსკი კომსომოლეცის” სტატია შეგიძლიათ ნახოთ ამ თემაზე. ეგეც რუსულია და უნდა ენდოთ, სხვა გზა არ გაქვთ. სტატიას ჰქვია ““Самовары” товарища Сталина”.
დაახლოებით 200.000 ეგეთი ინვალიდი, სხვადასხვა მონასტერში თუ სპეციალურ დაწესებულებაში გადაასახლეს, რათა თავიანთი უბედურებით მილიონობით ადამიანის “ნათელი დღესასწაული” არ გაეფუჭებინათ.
ომის ვეტერანები, ხალხი რომელმაც “სოციალისტურ სამშობლოს” ყველაფერი შესწირა ქუჩებიდან აყარეს და ფსიქიატრიულებში და ციხეებად გადაკეთებულ მონასტერებში მხოლოდ იმიტომ გადაასახლეს, რომ ქუჩებში მათი დანახვისას სხვები არ “შეწუხებულიყვნენ”.
დაძებნეთ ინტერნეტში “валаамский специнтернат”;
აგერ ლექსიც მათზე, ვინც რუსული იცით:
«…Недавно боевые мужики —
кому печаль поведают обрубки?
И что сказать сумеют языки,
когда ни ноги не в строю, ни руки?
…Да, Валаам — вторые Соловки.
Они страданий столько повидали! —
Здесь мигом вымирали старики,
которым тридцать стукнуло едва ли…»
(Протоиерей Андрей Логвинов).
მეორე მსოფლიოში ძალიან ბევრი ქართველი დავკარგეთ. შეიძლება არ იცით და გერმანიის მხარესაც იბრძოდნენ ქართველები. ბებიაჩემის ძმაც ქერჩთანაა დაკარგული.
დიდი ტრაგიკული ფურცელია ჩვენი ერის ისტორიის.
და გამარჯვება იყო ამერიკასთან, ინგლისთან, საფრანგეთთან, პოლონეთთან, ჩეხეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად. სტალინიც და ჟუკოვიც კი აღიარებდნენ ამას და დღეს რომ ვიღაც 25 წლის ტიპი უარყოფს ამას, სასაცილოც კი არაა.
და 9 მაისის აღნიშვნაზე ნუ იჭაჭებიან ისინი, ვინც საბჭოთა კავშირის კი არა, საქართველოს ისტორია არ იციან წესიერად.
ისწავლეთ და იცოდეთ ისტორია ხალხნო.
შეიძლება იყოს text that says 'Официально День Победы стал праздничным днем в 1965 году. Тогда сошлиСЬ два знаменательных события- генсеком стал Л.И. Брежнев И, кроме того, год был юбилейным со дня победы в Великой отечественной войне. https://www.miigaik.ru День Победы история и традиции МИИГАик' გამოსახულება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved